logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
1994-2017 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
1994-2017 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
11:54 18.05.2018
1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნულ პერიოდში, კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან.

საქსტატის ინფორმაციით, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე. პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.
თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითია, ხოლო სასოფლო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია აიხსნას მოსახლეობის დაბერებით. 2014 წელს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში - 12.3 პროცენტი.

გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლეობით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელს მოსახლეობაში და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 20.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5 პროცენტიდან 14.6 პროცენტამდე გაიზარდა იმავე პერიოდში. 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებით და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით.

1990-იანი წლების დასაწყისისთვის ერთი ქალის მიერ ცოცხლად გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი) 1.5-ს არ აღემატებოდა. ამასთან, 2007 წლიდან შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი არსებითად გაუმჯობესდა.
1994 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ დაბადებისას ქალებისათვის 74.1 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის - 66.0 წელი შეადგინა. 2017 წლისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 3.7 წლით, ხოლო მამაკაცების 3.2 წლით გაიზარდა. 2017 წელს განსახვავებამ ქალების და მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის 8.6 წელი შეადგინა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა