logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
16:50 25.06.2018
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის ფონზე, აზიის განვითარების ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რითაც შესაძლებელი იქნება, დაფინანსდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სფეროს რეფორმირების პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბანკის მონაწილეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის პროექტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს, გაიხსნა ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთი, რომელიც სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსდებით აშენდა და რომელიც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მოძრაობისა და ტურიზმის განვითარებას რეგიონში.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებაში, როგორიცაა ენერგეტიკა, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

უმნიშვნელოვანესია, ასევე, ADB-ის ჩართულობა მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ისეთი რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობა.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა (საინვესტიციო, კერძო სექტორი და ტექნიკური დახმარებები) შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა