logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
"nv.am"(სომხეთი): თბილისში ფიქრობენ, რომ მათ ამჟამინდელ მდგომარეობას თვითკმარი ზერეგიონული ფასეულობა აქვს, მაგრამ...
"nv.am"(სომხეთი): თბილისში ფიქრობენ, რომ მათ ამჟამინდელ მდგომარეობას თვითკმარი ზერეგიონული ფასეულობა აქვს, მაგრამ...
16:28 19.05.2017
„ამიერკავკასია მოსკოვისათვის რუსეთსა და დიდ ახლო აღმოსავლეთ შორის მდებარე რეგიონს წარმოადგენს. მოვლენები, რომლებიც დიდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, განსაზღვრული სახითა და ხასიათით ახდენს გავლენას და კიდევ უფრო მეტად მოახდენს მომავალში. ამიერკავკასია დიდი ახლო აღმოსავლეთის მინიატურული მოდელია: ისტორიულად განპირობებეული ეთნიკური სიჭრელე, რთული ისტორიული და პოლიტიკური რუკა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასია ქვაბს მოგვაგონებს, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან აცხელებენ სხვადასხვა ტემპერატურითა და დინამიკით“, - ნათქვამია სომხური გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში (ავტორი - სტანისლავ ტარასოვი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ამიერკავკასიის ხალხთა ურთიერთობის მოკლე ისტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკები 1918-1921 წლებში... საბჭოთა პერიოდში ამიერკავკასიაში გრძელდებოდა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაწყებული ე.წ „გეოპოლიტიკური ექსპერიმენტები“, რომლის კულმინაციად უნდა მივიჩნიოთ II მსოფლიო ომის დასასრულს იოსებ სტალინის მიერ თურქეთისადმი წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიები და პროექტების - „დიდ სომხეთისა“ და „დიდი საქართველოს“ რეანიმირება. ეს პროექტები პირდაპირ უკავშირდებოდნენ ახლო აღმოსავლეთიში დაგეგმილ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებს - ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზე ახალი სახელმწიფოების გაჩენას (ისრაელი, სირია).

„ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ამჟამად მრავალმხრივი საინტერესო პროცესები მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ავტორი და სამივე სახელმწიფოში შექმნილ ვითარებას აანალიზებს

აზერბაიჯანში პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მუსავატისტებს ებრძვის, თუმცაღა თავის დროზე, 1918 წელს, სწორედ პარტია „მუსავატი“ იყო აზერბაიჯანის პროთურქული ვექტორის სულისჩამდგმელი. ილჰამ ალიევი „მუსავატის“ დოქტრინით შეიარაღდა და მას იმედი ჰქონდა, რომ თურქეთის ევროკავშირში მიღებით (და არა რუსეთთან ურთიერთობით) მის ქვეყანაშიც ევროპული ტიპის მოდერნიზება განხორციელდებოდა. მაგრამ ილჰამ ალიევს არ გაუმართლა - თურქეთის ევროკავშირში ინტეგრირება ვერ მოხდა. სირიისა და ქურთების პრობლემის ფონზე ბაქომ ისევ გაიხსენა წინა წლებში მივიწყებულ „იტიჰადის“ იდეა - ჩრდილოეთ და სამხრეთ (ანუ ირანის) აზერბაიჯანის გაერთიანება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი და აშშ ირანს დაარტყამდნენ. თუმცა, რადგანაც ასე არ მოხდა, აზერბაიჯანმა ახალი პროექტი გადმოაგდო - „თურქმან-ელი“, რომელიც ჩრდილოეთ ირანის, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და დღევანდელი თურქმენეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას გულისხმობს, ანუ ეთნიკური თურქმენებით დასახლებულ ტერიტორიას, რომელშიც ირანის აზერბაიჯანიც შედის.

სომხეთი, ქურთისტანის პრობლემის გააქტიურების ფონზე, იმედოვნებს, რომ ე.წ. „სომხეთის საკითხიც“ რეანიმირდება. მართლაცდა, ბოლო დროს დასავლელმა ექსპერტებმა ყურადღებით დაიწყეს ანალიზი 1920 წელს დადებული სევრის ხელშეკრულებისა, რომელიც დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნას ითვალისწინებდა. ასევე ახლებურად უდგებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის 1920 წლის 20 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას „დიდი სომხეთის“ შექმნის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთი ქურთების კონტროლქვეშ გადავა, მაშინ შეიძლება დაისვას მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების დენონსირების საკითხიც, რომლის თანახმად, ართვინი, არტაანი, ყარსი და სურმალინი თურქეთს გადაეცა, ნახჭევანი კი - აზერბაიჯანს. თეორიულად უკვე შეიძლება გეოპოლიტიკური პარამეტრებიც მოინიშნოს: არცახი (მთიანი ყარაბაღი) და ახლად შექმნილი „აღმოსავლეთ სომხეთის რესპუბლიკა“ რუსეთის მოკავშირეები იქნებიან, „დასავლეთ სომხეთის რესპუბლიკა“ კი დასავლეთის პროტექტორატის ქვეშ.

საქართველომ 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (ისევე როგორც 1918 წელს, რუსეთის დაშლის ჟამს) საგარეოპოლიტიკური ვექტორი დასავლეთის მიმართულებით შეცვალა. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის შემდეგ საქართველო მომატებული გეოპოლიტიკური რისკების ქვეშ დადგა. იმიტომ, რომ როგორც არ უნდა გადაწერო ისტორია, ფაქტი ერთია: რუსეთთან შეერთებამდე, საქართველოს ისტორიულ-გეოპოლიტიკური კოდი მეზობელი ოსმალეთის იმპერიითა და სეფევიდების სპარსეთით იყო განპირობებული. ევროპასთან კონტაქტები, თუ რუსეთს გამოვრიცხავთ, შესაძლებელი იყოს სწორედ ოსმალეთის ტერიტორიის გავლით. დღეს საქართველო ესაზღვრება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, აქვს გასასვლელი მსოფლიო ოკენეში. მის ტერიტორიაზე გადის სომხეთ-აზერბაიჯანისაკენ მიმავალი მთავარი სატრანსპორტო არტერიები და კასპიის ნავთობ-გაზსადენები. თბილისში ფიქრობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას თვითკმარი ზერეგიონული ფასეულობა აქვს. დიახ, დღეს ასეა, მაგრამ გაქრება, როცა დიდ ახლო აღმოსავლეთში მადესტაბილიზებელი პროცესები გაღრმავდება. ეს პროცესები აუცილებლად შეეხება თბილისსაც და ის აღარ იქნება დამოკიდებული საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მდგომარეობაზე. ბევრი დასავლელი ექსპერტის შეფასებით, დიდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების განვითარების ფონზე, დიდი ალბათობით, საქართველოს პოლიტიკური ველის ფრაგმენტაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“.

სტატიის ბოლოს მოცემულია დასკვნა:

„ამიერკავკასიის რესპუბლიკები, რომლებიც ხშირად ჩივიან ჩრდილოელი რუსეთის „სამხრეთულ ექსპანსიონიზმზე“, მთავარი გეოპოლიტიკური საფრთხე არა ჩრდილოეთიდან, არამედ სამხრეთიდან ემუქრებათ. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვმა ამიერკავკასიაში მხოლოდ გამათავისუფლებლისა და მშვიდობისმყოფლის როლი უნდა შეასრულოს და მისცეს ზოგიერთ სახელმწიფოს ნება დატკბეს მომავალი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ნაყოფით. ამასთან, მოსკოვმა ძველებური, საბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელი ერთნაირი პოლიტიკა აღარ უნდა გაატაროს სამივე რესპუბლიკის მიმართ. რუსეთის ფედერაციამ თავისი დამოკიდებულება აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და სომხეთთან დიფერენცირებულად უნდა ჩამოაყალიბოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ამიერკავკასიის პერეფორმატირების ტენდენციით და აშშ-ევროკავშირის ინტერესებთან თამაშით დიდ ახლო აღმოსავლეთში. რუსეთის სიტუაციას უნდა დაელოდოს. დიდ პოლიტიკაში მოთმენის უნარიც პოლიტიკაა“-ნათქვამია სტატიის დასასრულს.


http://www.nv.am/politika/57806-2017-05-16-07-01-39


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ
ინტერვიუ
ინტერვიუ ტომას მელიასთან: ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს
12:10 17.07.2017
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე და
ინტერვიუ
ინტერვიუ ანალიტიკოს იანუშ ბუგაისკთან: მაიკ პენსის ვიზიტი იმის გზავნილია, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს
10:54 17.07.2017
ამერიკული რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ
«Lragir» (სომხეთი): საქართველო მთიანი ყარაბაღის გამო ორ ცეცხლსშუა აღმოჩნდა
12:17 12.07.2017
სომხურ გამოცემა «Lragir»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი პოლიტოლოგი, ევროპული
ინტერვიუ
«RFE//RL» (აშშ): აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტის დაწყება არც საქართველოს და არც რუსეთს არ სჭირდება
14:43 11.07.2017
ამერიკული «RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტირებულია
ინტერვიუ
«Region Plus»(აზერბაიჯანი): რეგიონის დეტონატორი? ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან
11:13 10.07.2017
აქვს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და თუ ეს მოხდება, როგორ შეიცვლება
ინტერვიუ
 „golosarmenii“(სომხეთი): როგორ აირჩიეს ეთნიკურად სომეხი გიორგი თუმასიანი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში
10:31 10.07.2017
სომხურ გამოცემა «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ცოტა ხნის
ინტერვიუ
ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა
20:00 13.04.2017
ავსტრიულ გაზეთ «Der Standard»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩეჩენ ისტორიკოსთან და პუბლიცისტთან მაირბეკ ვაჩაგაევთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის
16:32 23.02.2017
ლატვიის გაზეთ „დიაენა“-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ევროპული და