logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
«aravot» (სომხეთი): სააკაშვილი სავარაუდოდ ამერიკელებმა წააქეზეს და ისიც ისეთი ახლომხედველი და გულუბრყვილო აღმოჩნდა, ეგონა, რუსეთთან ომში დასავლეთი დაეხმარებოდა
«aravot» (სომხეთი): სააკაშვილი სავარაუდოდ ამერიკელებმა წააქეზეს და ისიც ისეთი ახლომხედველი და გულუბრყვილო აღმოჩნდა, ეგონა, რუსეთთან ომში დასავლეთი დაეხმარებოდა
13:27 11.08.2017
სომხური გამოცემა «Առավոs//არავოტი» საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით მთავარი რედაქტორის, არამ აბრამიანის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

ცხრა წლის წინათ სამხრეთ კავკასიაში მოხდა. ჩვენს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომის გარდა, რომელიც 1991 წელს დაიწყო მთიანი ყარაბაღის გამო, რეგიონში კიდევ ერთმა ომმა იფეთქა, ამჯერად უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც, შეიძლება ითქვას, ელვისებური იყო და აშკარად გამოირჩეოდა მხარეთა უთანასწორობით. „ხუთდღიანი ომის“ ყველაზე ლოგიკური ინტერპრეტაცია, ჩემი აზრით, შემდეგში გამოიხატება: ამერიკელებმა „წააქეზეს“ მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის პრობლემა ძალისმიერი ფორმით გადაეწყვიტა, თან მათ კარგად ესმოდათ, რომ ამით იგი პრობლემას ვერ მოაგვარებდა - რუსეთი ჩაერეოდა, სამაგიეროდ ვაშინგტონს რუსეთის დადანაშაულების კიდევ ერთი მიზეზი ექნებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამგვარ სიტუაციაში იმდენად გულუბრყვილო და ახლომხედველი აღმოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა - იმედოვნებდა, რომ „დასავლეთი დაეხმარებოდა“. დიახ, დასავლეთი დაეხმარა, მაგრამ მხოლოდ „მორალურად“, რუსეთმა კი სრულიად პროგნიზირებულად იმოქმედა - ისევე, როგორც ყოველი იმპერია იმოქმედებდა: ისარგებლა მომენტით და საქართველოს თავს დაესხა, შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე და გორამდეც კი მიაღწია, შემდეგ კი იურიდიულად აღიარა იმ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, რომლებიც ისედაც არ იყვნენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.
საბოლოო ჯამში, რა დაკარგა და მიიღო საქართველომ ომით?
ა) დაკარგა თავისი ორი რეგიონი; ბ) სრულიად გათავისუფლდა რუსეთისაგან და დასავლურ სახელმწიფოს აშენებს;
რა მიიღო და რა დაკარგა რუსეთმა?
ა) რუსეთმა დაიკმაყოფილა თავისი იმპერიული ამბიციები, მსოფლიოს "კუნთების ძალა" აჩვენა, შური იძია დაუმორჩილებელ ქართველებზე, მაგრამ სამაგიეროდ ზურგზე მძიმე ლოდები წამოიკიდა - მოსკოვი იძულებულია ოკუპირებულ რეგიონებს ასვას და აჭამოს, რომლებშიც ბარდაკია, განსაკუთრებით ერთ-ერთში, რომ თვით რუს ტურისტებსაც კი კლავენ და ძარცვავენ; ბ) რუსეთმა დაკარგა საქართველო არა მხოლოდ როგორც მოკავშირის, არამედ მეგობრული სახელმწიფოს სახითაც.
ძნელია იმის თქმა, რამდენად კმაყოფილნი არიან ამგვარი სიტუაციით რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ვფიქრობ, რუსების უმრავლესობას ეს ყველაფერი ნაკლებად აღელვებს, ქართველები კი, მთლიანობაში, თავს მოგებულად გრძნობენ. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი სიტუაცია მუდმივად არ გაგრძელდება იმ უბრალო მიზეზით, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამუდამოდ ვერ დარჩება. დღეს ბევრი თვლის ასეთ პროგნოზს სრულიად დაუჯერებლად, მაგრამ ადრეც ხომ ბევრს მიაჩნდა სსრ კავშირის დაშლა წარმოუდგენლად? რუსეთში უკვე ისმის ხმები, რომ დავანებოთ თავი ჩვენს მეზობლებს, დავივიწყოთ უაზრო იმპერიული ამბიციები და ჩვენივე საშინაო პრობლემების მოგვარებას შევუდგეთო. თანაც მსგავსი მოსაზრებები აქვთ არა მხოლოდ „დემოკრატებს“ და „მედასავლეთეებს“, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც „ფანქრით და ქაღალდით ხელში“, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ცივილიზებულ რესურსებს ითვლის.
იმპერიის როლში ყოფნა, ყველა თვალსაზრისით, ძვირი სიამოვნებაა.



http://www.aravot.am/2017/08/10/901772/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ