ერთ დღეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა რეკორდული ოდენობა შეადგინა
ერთ დღეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა რეკორდული ოდენობა შეადგინა
19:59 15.06.2018
მიმდინარე წლის 15 ივნისს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 232.6 მლნ ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიუჯეტში ერთ დღეში შემოსულ გადასახადებს შორის.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა დსამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მლნ ლარით აღემატება.

სულ ივნისში, 15 ივნისის ჩათვლით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608.0 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121.0 მლნ ლარით, 24.8%-ით აღემატება.

ბეჭდვა