logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
«Iran Russian Radio»(ირანი): კრემლი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის „წითელი მიჯნის“ გადალახვას ნიშნავს
«Iran Russian Radio»(ირანი): კრემლი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის „წითელი მიჯნის“ გადალახვას ნიშნავს
13:21 11.08.2017
ირანის სახელმწიფო რადიომაუწყებლობის კომპანია Parstoday-ის რუსული სამსახურის მიერ ეთერში გადაიცა კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერმა აფხაზეთში ჩასვლა საქართველოსთან ომის დაწყების მორიგ წლისთავს დაამთხვია. კომენტარში გადმოცემულია აფხაზეთის „თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბასთან გამართული შეხვედრების შედეგები, ასახულია აგრეთვე ქართული მხარის პოზიციაც - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, „მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს“.

„აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ტერიტორიად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ ეს სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთში ვიზიტი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად განახორციელა. შესაძლოა ეს იყო საპასუხო ნაბიჯი იმისა, რომ თბილისში ამერიკელი მაღალჩინოსნები დადიან, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ქართულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა სწორედ ეს აღნიშნეს - ვლადიმერ პუტინმა თბილისს აჩვენა, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ რუსეთი აკონტროლებსო და მას განზრახული აქვს დააჩქაროს რუსების რაოდენობის ზრდა ამ რეგიონში

ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ძალისხმევას ახმარს თავისი ყოფნის მაქსიმალურ გაფართოებას სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. შესაბამისად, მოსკოვი იყენებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, განსაკუთრებით აფხაზეთს, როგორც თბილისზე ზეწოლის ბერკეტს, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის შესუსტების მიზნით.

საქართველოს მთავრობას არაერთხელ განუცხადებია თავისი პროდასავლური კურსის შეუქცევადობაზე, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების მტკიცე სურვილზე. ამჟამად თბილისის დასავლეთთან ურთიერთობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სწორედ სამხედრო თანამშრომლობა და უსაფრთხოების სფეროში ახლო კონტაქტები წარმოადგენს. ამაში შედის ნატოსთან და აშშ-სთან ერთად ჩატარებული სამხედრო წრთვნებიც, რომლებიც მოსკოვისათვის მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს.

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მოსკოვმა თავისი ნეგატიური პოზიცია ამ საკითხზე ნათლად გამოხატა ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს: კრემლი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის „წითელი მიჯნის“ გადალახვას ნიშნავს. მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომის საბაბი რუსეთისათვის სამხრეთ ოსეთში ქართული ჯარების შეყვანა იყო, მაგრამ იმავდროულად მოსკოვმა ამ ომით კარგად ისარგებლა - გამოიყენა შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების დასაშინებლად.

კავკასიის საკითხების ექსპერტის ჰამიდ კაზემზადეს თვალსაზრისით, რუსეთის ჩარევა საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ ომში, ფაქტიურად, მოსკოვის იმ გეგმას წარმოადგენს, რომელიც რეგიონში რუსეთის გრძელვადიანი ინტერესების სტაბილიზებას გულისხმობს.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველო იმედს არ კარგავს და ჰგონია, რომ პერმანენტული სამხედრო წრთვნებითა და თბილისისადმი ნატოს წევრი ქვეყნების კარგი დამოკიდებულებით თავის მიზნებს მაინც მიაღწევს. 2008 წელს რუსეთმა, სწორედ საკითხის ამგვარად დაყენების საპირწონედ, აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ორივესთან მრავალრიცხოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხელშეკრულებები გააფორმა, ორივე რეგიონში თავისი სამხედრო ბაზები განალაგა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი აფხაზეთში ყოფნით კვლავ აგრძელებს თავისი ყოფნა-გავლენის გაფართოებას არამარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში.


http://parstoday.com/ru/news/russia-i72532




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე