logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
«RFE//RL » (აშშ): საქართველო ახალი პოლიტიკური ცენტრის მოლოდინში; რას ფიქრობს ხალხი
«RFE//RL » (აშშ): საქართველო ახალი პოლიტიკური ცენტრის მოლოდინში; რას ფიქრობს ხალხი
12:07 21.04.2017
ვის დაეყრდნობა დავით უსუფაშვილი და საკმარისი იქნება თუ არა მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი, ახალი პოლიტიკური ძალის წარმატებისათვის?
სულ რამოდენიმე დღეში გავიგებთ, თუ რა ერქმევა ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი იქნება. სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელზეც დავით უსუფაშვილმა თავისი ახალი გუნდის წევრები უნდა გააცნოს საზოგადოებას და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკოს. 13 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან მხოლოდ ის თქვა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, მათ ეყოლებათ მერობის კონკრეტული კანდიდატიც, გუნდი კი მოემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
პოლიტიკაში ახალი ძალით და ახალი გუნდით დაბრუნებაზე დავით უსუფაშვილმა, დაახლოებით ერთი თვის წინ 16 მარტის გადაცემა „აქცენტებშიც“ ისაუბრა და თქვა, რომ იგი მალე გამოჩნდება პოლიტიკურ არენაზე. „ვაპირებ სერიოზულ აქტიურობას და ამ საკითხზე მექნება არაერთი შეთავაზება საქართველოში აქტიური პოზიციების მქონე ადამიანებთან“, - აღნიშნა მან.
რამდენად არის მომზადებული ნიადაგი ახალი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და დაიკავებს თუ არა ამ ცენტრის ადგილს სწორედ დავით უსუფაშვილის პოლიტიკური ძალა? ვინ იქნება დავით უსუფაშვილის გუნდში? რას შესთავაზებს ახალს ახალი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს?
დეტალებზე თავად დავით უსუფაშვილი ჯერ-ჯერობით არ საუბრობს, პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ უკვე აშკარაა როგორც ოპოზიციისადმი საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება, ისე თავად პოლიტიკური ოპოზიციის კრიზისიც. ასე ფიქრობს, მაგალითად, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის ნელ-ნელა მიუღებელი ხდება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების პოლიტიკა. ამ დროს კი ახალი პოლიტიკური ძალის არარსებობა უფრო მკაფიო ხდება. დღეს, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქართული ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად, ცარიელია. მისი აზრით, რეალურად, მოსახლეობის 60% არც „ქართულ ოცნებას“ გულშემატკივრობს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო ის ფაქტი, რომ ბოლო დროს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი გაზრდილია, იმის ნიშანია, რომ მოსახლეობა თავისთვის მისაღებ, მაგრამ არსებული პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულ ძალას ეძებს.
იქცევა თუ არა სწორედ ასეთ ძალად დავით უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდი?
„დავით უსუფაშვილის მიმართ ამ ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მოსახლეობას საკმაოდ დადებითი განწყობა ჰქონდა. თუმცა რას და როგორ გააკეთებს ახლა, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იქნება თუ არა საკმარისი, რომ ეს პოლიტიკური ძალა ძლიერ ცენტრად ჩამოყალიბდეს ან გახდეს გამაერთიანებელი ოპოზიციური სპექტრისა, ცხადია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს დავით უსუფაშვილი, როგორი იქნება მისი პოლიტიკა როგორც ერთ, ისე მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ასევე პრეზიდენტთან“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე..
რა რესურსი არსებობს დღეს ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად საქართველოში? ვის დაეყრდნობა დავით უსუფაშვილი და საკმარისი იქნება თუ არა მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი, ახალი პოლიტიკური ძალის წარმატებისათვის?
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საქართველოში ირჩევენ ლიდერის და არა გუნდის ნიშნით. თუ დავით უსუფაშვილი შეძლებს და ლიდერთან ერთად გუნდსაც წარმოაჩენს და ამასთან გასაგებ და მისაღებ ენაზე დაელაპარაკება ხალხს, მის პოლიტიკურ ძალას პერსპექტივა ნამდვილად ექნება. თუმცა კი, პოლიტოლოგის შეფასებით, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური რესურსი ორი პარტიის სამყოფია: „ცხადია, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რესურსი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაშია“ გადანაწილებული. და კიდევ ერთი: მე მგონია, რომ პარტიას მაინც სჭირდება თავისი იდეოლოგია. მისი არსი უნდა იყოს არა მხოლოდ მემარჯვენეობა ან მემარცხენეობა, არამედ, ზოგადად, კონცეპტუალური ხედვა უნდა ჰქონდეს ამ პარტიას ქვეყნის მომავალი განვითარებისა“.
„დავით უსუფაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, პარლამენტის სპიკერს, ყოველთვის ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა“, - გვითხრა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, თუმცა, მისივე შეფასებით, იგი ყოველთვის ასოცირდებოდა შედარებით სუსტ პოლიტიკურ პარტიასთან. ახალი გუნდით მოსვლის შემთხვევაში მან ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ეს პარტია უნდა იყოს ფართო სოციალურ მოძრაობაზე დაყრდნობით შექმნილი პოლიტიკური პარტია.
ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა რომ გარდაუვალია, ამას კორნელი კაკაჩია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს: „ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად დასრულდა პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის პროცესი და დღეს უკვე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ გვყავს. არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც შეეძლება მმართველი პარტია ჩაანაცვლოს მომავალ არჩევნებში. ეს, ცხადია, წარმოშობს პრობლემებს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რადგან არც ერთ ქვეყანაში დემოკრატია არ ვითარდება ძლიერი ოპოზიციისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და, ბუნებრივია, ეს წარმოშობს საჭიროებას შეიქმნას რაღაც ახალი ძალა“.
------------
შეკითხვით, არის თუ არა ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მოთხოვნილება საზოგადოებაში და კონკრეტულად რა მოლოდინი აქვს ხალხს დავით უსუფაშვილისა და მისი ახალი გუნდის მიმართ, რადიო „თავისუფლებამ“ თბილისის ქუჩებში ბლიც-გამოკითხვაც ჩაატარა. ხალხის აზრი ასეთია:
„ვფიქრობ, საჭირო ასეთი ახალი ძალის გამოჩენა, ოღონდ ეს უნდა იყოს რაღაც მყარი პოლიტიკური გუნდი და არა ისეთი, როგორიც არაერთხელ ვნახეთ, რომელიც ჩნდება, მერე ქრება... დავით უსუფაშვილი კი, ალბათ, ჭკვიან ხალხს შემოიკრებს გარშემო. ვნახოთ“;
„დავით უსუფაშვილის მიმართ არ მაქვს მაინცდამაინც კარგი განწყობა. თავის დროზე არ გაამართლა და რა ვიცი, რაღა უნდა ისევ პარლამენტში?“;
„მგონი, საჭიროა ახალი ძალის გამოჩენა… რასაც ვუყურებთ, მხოლოდ ორი ძირითადი მხარეა და სულ ერთმანეთს ებრძვიან“;
„რაც მეტი პოლიტიკური ძალა იქნება, მგონი, უკეთესია... ხალხიც შეძლებს დააკვირდეს, გააანალიზოს და აარჩიოს“;
„ოცნებიდან“ ყველაზე დიდ პატივს დავით უსუფაშვილს ვცემდი. მცოდნე კაცია, საგარეო პოლიტიკაც ესმის. მცოდნე ჯობია. დღევანდელ ხელისუფლებაში 80% უცოდინარია და დანარჩენი 20% კიდევ ვერ ქაჩავს“;
„ახალი პოლიტიკური ძალა თუ იქნება და უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი, ეგრე ჰო, მაგრამ რა ვიცი, დავით უსუფაშვილი კიდევ ძველია და ახალს რას დაგვპირდება? ეგ არის საინტერესო“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა
20:00 13.04.2017
ავსტრიულ გაზეთ «Der Standard»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩეჩენ ისტორიკოსთან და პუბლიცისტთან მაირბეკ ვაჩაგაევთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის
16:32 23.02.2017
ლატვიის გაზეთ „დიაენა“-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ევროპული და
ინტერვიუ
ინტერვიუ სერგეი ლავროვთან: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის ერთობლივი და ყოველმხრივი განხილვისთვის მზად ვართ
14:00 10.02.2017
ინტერვიუში, რომელიც რუსული გამოცემა «Известия»-ს კორესპონდენტმა ტატიანა ბაიკოვამ, რუსეთში
ინტერვიუ
გრიგოლ ქათამაძე: თუნდაც ამ ფაქტორების გამო ღირს, რომ ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს
13:56 10.02.2017
უკრაინულ გამოცემა «Деловая столица»-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გადასახადის
ინტერვიუ
ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა კონკრეტულ პიროვნებას კი არ ეკუთვნის, მთელი ხალხისგან მოდის
13:52 10.02.2017
რუსეთის სახელმწიფო-აინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტმა იულია შარიფულინამ
ინტერვიუ
ზურაბ აბაშიძე: უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს
13:22 07.02.2017
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთსა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა
11:38 30.01.2017
„საქართველო ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრის“ ბავშვი არ არი. მას თავისი
ინტერვიუ
პოლ გობლი: თუ საქართველო აღებულ კურსს გააგრძელებს, „გაზპრომთან“ შეთანხმება მის სუვერენიტეტს ვერ დაემუქრება
12:53 23.01.2017
საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე საკითხზე ამერიკული რადიოსადგური
ინტერვიუ
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: გალარების პროგრამა რესტრუქტურიზებულ სესხებსაც შეეხება
11:04 16.01.2017
მთავრობის მიერ დაწყებულ ე.წ. გალარების პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს