logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
რეპორტაჟი სოხუმიდან: რუსეთი აფხაზური ფინანსურ-კლანური „შავი ხვრელისგან“ დაიღალა; აფხაზების ფიცი-მტკიცი: „რუსები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ბიზნესს და ქონებას ეს არ ეხება“
რეპორტაჟი სოხუმიდან: რუსეთი აფხაზური ფინანსურ-კლანური „შავი ხვრელისგან“ დაიღალა; აფხაზების ფიცი-მტკიცი: „რუსები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ბიზნესს და ქონებას ეს არ ეხება“
11:38 19.04.2017
რუსულ გამოცემა "Комсомольская правда"-ს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციას გაზეთის ორ გვერდზე მეტი ეთმობა და მასში ასახულია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის შუქ-ჩრდილები: რა სურთ ერთმანეთთან სოხუმსა და მოსკოვს, რა პრობლემებია მათ ურთიერთდამოკიდებულებაში, რაში გამოიხატება აფხაზებისა და რუსების მიზნები, მათი ინტერესები და ა.შ. (ავტორი - ვლადიმირ ვორსობინი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც სტატიაში აღნიშნული, ავტორის ვიზიტი სოხუმში ერთმა ფაქტმა გამოიწვია: მას მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ზაალ თვალიაშვილმა უთხრა, რომ თუ სოხუმში ჩავიდოდა, იქნებ გუდაუთაში მოეძებნა და ენახა ნოდარ შაკრილი, აფხაზი ოფიცერი, რომელიც მან, ზაალ თვალიაშვილმა 1992-93 წლების ომის დროს სიკვდილს გადაარჩინა.
„ბედმა გამიღიმა: გაზეთის რედაქციაში აფხაზეთში მცხოვრები რუსი მოხუცი ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელშიც იგი დახმარებას გვთხოვდა - 40-იანი წლებიდან აქ ვცხოვრობ, აფხაზები კი ბინას მართმევენო. სწორედ იმ ხანებში აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა, აფხაზეთის საპატიო მოქალაქემ კონსტანტინე ზატულინმა მწარედ უსაყვედურა აფხაზების და განაცხადა - რას ნიშნავს, რომ დეპუტატობის ასი კანდიდატი გყავთ და მათგან მხოლოდ ერთი კაცია რუსული გვარის მქონე? და საერთოდ, რატომ არ შეუძლიათ აფხაზეთში მცხოვრებ რუსებს ბინისა და სხვა უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ყიდვა? რუსეთში მცხოვრებ აფხაზებს კი ამის უფლება აქვთ!’. მოკლედ, მე აფხაზეთში გავემგზავრე“, - წერს ავტორი. გზადაგზა იგი აღწერს აფხაზეთის რეალობას, როგორაა შეცვლილი ადგილობრივი ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში...
ავტორი, ნოდარ შაკრილის ძებნაში, გუდაუთაში ყოფნისას ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებს თემურ შაკრილს, ნოდარ შაკრილის ძმას. შაკრილების გვარი აფხაზეთში საკმაოდ გავლენიანია და საკითხებს გვაროვნულ კრებაზე (საბჭოებზე) წყვეტენ ხოლმე. ახლაც იგი სოხუმში მიდის კრებაზე დასასწრებად. ამგვარ საგვარეულო კრებებზე ბევრი საკითხი წყდება ხოლმე: მდიდრები ღარიბებს ეხმარებიან, ჩინოვნიკები თავიანთ ნათესავებს სამსახურში აწყობენ; თუ გვარის წარმომადგენელი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს და მას ძალოვან სტრუქტურაში ნათესავი ჰყავს, ის მას აუცილებლად დაეხმარება... ასეთი საბჭოები ხშირად ასრულებენ პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციებს, საპყრობილეს შემთხვევაშიც კი. რასაკვირველია, ევროპელები ამის გაგონებაზე ცხვირს აიბზუებენ, მაგრამ მოდის, პირდაპირ ვთქვათ: არქაული წესია, მაგრამ სამართლიანი! თუ აფხაზი აფხაზს რაღაცაში აწყენინებს, მილიცია-პოლიციაში კი არ გარბიან, მათი პრობლემა გვარის კრებაზე წყდება - დამნაშავემ შეიძლება დანაშაული ფულით გამოისყიდოს, საბჭოზე ბიზნესისა და შვილების დასაქმების საკითხებსაც წყვეტენ... ოფიციალური ორგანოები კი საბჭოს გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან. ასეთი სისტემა, როცა სახელმწიფო მხოლოდ ლამაზი შირმაა, როგორც გინდა ისე ჩათვალე, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც საიმედოა“. ამის გადასადასტურებლად ავტორი იმოწმებს სოხუმში ამას წინათ მომხდარ ინციდენტს: მოხდა ისე, რომ მილიციამ ერთი გათავხედებული ხულიგანი დააკავა. მოგვიანებით მილიციელები მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს: ხულიგანი არძინბების გვარის წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელიც აფხაზეთში გავლენით სარგებლობს. წინასწარი დაკავების იზოლატორთან არძინბები შეიკრიბნენ, სროლა ატეხეს ხულიგნის გათავისუფლების მოთხოვნით. მეორე დღეს ყველა მილიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, პროკურატურამ ისინი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. ცხადია, ნაკლებად გავლენიანი კლანებისთვის სიმართლის პოვნა შედარებით ძნელია, ისინი უფრო ლოკალურად ცხოვრობენ, ერთმანეთს უფრო მეტად საკუთარი ძალებით ეხმარებიან, ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევის გარეშე.
აფხაზური ცხოვრების წესს კარგად ეგუებიან სომხები, რომლებიც აქ გიგანტური კლანის (თემის) სახით არიან წარმოდგენილნი. აბა, რა, ტყუილად კი არ მიიღეს მათ პარლამენტში ოთხი მანდატი! რაც შეეხება რუსებს, ისინი აფხაზეთში კლანების გარეშე არსებობენ და იმიტომაც უუფლებონი არიან; არ ჰყავთ არც გავლენიანი ნათესავები, არც „თავიანთი კაცები“ მთავრობაში. ასეთ დროს რუსებისათვის ბინის წართმევა ძალიან იოლია. მოსკოვი შეეცადა აფხაზური იდილიის დარღვევას და სოხუმთან ხელი მოაწერა შეთანხმებას დამნაშავეობის წინააღმდეგ საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე, იმ პირობით, რომ ამ ცენტრში აფხაზებთან ერთად, რუსი პოლიციელებიც იმსახურებდნენ. „იმსახურონ, მაგრამ აფხაზის დაკავების უფლება მხოლოდ აფხაზ პოლიციელს ექნება“, - განაცხადა სოხუმის საზოგადოებამ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დამნაშავეობა ყვავის, შეთანხმება დაიმარხა.
ჩემმა აზრებმა კეთილი თემურ შაკრილი გაანაწყენა. იგი რუსებს ძალიან დიდ პატივს სცემს და უყვარს, მაგრამ ომის დროს მომხდარ ამბებს არ ივიწყებს: „რატომ მიგვატოვა რუსმა მოსახლეობამ ომის დროს და რუსეთში გაიქცა? რატომ არ იბრძოდნენ ისინი ჩვენს მხარდამხარ? კი, მათი სახლები აფხაზებმა დაიკავეს, მაგრამ ახლა რომ მოდიხარ და მეუბნები, ეს ჩემი სახლიაო, სინდისი არ გაქვს? შენ ხომ გაჭირვებაში არ დამეხმარე, სახლიც მიატოვე! მე ქართველების სამი სახლი მქონდა, სამხედრო ტროფეის სახით. ჩემი ძმები მათთან ბრძოლაში დაიღუპნენ. რა, არ მაქვს უფლება მოღალატე ქართველების სახლი დავიკავო?, - მეუბნება.
„მაგრამ თქვენ ხომ იმათ სახლებსაც იკავებთ, რომლებიც არ გაქცეულან... მათ ემუქრებით, სცემთ, აშანტაჟებთ... აი, სოხუმში კარგი რუსი ექიმი ცხოვრობდა, ომის დროს არსად წასულა, აფხაზებმა კი იგი სცემეს და იძულებული გახდა, აქედან გაქცეულიყო... მსგავსი ფაქტი მოხდა ახალ ათონში: მოხუცი რუსი მამაკაცი, პარალიზებული ადამიანი, ბინიდან გამოაგდეს. ეს ხომ უსამართლობაა?, - მეც გავბრაზდი. სიჩუმე ჩამოვარდა. მივხვდი, რომ ცოტა გადავაჭარბე“, - წერს ავტორი.
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული რუსების უუფლებო მდგომარეობა აფხაზეთში. აღწერილია რუსეთის ვიცე-კონსულის მკვლელობის ფაქტი, რომელიც, როგორც ამბობენ, თანამემამულეთა უფლებების დაცვას შეეწირა - იგი აფხაზეთში მცხოვრები რუსების საჩივრებს იხილავდა (მკვლელი თითქოსდა იპოვეს, ჩეჩენი იუსუფ ლეკაევი, რომელიც ბათუმში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, მას 7 წელი მიესაჯა საზღვრის დარღვევისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისათვის. რუსეთს მის ექსტრადიცია არ უთხოვია). აღწერილია აგრეთვე რუსი ბიზმესმენების, მათ შორის იგორ ვაროვის ბედი, რომელსაც გაგრაში მაღაზიები წაართვეს.
ავტორი ესაუბრება ექს-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც პარლამენტის წევრად იქნა არჩეული, აგრეთვე პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მრჩეველს სარქის გასპარიანს. „რუსეთი უკვე დაიღალა აფხაზური ფინანსურ-კლანური „შავი ხვრელისგან“.. აფხაზეთი დროში გაიჭედა, მაგრამ ამაზე მხოლოდ ძალიან გამბედავები თუ ლაპარაკობენ. სოხუმის პატარა კეფეში პრეზიდენტის მრჩეველს სარქის გასპარიანს ველაპარაკები, რომელიც პირდაპირ მეუბნება - აფხაზეთს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა გადაარჩენსო. მისი თანხმლები აფხაზი მეგობარი პროტესტს აცხადებს - „ჩვენი მოსახლეობა ამაზე არ დათანხმდება“. სარქისი ეუბნება - „კარგი, რა... კარგად იცი, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვთ“. ამ დროს სარქისის მეგობარი უცებ აფეთქდება და თითქმის ჰყვირის: „ძალიან სცდები. მოდი, გულწრფელად ვილაპარაკოთ. შენც ხომ კარგად იცი, რომ არცერთი აფხაზი რუსულ გადასახადებს არ გადაიხდის. პირდაპირ ძარცვა იქნება, ყველაფერზე ფული გადაიხადო - კომუნალურ მომსახურებაზე, მიწაზე, ტრანსპორტში... და ჩვენ ეს ფული რუს ოლიგარქებს უნდა მივცეთ? ისინი ხომ გაგვძარცვავენ“. მე დავფიქრდი. ჰო, ალბათ ეგრე იქნება. ჩემი ახალათონელი ნაცნობის სიტყვები გამახსენდა: „აფხაზები ძალიან ბრძენი ხალხია... ამიტომაც ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი თავის სასარგებლოდ“.
რაც შეეხება მოსკოველი ქართველის ზაალ თვალიაშვილის თხოვნას, რომელმაც აფხაზი ნოდარ შაკრილი დახვრეტას გადაარჩინა და კორესპონდენტს მისი მოძებნა სთხოვა:
- „მე არ მინდა ზაალ თვალიაშვილთან შეხვედრა“, - მითხრა ნოდარ შაკრილმა, რომელიც დღეს კურორტ ბიჭვინთის ხელმძღვანელია და მიკროფონი გამომართვევინა, - არ მახსოვს ასეთი ქართველი.
- იქნმებ იმიტომ არ გახსოვთ, რომ უგონოდ იყავით? ზაალი ამბობს, რომ გადაგარჩინათ..
- შეიძლება, მაგრამ მე [ქართველებმა] ცუდად მიმკურნალეს, ჭრილობამ მთლად დამილპა... საერთოდ კი, როცა ტყვეების გაცვლა დაიწყო, თბილისელი თანაკურსელები უფრო დამეხმარნენ.
- მათთან თუ გაქვთ კავშირები?
- არ მაქვს. გამიგე, რომ აღარ მინდა ომის გახსენება...
აფხაზეთიდან გამგზავრების წინ ნოდარის ძმას - თემურს შევხვდი და ვისაუბრეთ.
- აქ აფხაზეთია, - მითხრა მან, - აქ არ უყვართ ამგვარი ისტორიების გახსენება - ქართველები, ტყვეობა...
- კარგი, მაგრამ მადლობის თქმას რატომ ივიწყებთ? - გამახსენდა რუსების პრობლემები აფსნში („სულების ქვეყანაში“), - იმედი მაქვს, აფხაზები მადლობის გადახდას პატივს სცემენ...
- კარგი, - თავი დამიქნია თემურმა, - საქართველოში თუ მოხვდები, იქნებ ერთი ქართველი მოძებნო, სახელად კუკური. იგი დასახვრეტად მიჰყავდათ, მე კი იგი გადავარჩინე. თბილისელი ბიჭი იყო, მთლად ახალგაზრდა, სროლაც კი არ იცოდა ნორმალურად, დამენანა... ჰოდა, კუკურიმ ომის შემდეგ წერილი გამომიგზავნა - ჩემი ოჯახი შენზე ლოცულობსო... ეჰ, მესმის, მაგრამ იმას რა ვუყო, რომ ქართველებმა ჩემი ბიძაშვილი ცოცხლად დაწვეს? მოკლედ, შენ ვერ გაგვიგებ. თქვენ რუსები, ასი მილიონი ხართ. შენ რუსი ხარ და არც გიომია. ჩვენ კი აფხაზები, ჩვენი მიწისთვის დღემდე ვიბრძვით“.

http://www.kp.ru/daily/26667/3689390/

p.s. აღნიშნულ სტატიას მოგვიანებით რუსული საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
რუსი მკითხველის პოზიციის გასაცნობათ ეწვიეთ ბმულს: http://www.newspress.ge/uckhouri-presa/95887-lkprur-rusethi-da-saerthod-risthvis-vibrdzodith-afkhazebisthvis-saqarthvelos-tsinaaghmdeg-afkhazethi-da-ckhinvali-rusethis-yelze-mobmuli-didi-lodebia.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა
20:00 13.04.2017
ავსტრიულ გაზეთ «Der Standard»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩეჩენ ისტორიკოსთან და პუბლიცისტთან მაირბეკ ვაჩაგაევთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის
16:32 23.02.2017
ლატვიის გაზეთ „დიაენა“-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ევროპული და
ინტერვიუ
ინტერვიუ სერგეი ლავროვთან: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის ერთობლივი და ყოველმხრივი განხილვისთვის მზად ვართ
14:00 10.02.2017
ინტერვიუში, რომელიც რუსული გამოცემა «Известия»-ს კორესპონდენტმა ტატიანა ბაიკოვამ, რუსეთში
ინტერვიუ
გრიგოლ ქათამაძე: თუნდაც ამ ფაქტორების გამო ღირს, რომ ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს
13:56 10.02.2017
უკრაინულ გამოცემა «Деловая столица»-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გადასახადის
ინტერვიუ
ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა კონკრეტულ პიროვნებას კი არ ეკუთვნის, მთელი ხალხისგან მოდის
13:52 10.02.2017
რუსეთის სახელმწიფო-აინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტმა იულია შარიფულინამ
ინტერვიუ
ზურაბ აბაშიძე: უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს
13:22 07.02.2017
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთსა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა
11:38 30.01.2017
„საქართველო ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრის“ ბავშვი არ არი. მას თავისი
ინტერვიუ
პოლ გობლი: თუ საქართველო აღებულ კურსს გააგრძელებს, „გაზპრომთან“ შეთანხმება მის სუვერენიტეტს ვერ დაემუქრება
12:53 23.01.2017
საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე საკითხზე ამერიკული რადიოსადგური
ინტერვიუ
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: გალარების პროგრამა რესტრუქტურიზებულ სესხებსაც შეეხება
11:04 16.01.2017
მთავრობის მიერ დაწყებულ ე.წ. გალარების პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს