logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რა თანხით ეხმარება რუსეთი აფხაზეთს და რაში იხარჯება გამოყოფილი ფული
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რა თანხით ეხმარება რუსეთი აფხაზეთს და რაში იხარჯება გამოყოფილი ფული
10:08 09.08.2017
„2008 წლიდან მოყოლებული რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს - აფხაზეთს თითქმის 37 მილიარდი რუბლი (616 მილიონი დოლარი) გამოუყო. ეს ბევრად მეტია „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტზე, რომელმაც 2016 წელს მხოლოდ 28,6 მილიარდი რუბლი შეადგინა. ცხრა წლის განმავლობაში რუსული ფული კანონდარღვევებით იხარჯებოდა, თუმცა არცერთი ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. აუდიტორებს თანხების დატაცება არ გამოუვლენიათ, ხოლო ფინანსების არაეფექტური გამოყენებისათვის აფხაზური კანონებით პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - სერგეი კოზლოვსკი).

ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია იმ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომლითაც რუსეთი აფხაზეთს და საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონს - სამხრეთ ოსეთს ეხმარება. მასალაში გაანალიზებულია გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერება, დამოწმებულია ფაქტები, რომლებიც მეტყველებენ, რომ ამ მცირე რეგიონების ბიუჯეტში მოსკოვის მიერ ჩარიცხული უზარმაზარი თანხები სრულიად უკანონოდ იხარჯებოდა, ძალიან ხშირ შემთხვევებში კი ადგილობრივი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა, თუმცა რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები ამგვარ დარღვევებზე დუმდნენ: „ხაზინის ქურდები ჯერ-ჯერობით არ არსებობენო“, - ამბობდა 2010 წელს რუსეთის კონტროლის პალატის მაშინდელი ხელმძღვანელი სერგეი სტეპაშინი.

სტატიაში საუბარია რუსული თანხების მითვისების საკმაოდ ბევრ ფაქტზე: მაგალითად, 2012 წელს აფხაზური კომპანია „აბხაზვოდოკანალსერვისის“ საქმიანობის შემოწმების დროს გამოვლენილ უკანონობაზე, თუმცა არავინ დასჯილა. 2015 წელს დარღვევებზე საუბრობდა აფხაზეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი სერიკოვიც, მაგრამ მას გაგრძელება არ მოჰყოლია.
„აფხაზური კანონმდებლობის ნაკოლოვანებები სახალხო დემოკრატიის ნორმებით კომპენსირდება“, - ამბობს ევრაზიული ეკონომიკური ორგანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ლეპეხინი: „წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ აფხაზი თანამდებობის პირი თავის ნათესავს ანდობს რაიმე საქმის გაკეთებას. ერთი მხრივ, ამაში საეჭვო არაფერია, ასე აფხაზეთში ტრადიციულად ხდება და ყველამ ყველაფერი იცის. მეორე მხრივ - რადგანაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ხედავენ, საქმის ჩაფლავება მათ რეპუტაციაზე მოქმედებს“. ამგვარი დარღვევები ძალიან ხშირი იყო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის პერიოდში, როცა აფხაზეთში სახელმწიფო შეკვეთების განაწილებასა და მათ ფინანსური უზრუნველყოფის დროს კლანურობა და ნათლიმამობა ყვაოდა“. მაგალითად, რესპუბლიკური სტადიონის მშენებლობის დროს უამრავი ფული დაიხარჯა, დოკუმენტები კი არ არსებობს. ძალიან ბევრ შეტხვევებში პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარს აცხადებს.

პოლიტოლოგების აზრით, აფხაზეთში დღესაც იგივე პრინციპია შენარჩუნებული და, ალბათ, უახლოეს წლებში არაფერი შეიცვლება.

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის ფულის გამოყოფას აგრძელებს. 2017 წლის მონაცემებით, ფინანსური დახმარება 4,7 მილიარდ რუბლს (78 მილიონ დოლარს) აღწევს, ხოლო 2020 წლამდე კიდევ 11 მილიარდი რუბლის გამოყოფა იგეგმება. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ცხინვალი 16 მილიარდ რუბლს მიიღებს.

ექსპერტების თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთის გავლენა აფხაზეთზე მნიშვნელოვნად მატულობს. მართალია, სოხუმს, ცხინვალისაგან განსხვავებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს, მაგრამ მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდის კვალობაზე, აფხაზეთის რეალური სუვერენიტეტი სულ უფრო მცირდება.


http://www.bbc.com/russian/features-40862115

--------
რუსულმა და დასავლურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საკმაოდ ფართოდ გააშუქეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნის ფაქტი.
რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის - „პირველი არხის“ («Первый канал») პროგრამა „ვრემიის“ ეთერში 8 აგვისტოს გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი (ავტორი - პავლე კრასნოვი), რომელშიც რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრებია ასახული, ყურადღება ეთმობა „საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ“ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს, რომლის შედეგად ქართული არმია დამარცხდა, მოსკოვმა კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რეპორტაჟში საუბარია რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ა.შ. რეპორტაჟში ხაზგასმულია ვლადიმერ პუტინის განცხადებები სასაზღვრო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების გაიოლებაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას (წყარო: http://www.1tv.ru/news/2017-08-08/330351-rossiya_garant_bezopasnosti_i_nezavisi-mosti_abhazii_ zayavil_ vladimir_putin)

ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნაზეა საუბარი ამერიკული სააგენტო «Associated Press»-ის მიერ გავრცელებულ მასალში სათაურით „ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში თბილისის აღშფოთება გამოიწვია“, რომელშიც გადმოცემულია როგორც ვიზიტის ფაქტი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც დაგმობილია რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი (წყარო: http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_georgia_russia?site=ap§ion=home &tem-plate =default)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა