logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): როგორ შეიძლება ყირიმში და აფხაზეთში ისე შესვლა, რომ სისხლის სამართლის დამნაშავედ არ შეგრაცხონ
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): როგორ შეიძლება ყირიმში და აფხაზეთში ისე შესვლა, რომ სისხლის სამართლის დამნაშავედ არ შეგრაცხონ
12:55 11.08.2017
„ევროპაში რამდენიმე ტერიტორია არსებობს, სადაც იქაური კანონების დარღვევის გარეშე შესვლა ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელიც... ამ ტერიტორიების უმრავლესობა პოლიტიკურად რუსეთთან არიან დაკავშირებულნი და შესაბამისად, იურიდიულ სირთულეებს ძირითადად უკრაინის საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეები აწყდებიან“, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი - იური ვენდიკი).

პუბლიკაციაში საუბარია ყირიმზე და დონბასზე, მთიან ყარაბაღზე, დნესტრისპირეთზე და, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე:

„ეს ორი რეგიონი საქართველოს რუსეთის სამხედრო დახმარებით ჩამოშორდა. ორივენი ისეთ ტერიტორიებს მიეკუთვნება, სადაც მოგზაურობა საკმაოდ რთულია და უფრო მეტიც - შესაძლოა დამნაშავედაც კი ჩაგთვალონ იმ ქვეყნის (საქართველოს) კანონმდებლობით, რომელსაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის თანახმად მიეკუთვნება.

რუსეთთან ომის შემდეგ სამი თვე იყო გასული, როცა საქართველომ, 2008 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლის თანახმად, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში შესვლა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შეიძლება [ანუ თბილისის ნებართვით]. თანაც სოხუმი და ცხინვალი ამ დროს პირიქით ითხოვენ - ჩვენს ტერიტორიაზე ვისაც უნდა შემოსვლა, ნებართვა ჩვენგან უნდა მიიღოსო. თავდაპირველად ქართული კანონის დამრღვევები 2-4 წლიანი პატიმრობით ისჯებოდნენ ან დიდ ფულად ჯარიმას იხდიდნენ, მოგვიანებით კი, 2013 წელს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ პატიმრობა გააუქმა და შეამცირა ჯარიმა იმ პირებისათვის (400 ლარამდე), ვინც აფხაზეთში შესვლის ცდუნების ანკესს პირველად წამოეგო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სეპარატისტულ რეგიონებში უნებართვოდ შესვლის გამო 2006-2016 წლებში სულ 363 პიროვნება დასჯილა.

აფხაზეთი, სადაც ბევრი რუსი ტურისტი მოგზაურობს, თავისთან უვიზოდ უშვებს რუსეთისა და დსთ-ის წევრი ქვეყნბების მოქალაქეებს. ისინი აფხაზეთში შედიან რუსეთთან არსებული საზღვრის გადაკვეთისას. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კი ვიზა ჭირდებათ, რომლის აღება ელექტრონული ფოსტითაც შეიძლება - გააგზავნი შევსებულ ანკეტას და სხვა საჭირო დოკუმენტებს "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში" და ვიზაც მზად გექნებათ. მაგრამ აქვე შეგახსენებთ: აფხაზეთში შესვლის ასეთი წესი, საქართველოს კანონით, დანაშაულებრივად ითვლება“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ყირიმისა და დონბასის ცნობილი მოვლენების შემდეგ უკრაინამ თავის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და მათ, რომლებიც კიევის ნებართვის გარეშე ამ სეპარატისტული რეგიონების მონახულებას გადაწყვეტს, უნდა იცოდნენ, რომ დაისჯებიან.

რაც შეეხება მთიან ყარაბაღს: „აზერბაიჯანის კანონებით, იქ შესვლა, ბაქოს ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება (საპყრობილეში მოთავსებით). მთიანი ყარაბაღი ფაქტიურად სომხეთის ნაწილად ითვლება, თუმცა ფორმალურად თავს ცალკე სახელმწიფოდ მიიჩნევს და უცხოელებისათვის იქ შესვლის საკუთარი წესები აქვს, რომელთა მიხედვით, გარდა აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ბალტიის რესპუბლიკების მოქალაქეეებისა, მთიან ყარაბაშში შესასვლელად ვიზა არავის ჭირდება. ამასთან ერევანში მოქმედ „მთიანი ყარაბაღის საელჩოში“ ვიზა შეიძლება ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშეც აიღოთ - ექვს დოლარს გადაიხდით და ვიზაც თქვენი იქნება“.

დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა ყველაზე ლიბერალურია პოსტსაბჭოთა წარმონაქმნებს შორის, სასაზღვრო რეჟიმის თვალსაზრისით. თვითონ განსაჯეთ: მოლდავეთსა და დნესტრისპირეთს შორის მოსახლეობის გადაადგილება სრულიად თავისუფლად ხდება. (ისევე როგორც დნესტრისპირეთსა და უკრაინას შორის). პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისა და დასავლეთის სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის არანაირი ვიზა საჭირო არაა. ერთადერთი გამონაკლისი: ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეებმა დნესტრისპირეთში შესვლისას ათი დღის ვადაში მილიციაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ყურადღებას ამახვილებს გიბრალტარზე, რომელიც ასევე სადაო ტერიტორიად ითვლება (ესპანეთს და დიდ ბრიტანეთს შორის), თუმცა, ამის მიუხედავად, უცხოელს იქ შესასვლელად, პრინციპში, რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება: ბრიტანელები და ამერიკელები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. გიბრალტარი თვითონ აწესებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს ჭირდება ვიზა და ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების საიტზე შესაბამისი სიაა გამოქვეყნებული. ესპანეთისთვის სულ ერთია, ვინც გიბრალტარშია ნამყოფი ან შესასვლელად ემზადება: მათ არანაირი რეპრესიები და შეზღუდვები არ ემუქრებათ.





http://www.bbc.com/russian/news-40880540


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე