logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
«The Diplomat» (აშშ): სუვერენიტეტის აღიარების თამაშები და ვაჭრობის პრაქტიკა
«The Diplomat» (აშშ): სუვერენიტეტის აღიარების თამაშები და ვაჭრობის პრაქტიკა
11:59 19.05.2017
გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Diplomat»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ პოლიტიკურ ინტრიგებს, დიპლომატიურ თამაშებს, რომლებშიც ზოგიერთი სახელმწიფოა ჩართული, მაგალითად, ამა თუ იმ ახლად „გაჩენილი“ ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარების საკითხში. პუბლიკაციაში აღწერილია „დამოუკიდებლობის აღიარებით ვაჭრობის“ ფაქტები, მოცემულია ამგვარი პოლიტიკის მიზეზები და შედეგები (ავტორი - გრანტ უაიტი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„დამოუკიდებლობის აღიარების“ თამაშში წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოები მრავალი ათწლეულის განმავლობაში არიან ჩართულნი. აბა, რა ექნათ? მოსახლეობის მცირე რაოდენობამ, ბუნებრივი რესურსების სიმწირემ, გეოგრაფიული უპირატესობის არქონამ კუნძულები საერთაშორისო ურთიერთობებში სუვერენიტიტის აღიარებით ვაჭრობაზე აიძულა. ეს იყო ის ბერკეტი, რომელსაც ისინი სხვა სახელმწიფოების მიმართ იყენებდნენ, მათთვის სასურველი ქვეყნის აღიარების საკითხში, რის შედეგადაც ჯუჯა-სახელმწიფოები მათგან გარკვეულ [მატერიალურ თუ ფინანსურ] დახმარებას იღებდნენ.

ამგვარი თამაშის ძირითადი მიზანია ჩინეთი. 1970-იან წლებიდან მოყოლებული ორი ჩინეთი არსებობს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (დედაქალაქი - პეკინი) და ჩინეთის რესპუბლიკა - ტაივანი (დედაქალაქი ტაიბეი). ორივე მათგანი აცხადებდა, რომ მხოლოდ ის წარმოადგენდა ჭეშმარიტ ჩინეთს და ცდილობდნენ აღიარების მიღწევას საერთაშორისო არენაზე. წყნარი ოკეანის სახელმწიფოები ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდნენ და საკმაოდ დინამიურადაც სარგებლობდნენ. ასეთი ვითარება დღემდე გრძელდება: კირიბატი, სოლომონის კუნძულები, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტუვალუ კანონიერ, ჭეშმარიტ ჩინურ სახელმწიფოდ მხოლოდ ტაივანს აღიარებენ, რომელიც, თავის მხრივ, ფინანსურად ეხმარება ამღიარებლებს, „საჩუქრის სახით“. ტაივანის სუვერენიტეტის ამღიარებლებს გულში იმედი აქვთ, რომ ტაიბეის დიპლომატიური კონკურენტი - პეკინი მათ მეტ ფულს მისცემთ და ამიტომ, შეთავაზების შემთხვევაში, მზად არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარეს დადგნენ.

ამას წინათ ჩინეთმა (პეკინმა) და ტაივანმა (ტაიბეიმ) საერთაშორისო აღიარების ლობირების საკითხში დროებითი ზავი დადეს. მათი დაზავება ბოლო წლებში მომხდარმა გახმაურებულმა დიპლომატიურმა ფარსმა გამოიწვია: 1999 წელს პაპუა - ახალმა გვინეამ ტაივანის დამოუკიდებლობა აღიარა, მისგან 30 მილიონი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგანაც ვერავინ გაარკვია, თუ სად გაქრა ფული, 2008 წელს პაპუასების საგარეო საქმეთა მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო. 2016 წელს პეკინმა დიპლომატიურ-ფინანსური შეტევა განახორციელა და თავის მხარეზე გადაიბირა ორი აფრიკული სახელმწიფო - ერთი გამბია, მეორე - სან-ტომე და პრინსიპი, რომლებიც ადრე ტაივანს აღიარებდნენ.

ორ ჩინეთთან დაკავშირებული დიპლომატიური თამაშების გარდა, ბოლო ათწლეულში წყნარი ოკეანის სახელმწიფოებს ახალი მსგავსი შანსი გაუჩნდათ. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, საქართველო მათ თავის ტერიტორიებად თვლის, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მხარს რუსეთი უჭერს: მოსკოვმა ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მათ ლეგიტიმაციას საერთაშორისო არენაზეც ცდილობს. რუსეთთან მჭიდრო კავშირების წყალობით ვენესუელამ და ნიკარაგუამ სოხუმი და ცხინვალი 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ ცოტა ხანში აღიარეს, მათ 2009 წლის ბოლოს ნაურუც შეუერთდა, რომელსაც რუსეთმა 9 მილიონი დოლარი აჩუქა ნავსადგურის მოდერნიზებისათვის.

დაინახეს რა ხელის მოთბობის ახალი შესაძლებლობა, ვანუატუმ და ტუვალუმ ნაურუს მიბაძეს და 2011 წელს მათ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს, თუმცაღა აღიარება დიდხანს არ გაგრძელებულა: ვანუატუმ 2013 წელს, ტუვალუმ კი 2014 წელს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმეს და დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან დაამყარეს.

ნაურუ ჯერ-ჯერობით თავის პოზიციაზე სტაბილურად დგას და იმედი აქვს, რომ რუსეთი ფინანსურად კიდევ დაეხმარება. სხვათა შორის, ნაურუ რუსული მაფიის „შავი ფულის“ „გათეთრების“ ცენტრად ითვლება, რაც ავსტრალიის ბანკების აღშფოთებას იწვევს. ალბათ, ნაურუ ამ გარემოებითაც სარგებლობს, რომ რუსეთის მეშვეობით თავი დაიცვას და ავსტრალიასთან ერთგვარი ბალანსი დაამყაროს. მაგრამ ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ ნაურუსათვის ცუდი პერიოდი დგება. როგორც ჩანს, კუნძულმა თავისი ძალები ვერ გათვალა და დიპლომატიურ თამაშებში გადააჭარბა: ამას წინათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის დღეებში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საბიუჯეტო კანონს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ამერიკის მთავრობას და სამთავრობო ფონდებსა ეკრძალებათ დახმარების გაწევა იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

აღნიშნული აქტი ძირითადად ნიკარაგუისა და ვენესუელის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ნეგატიური გავლენას მოახდენს ნაურუზეც - მას ფინანსური ინექციები შეუწყდება. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად აფინანსებს მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებიც, თავის მხრივ, ნაურუს სხვადასხვა დარგებს ფულით ეხმარებიან. ვაშინგტონს შესაძლებლობა აქვს ზეწოლა მოახდინოს აზიის განვითარების ბანკზეც, რომელიც ნაურუში ბევრ პროექტს ახორციელებს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ნაურუ არჩევანის წინაშე დგება: ან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან, მათი დამოუკიდებლობის აღიარების აქტი გააუქმოს, ან აშშ-სგან დახმარების მიღება შეუწყდება და რუსეთის იმედზე დარჩება. აშკარაა, რომ ძველი სტატუს-ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში, ნაურუს საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ კუნძულმა რუსეთთან ინტეგრირება გააძლიეროს.

ავსტრალია, რომელსაც, რასაკვირველია, ნარუზე რუსეთის გავლენის შეწყვეტა სურს, ალბათ, იმედოვნებს, რომ ამერიკა ოთხივე ქვეყანას და მათ შორის ნაურუსაც იძულებულს გახდის უარი თქვან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. თუ ეს ტაქტიკა გაამართლებს და წარმატებული იქნება, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ ნაურუსა და მისი მსგავსი ქვეყნების დიპლომატიური თამაშები დასრულდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ
ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის