logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
«Der Freitag» (გერმანია): საქართველოს მთიანეთში მოხუცები რჩებიან, ახალგაზრდებს კი ევროპა უვიზო რეჟიმით იზიდავს; ადგილები, რომლის მსგავსააც იშვიათად თუ ვინმე ნახავს
«Der Freitag» (გერმანია): საქართველოს მთიანეთში მოხუცები რჩებიან, ახალგაზრდებს კი ევროპა უვიზო რეჟიმით იზიდავს; ადგილები, რომლის მსგავსააც იშვიათად თუ ვინმე ნახავს
12:20 19.05.2017
„საღამოა, მზე ჩადის. დიდ კომბალზე დაყრდნობილი გელა დაისს გასცქერის. ყოველ ზაფხულს გელა და მისი მეგობარი მწყემსები სტეფანწმინდის რაიონში მდებარე ამ ადგილზე მოდიან, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს: ნოგყაუ ერთ-ერთია იმ ბევრ სოფელთაგან ქართულ კავკასიაში, რომელიც მიტოვებულია და თანდათან ნადგურდება“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოს პრობლემებს ეხება (ავტორი - იოჰან შტეინი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

გელა ამბობს, რომ მათი საქონელი ხშირად საზღვრის იქით მხარეს გადადის, რუსეთის ტერიტორიაზე და ასეთ შემთხვევბში დიდი პრობლემები ჩნდება: ნებართვა თბილისიდან უნდა იქნეს აღებული, რომ ცხოველები უკან დაიბრუნონ. თუ საზღვარზე უნებართვოდ ვინმე გადავა, მაშინ ის რუსი სამხედროებისაგან დაწესებულ ჯარიმას იხდის“. რამდენიმე წლის წინათ ნოგყაუს ახლოს ომი მიმდინარეობდა. საქართველოს არმია ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოვიდა, ოსებს კი რუსეთის არმია წამოეშველა. საბოლოოდ, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ჩამოშორდა და მისი დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარა. ათასობით დევნილი თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში გაიხიზნა. მათი უმრავლესობა მშობლიურ ადგილებს ვეღარ დაუბრუნდა. მიმდინარე წლის აპრილში სამხრეთ ოსეთში ახალი პრეზიდენტი - ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს, რომლის მიზანია სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანეთის გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ეს იდეა საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად გააკრიტიკა.

გელასა და მისი მეგობარი მწყემსებისთვის ნოგყაუში მიტოვებული სახლები ერთგვარი თავშეფრის როლს ასრულებს. აქ მიწაც შედარებით ნოყიერია, არის გოგირდის წყაროებიც, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვთ. აქ ხშირად მოდიან ქრისტიანი მომლოცველები. ადგილობრივი ადმინისტრაციული ცენტრი სტეფანწმინდა საქართველო-რუსეთის საზღვარს 20 კილომეტრითაა დაშორებული. სტეფანწმინდა სამთო-სათხილამურო კურორტს მიეკუთვნება და ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია, ისინი აქ უფრო მეტად რუსეთიდან შემოდიან, საზღვარზე კი უვიზო რეჟიმი მოქმედებს. სტეფანწმინდიდან რუსეთისაკენ ბევრი სატვირთო მანქანა მიდის, მათი რიგი კილომეტრებზეა გაჭიმული. ქალაქის ცენტრში სასტუმროებია, ფირნიშებით. იქვე დგანან მიკროავტობუსები, რომლებსაც ადგილობრივები „მარშრუტკას“ ეძახიან. მათ აქ ტურისტები ჩამოჰყავთ, რომლებსაც ყაზბეგის მთის ნახვა და მისი დალაშქვრა სურთ. ეს მთა რუსეთის, საქართველოს და „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარზე მდებარეობს.

(სტატიაში გადმოცემულია ქართველი მეცხვარეების საქმიანობა, მათი ყოფა-ცხოვრება, სუფრა და სადღეგრძელოები ქართული ღვინით და არაყით - „ჭაჭით“: „სადღეგრძელოები ერთობ ფილოსოფიურია, რომანტიკით აღსავსე, ეროვნული სიამაყისა და ოჯახის ერთგულების გამომხატველი. ჩემს თარჯიმანს მათი გადმოცემა საკმაოდ უძნელდება და ცდილობს მოასწროს, სანამ მამაკაცები ღვინით სავსე მორიგ სასმისს დაცლიან“. მათი ცხოვრება რთულია. ისინი აქ მგლებსა და დათვებს შორის საქმიანობენ, რომნლებიც ხშირად თავს ესხმიან ცხვრის ფარას და იტაცებენ. ფარას დაცვა ჭირდება. მართალია, საღამოობით სვამენ, მაგრამ დილით ფხიზლად არიან. ასე გრძელდება დაუსრულებლივ“).

საქართველოს მრავალი პრობლემა აწუხებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით დაიწყო და რომლის შედეგად ასეულ ათასობით ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო. საქართველოში ძალიან მაღალია უმუშევრობის დონეც. არაოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარს მუდმივი სამუშაო არ აქვს. უმუშევრობის მაღალი დონით იჩაგრებიან ახალგაზრდებით. ერთ-ერთი მათგანია 25 წლის მაცო, რომელიც რაჭაში მდებარე სოფელ ველევში გავიცანი. სოფელი საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ გამყოფ სადემარკაციო ხაზის ახლოს მდებარეობს. მაცოს ბაბუა [ამბროლაურის] რაიონში ცნობილი ექიმი იყო, მის სახლში ახლა შვილიშვილი ცხოვრობს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ იგი თავს ძლივს ირჩენს. მაცოს ძალიან უყვარს მშობლიური ბუნება და სხვებსაც შთააგონებს გარემოს სიყვარულს: თანასოფლელებთან ერთად ნაგვისაგან ასუფთავებს ტერიტორიას, ტურისტებისთვის აწყობს ალპინისტურ მარშრუტებს, ცდილობს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას. მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება.

საქართველოში თაობათა კონფლიქტიც შეიმჩნევა. საშუალო და ხანდაზმულ ასაკის მქონე ადამიანები სოციალიზმის პერიოდს იხსენებენ, როცა მოსახლეობას სამსახური ჰქონდა და ყველა დასაქმებული იყო. მათ ორიენტაცია უფრო რუსეთზე აქვთ აღებული, ახალგაზრდები კი ევროპაზე ოცნებობენ. თბილისში ბევრგან ნახავთ ევროკავშირის დროშებს. ქართველებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს ვიზალიბერალიზაცია, რაც მათთვის, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობას უზრუნველყოფს.

გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მაცომ ხმა მისცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში 2004-2012 წლებში იყო და რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, აშშ-ში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. მაცოს აზრით, „ერთიანი ნაცმოძრაობა“ მმართველი „ქართული ოცნების“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ დამაარსებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. იგი ცდილობს ევროპასაც დაუახლოვდეს და რუსეთთანაც ურთიერთობა გააუმჯობესოს. „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 2012 წელთან შედარებით უფრო მეტ წარმატებას მიაღწია - საკანონმდებლო ორგანოში ადგილების სამი მეოთხედი აქვს.

(სტატიის დასასრულს აღწერილია სოფელი ჭართალი, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი - 57 წლის იური ცხოვრობს. მარტოობისაგან იგი სვამს. „აბა მაშ რა ვქნა, სანამ მგლები და დათვები მესტუმრებიან?“, - იცინის იური“).



https://www.freitag.de/autoren/der-freitag/besuch-ist-selten

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის