logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
 "ng.ru"(რუსეთი): საქართველოს პრეზიდენტს ართმევენ!?
"ng.ru"(რუსეთი): საქართველოს პრეზიდენტს ართმევენ!?
12:10 21.04.2017
ყოფილი სახელისუფლო და ამჟამად ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ჩამოშორებული „ევროპული საქართველო“ მზად არიან გამოვიდნენ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან. ცოტა ხნის წინ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო პარტიამ „სახელმწიფო ხალხისათვის“. ისინი უკიდურესად უკმაყოფილონი არიან ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის მიმდინარეობის გამო და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების უზურპირებაში ადანაშაულებენ“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„საკონსტიტუციო ცვლელებები მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც: „არ შეიძლება ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვა!“, - ასეთი კატეგორიული ტონით განაცხადა მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. ეს გასაგებიცაა: სწორედ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა-შეზღუდვა არის ძირითად კანონში შესატანი ახალი ცვლილებების მიზანი.
ოპოზიცია ძალზე უკმაყოფილოა, რომ „ქართული ოცნება“ მის შენიშვნებს არ იზიარებს და მხოლოდ ისე აკეთებს, როგორც თვითონ სურს. ასეთ სიტუაციაში „ნაცმოძრაობის“ განწყობაც გასაგებია: „ნაციონალების“ ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მათ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიაში უკვე აზრი აღარ აქვს: „მეოცნებეები მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც თვითონ უნდათ. ისინი საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციას უკან აბრუნებენ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ, თუმცა მას იქვე უპასუხა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ: „არცერთი ცვლილება კონსტიტუციაში შეტანილი არ იქნება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე, რომლის წარმომადგენლებმა ზოგადად პროექტი უკვე მოიწონეს“.
როგორც ექსპერტ-კონსტიტუციონალისტი ვახტან ხმალაძე ამბობს, ქვეყნის ძირითადი კანონი მართლაც შესაცვლელია, რადგან თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, კონსტიტუცია სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტად იყო გადაქცეული, მასში უამრავი ცვლილება იქნა შეტანილი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორებულიყო. თუმცა ახლა მთავარი ისაა, თუ როგორ ძირითად კანონს მიიღებს საქართველო მმართველი პარტიისაგან.
2023 წლიდან პრეზიდენტი საყოველთაო კენჭისყრით (ხმის მიცემით) კი არ იქნება არჩეული, არამედ 300 დელეგატის მიერ, რომელთაგან 150 პარლამენტის დეპუტატი უნდა იყოს, 13 - აჭარისა და აფხაზეთის ავტ.რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებიდან (იგულისხმება აფხაზეთის დევნილი პარლამენტი), დანარჩენი 124 დელეგატი კი თბილისისა და რეგიონების თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები. ამასთან ჯერ-ჯერობით ისევ ღიად რჩება საკითხი პრეზიდენტის მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევის თაობაზე.
„ქართული ოცნება“ მზადაა პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი ახლავე გააუქმოს და 2018 წლის არჩევნები ახალი ცვლილებით ჩაატაროს (ასაკობრივი და ბინადრობის ასევე ახალი ცენზის გათვალისწინებით), მაგრამ, როგორც ჩანს, უახლოესი არჩევნები დღეს არსებული წესებით ჩატარდება: ოპოზიცია კატეგორიუალდ ეწინააღმდეგება მოვლენების ფორსირებას, ამიტომაც ხელისუფლება იძულებულია დაყაბულდეს. ცხადია, „მეოცნებეები“ ითვალისწინებენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში შესაძლო განხეთქილების საფრთხესაც.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილებას კარგავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ფუნქციები ეცვლება მასთან არსებულ უშიშროების საბჭოს [და ის თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნება]. პრეზიდენტი აღარ იქნება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, მას აღარ ექნება მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის უფლება და ა.შ.
ხელისუფლება ამ ცვლილებებს სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას უკავშირებს - როგორც ცნობილია, საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი პირდაპირი და საყოველთაო ხმის მიცემის წესით წესით არ ირჩევა, თუმცა მოწინააღმდეგეებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები: საქართველო ძლიერის დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყანა არ არის, მას აუცილებლად ჭირდება დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც შეძლებს ხელისუფლების ყველა შტოს დაბალანსებას. დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ამგვარი უფლებები უკვე აქვს (იგი პირდაპირი და საყოველტაო ხმის მიცემის წესითაა არჩეული), ხოლო თუ პრეზიდენტს მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, ამ შემთხვევაში იგი დამოკიდებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაზე და მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა ორპალატიანი პარლამენტის არსებობის დროს უნდა მოხდეს, საქართველოს კი ამჟამად, როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო არ აქვს. ზედა პალატაში ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები უნდა იყვნენ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კი თბილისის იურისდიქცია არ ვცელდება.
მწვავე დავას იწვევს აგრეთვე კიდევ ერთი საკონსტიტუციო დებულებაც: მმართველ „ქართულ ოცნებას“ ძირითად კანონში „ქორწინებისა“ და „ოჯახის“ რაობის დაზუსტება სურს. ამ მიზნით ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობთ ასეთ ფორმულირებას: „ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“. ოპონენეტები თვლიან, რომ ამით ხელისუფლება რევერანსს უკეთებსო მართლმადიდებელ ეკლესიას და ითხოვს, რომ „გენდერული დაზუსტებები“ კონსტიტუციაში არ დაფიქსირდეს, ან საერთოდ იქნას ამოღებული ძირითადი კანონიდან დებულებები ქორწინებასა და ოჯახზე. სიტუაცია მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, თუმცა ჩანს, რომ „მეოცნებეები“ სერიოზულ დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. მით უმეტეს, რომ ისინი პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ.
საერთოდ, კონსტიტუციის შეცვლა „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სურდა, მაგრამ იმ დროს მას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ უბრალო უმრავლესობა ჰქონდა და ხმები საკონსტიტუციო ცვლილბებისათვის არ ჰყოფნიდა. ახლა კი არავითარი დაბრკოლება აღარ არსაებობს. „ნაციონალების“ მხრიდან ბრალდებებში განწირულთა ღაღადი ისმის - კონსტიტუციაში ცვლილებები „მეოცნებეებს“ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მიხედვით შეაქვთო, მაგრამ ეს მხოლოდ ხაზს უსვამს მოვლენების შეუქცევადობას.

http://www.ng.ru/cis/2017-04-13/100_6974_gruzja.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა
ინტერვიუ
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
12:32 25.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი