logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მშენებლობის ღირებულების ინდექსი პირველ კვარტალში 5.6%-ით შემცირდა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი პირველ კვარტალში 5.6%-ით შემცირდა
11:07 25.06.2018
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 5,6 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული კლება ძირითადად განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21,8 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -6,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები 1,7 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 1,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5,2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 5,7 პროცენტიანი ზრდით, რაც 3,28 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ზრდაზე. გარდა ამისა, 3,3 პროცენტით გაიზარდა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ხოლო მანქანა-დანადგარების კატეგორიაზე დაფიქსირდა ფასების 1,3 პროცენტიანი კლება.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი ინდიკატორის - მშენებლობის ღირებულების ინდექსის (Construction Cost Index – CCI) გამოქვეყნებას იწყებს. მისი მიზანია მშენებლობის პროცესში გამოყენებული წარმოების ფაქტორების (მასალებისა და სერვისების) ფასების დროში ცვლილების ასახვა. წარმოების ფაქტორებში შედის: მასალები და ნედლეული, შრომა, ენერგია, ტრანსპორტი და სხვა ხარჯები. აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს სწორი შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სექტორში დაგეგმვისა და პროგნოზირებისთვის. ინდექსზე მუშაობა საქსტატმა 2013 წლიდან დაიწყო, შვედეთის სტატისტიკის სამსახურთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში. 2017 წლიდან დაიწყო ინდექსის საცდელი გაანგარიშება, ხოლო 2018 წლის ივნისიდან იწყება ინდექსის გამოქვეყნება კვარტალური პერიოდულობით. განასხვავებენ მშენებლობის ღირებულების ინდექსის სხვადასხვა სახეს, რომელთა შორის მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ე.წ. შემავალი ფაქტორების ფასების ინდექსი (Input Price Index). ეს უკანასკნელი მოიცავს მხოლოდ მშენებლობის პროცესში გამოყენებული საწარმოო ფაქტორების ფასებს. საქსტატის მიერ გაანგარიშებული მაჩვენებელი სწორედ ამ სახის ინდექსს წარმოადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა