logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
«kaspiy» (აზერბაიჯანი): მოსკოვი და „სოხუმი“ არარეალურ გეგმებს აწყობენ
«kaspiy» (აზერბაიჯანი): მოსკოვი და „სოხუმი“ არარეალურ გეგმებს აწყობენ
11:38 21.04.2017
აზერბაიჯანული გამოცემა "Каспiй"-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს: მასში გადმოცემულია როგორც უშუალოდ მოლაპარაკების დროს განხილული საკითხები, ასევე საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური რეაქცია ამ ვიზიტის მიმართ: „პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და მოუწოდა მკაცრად დაგმოს და აღკვეთოს რუსეთის ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა“, რომელიც ხელჰყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ).
„აფხაზეთში ყოველი ვიზიტი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით უნდა მოხდეს. მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამგვარი მოქმედებით მოსკოვი კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. რასაკვირველია, პრეზიდენტი მართალია, ვერ შეედავები, მაგრამ... როგორც ჩანს, რუსეთის ოფიციალურ პირებს ყოველგვარი კანონი და სამართალი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, როცა საქმე გინდაც უშუალო მეზობლებს ეხება“, - წერს ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსი მინისტრის ვიზიტმა აფხაზეთში დიდი აღტაცება და სიხარული გამოიწვია: „სტუმარს თვითმფრინავის ტრაპთან ღვინით სავსე ყანწით, ღვეზელითა და ცეკვა-თამაშით შეხვდნენ“. პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე სერგეი ლავროვის მოლაპარაკების შედეგები აფხაზ სეპარატისტთა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან.
საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით რუსეთი გეგმავს აფხაზეთთან ოპერატიულად გააფორმოს შეთანხმება „ორმაგი მოქალაქეობის“ თაობაზე, რაც, სერგეი ლავროვის თქმით, რესპუბლიკის მოსახლეობითვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიღებას უზრუნველყოფს. „პრინციპში, აფხაზეთის მცხოვრებლების უმეტესობას დღეს უკვე ისედაც აქვთ რუსული პასპორტები და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, აფხაზები სწრაფად მიუახლოვდებიან რუსეთის ფედერაციასთან „სრული მიერთების“ მომენტს - ისე როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა“, - აღნიშნავს ავტორი.
სხვათა შორის, სერგეი ლავროვს რკინიგზის ამოქმედების სშსახებაც დაუსვეს კითხვა - დაინტერესებულია თუ არა რუსეთი სომხეთიდან აფხაზეთის გავლით ტვირთების გადატანით? ამაზა მინისტრმა უპასუხა, რომ „რუსეთის მხარეს სომხეთიდან აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტის განახლებაზე პრობლემები არ აქვს“, შემდეგ კი რაულ ხაჯიმბამ „ღრმააზროვნად“ შენიშნა, რომ მარშრუტის გახსნა აფხაზეთის ეკონომიკისთვისაც კარგი იქნებაო. ცხადია, პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა რუსეთი საქართველოს ორი რეგიონიდან ჯარებს თავის ჯარებს გაიყვანს და ეს ტერიტორიები თბილისის იურისდიქციას დაუბრუნდებიან. ეს თვალსაზრისი საქართველოს უკვე 25 წელზე მეტია არ შეუცვლია. გარდა ამისა, თბილისი მხედველობაში ღებულობს თავისი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის პოზიციასაც. ოფიციალური ბაქო ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება ექნება რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის მიმართ მანამდე, სანამ სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან გუდა-ნაბადს არ აიკრეფს.

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე