logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
«The Daily Beast» (აშშ): დონკიხოტობის მოყვარული "დიდი რეფორმატორი" სააკაშვილი-უპასპორტო უცხომიწელი
«The Daily Beast» (აშშ): დონკიხოტობის მოყვარული "დიდი რეფორმატორი" სააკაშვილი-უპასპორტო უცხომიწელი
08:03 07.08.2017
საქართველოს ექსპრეზიდენტ და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის პეტრო პოროშენკოს მიერ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ამერიკული გამოცემა «The Daily Beast»-ი, ჟურნალისტ უილ კეტგარტის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით:
საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისათვის „საყვარელი კაცი“ გახდა. ათი წლის განმავლობაში მიშას სამშობლოში და საზღვარგარეთ რეკლამას უწევდნენ, რომ იგი მართლაც იმ დემოკრატიის გამტარებელი იყო, რომლის ექსპორტსაც აშშ ცდილობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში... მაგრამ ათი წლის შემდეგ, როცა უკვე ცნობილია რუსეთთან მომხდარი ომის კატასტროფული ომის შედეგები, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ „ვარდების რევოლუციამ“ უკვე დიდი ხანია „დაიყვავილა“ და მისი მნიშვნელობაც „დაჭკნა“. 2012 წლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტიას დაუთმო.
საქართველოს დღევანდელ მთავრობას მიხეილ სააკაშვილი ისევე სძულს, როგორც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს თავის მაშინდელ ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის უთხრა - „მიხეილ სააკაშვილს დავიჭერ და ყვ...ებით ჩამოვკიდებო“.
როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, აშშ-ში მცირე ხნის ყოფნის შემდეგ, მან უკრაინაში ჩასვლა გადაწყვიტა. ექს-პრეზიდენტმა 2015 წელს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო იმ მიზეზით, რომ იგი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. დონკიხოტობის მოყვარული და „დიდი რეფორმატორი“ მიხეილ სააკაშვილი ჯერ ოლიგარქების წინააღმდეგ გამოვიდა, შემდეგ კი თვით უკრაინის პრეზიდენტს, თავის შეფს შეუტია. როგორც ჩანს, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ უკან არ დაიხევდა... თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ „დიდმა რეფორმატორმა“ ფიასკო განიცადა. ოდესა ისევ კორუფციის ქალაქად დარჩა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ეს იმ მომენტში მოხდა, როცა ყოფილი პრეზიდენტი და გუბერნატორი აშშ-ში მიემგზავრებოდა. ორშაბათს, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულკუკიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემა მოითხოვა.
პეტრო პოროშენკოს არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის სცენარი კარგად იყო მოფიქრებული. პეტრო პოროშენკოს რომ ეს ნაბიჯი ადრე გადაედგა, მაშინ პოლიტიკაში კარგად გამოცდილი მიხო უკრაინიდან თავის „გაქცევას“ დრამად გადააქცევდა და აშშ-ში ტელეკამერებთან და რეპორტიორებთან ერთად ჩავიდოდა. მან უბრალოდ, ამერიკაში გადაფრენისას გაიღვიძა და ცუდი ამბავი გაიგო.
გადაეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს? ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ ამერიკა არც უკრაინაა და არც საქართველო, რომ პრეზიდენტის კაპრიზით მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავში ჩატენო და სადმე გაამგზავრო. თუმცა ასეთი ნათქვამიც შეიძლება სწორი არ აღმოჩნდეს: აშშ-ის არმიის ორმა წარმომადგენელმა The Daily Beast-ს ანონიმურობის საფუძველზე გაანდო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს სთხოვა, რომ ამერიკამ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშოროს, რომელიმე ქვეყანაში გაგზავნოს.
კაცმა რომ თქვას, არც კრემლს არ სურს მიხეილ სააკაშვილის ჩამოკიდება ყვ...ბით ან მისი მოკვლა. რუსეთის სტრატეგია ექს-პრეზიდენტის მიმართ მისი მემკვიდრეობის, რეპუტაციისა და ღირსების განადგურებაში გამოიხატება. როგორც ჩანს, ამ საქმეში მოსკოვს თვითონ მიხეილ სააკაშვილი ეხმარება თავისი ქცევით.
შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილისათვის ყველაზე დიდი ირონია იმაშია, რომ ბათუმში, 2012 წელს, მან დონალდ ტრამპი ჩაიყვანა, სადაც მომავალი „ტრამპ-თაუერის“ 250-მილიონიანი ინვესტიციის იმედით, მილიარდერს საზეიმოდ ხელი ჩამოართვა. ალბათ, ეს პროექტი ბევრ ადამიანს დაასაქმებდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა თავისი ინაუგურაციის წინ საქართველოში დადებული კონტრაქტი გააუქმა. მიხეილ სააკაშვილი კი კარგად სარგებლობს დონალდ ტრაპთან ერთად გადაღებული ფოტოსურათით, იგი ამ ფოტოს ყველგან აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოს ლიდერად დარჩენილიყო, ალბათ, ამ ფოტოს იგი თბილისის აეროპორტის ახლოს, გზაზე უზარმაზარი ბანერის სახით დადგამდა. ახლა კი თბილისი მისთვის ის ადგილი იქნება, სადაც მას ნამდვილად დააპატიმრებენ, თუ საქართველოში დაბრუნდება.
--------
უცხოური მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 4 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა. თუ როგორ მოახერხა „უპასპორტო და მოქალაქეობის არმქონე“ ექს-პრეზიდენტმა პოლონეთში ჩასვლა, აშშ-ის, უკრაინისა და პოლონეთის ოფიციალური უწყებები ამაზე ჯერ-ჯერობით დუმილს ინარჩუნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის მოსაზღვრე ლიტვაში გადავა (ორივე შენგენის ზონაშია არიან და საზღვრის გადაკვეთას პასპორტი არ ჭირდება) და ვილნიუსში მას ლიტვის მოქალაქეობას მისცემენ.

.
http://www.thedailybeast.com/putin-nemesis-mikheil-saakashvili-is-now-a-man-without-a-country


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე