logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
«Radio Voice of America» (აშშ): ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას ქართველების აშენებულ აგარაკზე შეხვდა
«Radio Voice of America» (აშშ): ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას ქართველების აშენებულ აგარაკზე შეხვდა
12:34 11.08.2017
აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაფრენით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ 2008 წლის ომის შედეგები "გადახედვას არ ექვემდებარება" და მოსკოვი არ აპირებს დაპყრობილი ქართული მიწების გათავისუფლებას.

მიმომხილველთა აზრით, ეს იყო კრემლის მყისიერი პასუხი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე თბილისში, რა დროსაც მაიკ პენსმა რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია ღიად დაგმო და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

ვლადიმერ პუტინი ზუსტად ამ დროს, მონღოლეთის საზღვარზე, ტუვის რესპუბლიკაში წერზე და ქირჭილაზე თევზაობით ერთობოდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირველ აგვისტოს სწორედ ტუვის ტაიგიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს მოინახულებდა. 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი მოსკოვიდან ჯერ სოჭში ჩაფრინდა, შემდეგ კი ოკუპირებულ ბიჭვინთაში ვერტმფრენით გადაფრინდა. რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის მიზნით, შვეულმფრენთა ესკადრილია ტრადიციულად, რამდენიმე, ერთნაირი MI-8MTV ტიპის ვერტმფრენისგან შედგებოდა.

ოკუპირებულ ანკლავში ყოფნისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, "გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების" გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ ბოლომდე დაიცავს: „ყველაზე მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთთან განსაკუთრებული, სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება მომავალშიც“.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ოკუპირებული სოხუმის „საქალაქო საბჭოს თავმჯდომარემ“ კონსტანტინე ფილიამ ოფიციალური წერილით მიმართა აფხაზთა ლიდერ რაულ ხაჯიმბას და სოხუმის ცენტრალური პარკისთვის ვლადიმირ პუტინის სახელის მინიჭება ითხოვა.

ვინაიდან ვიზიტი სასწრაფო წესით დაიგეგმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ჩასულა ოკუპირებულ სოხუმში. იგი რაულ ხაჯიმბას ორი საათით, ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალში მდებარე სახელმწიფო აგარაკზე - „ჩაიკა- მ“-ში შეხვდა. ამ აგარაკის მშენებლობა 1988 წელს, საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით დაიწყო, არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი იყო, ხოლო შიდა დიზაინის დიდი ნაწილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელს ეკუთნის.

„ჩაიკა-მ“-ი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, თუმცა კავშირი ისე დაინგრა, რომ აგარაკის დასრულება ვერ მოესწრო და მიხეილ გორბაჩოვიც იქ ერთხელაც არ ყოფილა. 1993 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისმა აფხაზეთის ავტონომიაზე კონტროლი დაკარგა, მიუსერაში უკვე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები ცხოვრობენ.


რაულ ხაჯიმბამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ იგი აფხაზეთს სიმბოლურად, სწორედ 8 აგვისტოს ეწვია: „8 აგვისტო, ეს სამახსოვრო თარიღია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. ამ დღეს დაიწყო საქართველოს არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადამჭრელმა მოქმედებებმა გახადა შესაძლებელი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების შენარჩუნება და დამოუკიდებლობის შემდგომი აღიარება, რისთვისაც უღრმესს მადლობას გეუბნებით“.

ოკუპირებულ ანკლავში არსებული სრული ქაოსის ფონზე (რუსი ტურისტების მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, არასრულწლოვანთა გაუპატიურება, საბრძოლო მასალების აფეთქება, რამაც ასევე რუსი ტურისტების სიცოცხლე შეიწირა) რაულ ხაჯიმბას კლანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ვლადიმერ პუტინის ღია მხარდაჭერა.

რუსეთის პრეზიდენტი აფხაზებს 2020 წლამდე 6 მილიარდი რუბლის (დაახლოებით - 100 მილიონი აშშ დოლარის) „ინვესტიციის“ გამოყოფას დაპირდა. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, ბოლო 9 წლის მანძილზე - რუსეთმა აფხაზეთის "შესანახად" - 37 მილიარდი (616 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო „სამხრეთ ოსეთში“ - 52 მილიარდი რუბლი (867 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა. ექსპერტთა აზრით, ამ თანხების 50 პროცენტი უბრალოდ გამქრალია.

ორსაათიანი ვიზიტის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ბიჭვინთა ისევ ვერტმფრენით დატოვა და თან რაულ ხაჯიმბაც გაიყოლა. მოგვიანებით, მათ სოჭში, უკვე პრემიერ დიმიტრი მედვედევთან ერთად, საბრძოლო სამბოს ტურნირს მიადევნეს თვალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ოკუპირებულ ბიჭვინთაში ჩასვლა, „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებად“ შეაფასა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვიქტორია ნაუერტის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას. პრეს-სპიკერმა დასძინა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვს და უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის აღიარება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე