logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
"ng.ru"(რუსეთი): საქართველო ევროკავშირისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
"ng.ru"(რუსეთი): საქართველო ევროკავშირისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
16:18 19.05.2017
„ოფიციალური თბილისი ევროკავშირისაგან განმარტებას ელოდება იმ მოქმედების გამო, რომელიც საქართველოში ბრიუსელის წარგზავნილმა, სპეცწარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერგმა ჩაიდინა. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ევროპელი დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ იქნეს გამოცხადებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის იანოშ ჰერმანი გამოიძახეს“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია დიპლომატიური ინციდენტის მიზეზები, სავარაუდო შედეგები და კომენტარები (ავტორი - იური როქსი).

„ჰერბერტ ზალბერგი ახლახან სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა და ცხინვალში ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდა. რა თქმა უნდა, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარემ მაქსიმალურად უნდა იცოდეს ამ რთულ რეგიონში მიმდინარე პროცესები და თბილისიც, რა თქმა უნდა, ამგვარი მისვლა-მოსვლის წინააღმდეგი არ არის, მით უმეტეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა გორის რაიონში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის მიღება და ა.შ. - ყველაფერი კანონის თანახმად, ლეგიტიმურად ხდება. მოგვიანებით ქართული მხარის ხელში აღმოჩნდა ცხინვალის ადგილობრივი ტელევიზიით გადაცემული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, ჰერბერტ ზალბერგი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. იმავდროულად, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, გერმანელი დიპლომატი არ ამბობს კონკრეტულად სიტყვა „პრეზიდენტს“, არც არჩევნების განსაზღვრებაა მოცემული... მაგრამ თვით მილოცვის ფაქტი თბილისისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

მართალია, მმართველი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა მომხდარი ამბავისათვის სკანდალის სახე არ მიეცა, ჰერბერტ ზალბერგის მოქმედება უბრალო გადაცდომად და ეტიკეტის უნებლიე დარღვევად წარმოედგინა, ხმაური მაინც ვერ იქნა თავიდან აცილებული. განგაში ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ატეხა. საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის გრიგოლ ვაშაძის პირით: დიპლომატიური უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჰერბერტ ზალბერგს ცხინვალში გაჟღერებული მილოცვის უკან წაღება (დეზავუირება) უნდა მოსთხოვოსო, რადგან მისი მოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართულიო. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს ფაქტი ხელისუფლების ხუთწლიანი მავნე პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს.

მომხდარზე კომენტარი კიდევ ერთმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა - სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არამარტო ჰერბერტ ზალბერგის სიტყვების დეზავუირება კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ მისი გამოყვანა „ჟენევის პროცესიდან“, რადგან მისი ნათქვამი პროინციპულად მიუღებელიაა და საკითხის უცოდინარობას ამჟღავნებს. „დიპლომატიას ტავისი მკაცრი წესები აქვს. ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერგმა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი დაარღვია და ჩვენს ინტერესებს ზიანი მიაყენა“, - განაცხადა ექს-მინისტრმა, პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ არ გამორიცხავს ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის გამოცხადებას არასასურველ პიროვნებად - „პერსონა ნონ-გრატად, სხვებისთვის რომ მაგალითი იყოს“.

საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ ჰერბერტ ზალბერგის მოქმედებას „მიუღებელი“ უწოდა და გაკვირვება გამოხატა, რადგან თვით ევროკავშირმა გამოაცხადა სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად და ამ ფონზე ბრიუსელის სპეცწარმომადგენლის ნაბიჯი კითხვებს იწვევს. შესაბამისად, სამინისტროში ევროკავშირის ელჩი მიიწვიეს ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.

რუსეთში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ელჩის დიმიტრი მედოევის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ „ქარიშხალია ჭიქაში“ და მეტი არაფერი. ბატონმა ჰერბერტ ზალბერგმა ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას ელემენტალური ტაქტი გამოავლინა და მას არჩევა მიულოცა, რაც ევროპელი დიპლომატის მაღალ პროფესიონალიზმზე და კულტურაზე მეტყველებს. ქართულმა მხარემ ამას წინათაც ხმაური ატეხა იური ლუჟკოვის გამო... მე საკითხს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს თავის მცდელობებს საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად, დინჯად და აუჩქარებლად“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

ქართველი ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი მომხდარ ფაქტში ორ მომენტზე ამახვილებსა ყურადღებას: პირველი - ჰერბერტ ზალბერგმა მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი გააკეთა. რადგანაც იგი პირველად შეხვდა ანატოლი ბიბილოვს, მიულოცა, თუმცა არ დაფიქრებულა, რომ მისი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ირიბად აღიარებას ჰგავს. მეორე - ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა: „ოკუპაციის თემა ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტიდან ჰერბერტ ზალბერგის გაწვევის საკითხი უნდა დააყენოს“.

ერთ-ერთმა თბილისელმა კომენტატორმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ ქართული მხარის მოქმედება სრულიად მართებულია, თუმცა შესაძლოა სხვა გარემოებითაცაა ნაკარნახევი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასწინანდელ უსიამოვნო განცხადებას უკავშირდება იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნის გამო. „როგორც ცანს, თბილისს არ სურდა მოსკოვის ექს-მერთან დაკავშირებული სკანდალის გაბერვა, მაგრამ იძულებული გახდა ოპოზიციის აზრი გაეთვალისწინებინა. ახლა კი, როცა საქართველო ბრიუსელთან სკანდალზე მიდის, ამით თბილისი იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ არავისთან, თვით დასავლეთის წარმომადგენელთანაც კი უკან არ იხევს და პრინციპულობას ამჟღავნებს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. ახლოვდება „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატის შეხვედრა და ვთუ რუსეთის მხრიდან რაიმე პრეტენზია იქნება წამოყენებული იური ლუჟკოვის ‘შავ სიაში“ შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს შეუძლია ასე უპასუხოს: ქართული კანონმდებლობის მიმართ უპატივცემლობის გამოჩენის გამო თბილისი პერსონა ნონ-გრატად აცხადებს არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირის დიპლომატებსაც კი“, - თქვა „ნეზავისიმაია გაზეტას“ რესპოდენტმა.


http://www.ng.ru/cis/2017-05-18/5_6991_georgia.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე
ინტერვიუ
მიაღწევს თუ არა სააკაშვილი საზღვრის გარღვევის შემდეგ პოლიტიკაში წარმატებას?-უკრაინელი პოლიტოლოგების პროგნოზები
11:30 13.09.2017
„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ კორესპონდენტი ქსენია გულია უკრაინელ პოლიტოლოგებს
ინტერვიუ
ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან: ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ
12:12 08.09.2017
ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა (ბასი) პაატა ბურჭულაძემ «Российская газета»-ს მისცა,
ინტერვიუ
ინტერვიუ ჯეიმს კირჩიკთან: 2008 წლის ომი უფრო აგრესიული რუსული რეჟიმის დასაწყისია
12:33 04.09.2017
ჯეიმს კირჩიკი წიგნის "ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბმელი ეპოქა" ავტორი და
ინტერვიუ
«BBC News»(დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვაფრთხილებს
12:51 04.09.2017
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ თავის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა
ინტერვიუ
ინტერვიუ უილიამ კორტნთან: რუსეთი შესაძლოა აფხაზეთის ანექსიას შეეცადოს, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა
13:49 18.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე, დასავლეთის რეაქციებზე, საქართველოს ევროპულ
ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ