logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
«kp.ru» (რუსეთი): და საერთოდ, რისთვის ვიბრძოდით აფხაზებისთვის საქართველოს წინააღმდეგ? აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ყელზე მობმული დიდი ლოდებია
«kp.ru» (რუსეთი): და საერთოდ, რისთვის ვიბრძოდით აფხაზებისთვის საქართველოს წინააღმდეგ? აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ყელზე მობმული დიდი ლოდებია
14:48 19.04.2017
გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ 18 აპრილს დაბეჭდა ვლადიმირ ვორსობინის სტატია „აფხაზების ფიცი-მტკიცი: „რუსები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ბიზნესს და ქონებას ეს არ ეხება“, რომელშიც ავტორის აფხაზეთში მივლინების ანგარიშია გადმოცემული. დღეს გაზეთი მკითხველთა გამოხმაურებებს აქვეყნებს. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
„როდის შეწყვეტენ რუსები რუსული ფულის ხარჯვას „მეგობრებზე“? როდის დაიწყებს ჩვენი ხელისუფლება რიაზანის, სმოლენსკის, იაროსლავის და სხვა ოლქების განვითარებას? ეს ყველა სამხრეთული რესპუბლიკა - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ყელზე მობმული დიდი ლოდებია...“, - წერს ერთ-ერთი მკითხველი, რომელსაც მეორე ასე პასუხობს: „როდის გაიხედავ შენი ცხვირისაგან უფრო შორს? აფხაზეთის მსგავსი რესპუბლიკები ბუფერები არიან, რომლებიც ჩვენს არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებს შორის მდებარეობენ. აბა, წარმოიდგინე, რომ რუსეთმა აფხაზეთისადმი დახმარება შეწყვიტოს, რა მოხდება? იქ იმავ წუთს ქართველები გაჩნდებიან და უკვე მეორე დღეს რუსეთის გვერდით ნატო ანტირაკეტულ სისტემებს დადგამს. სოჭის გვერდით! როგორია? აფხაზებს ჩვენ საკუთარი ქვეყნის სიმშვიდის მიზნით ვინახავთ“.
„აფხაზეთში ჩვეულებრივი გვაროვნულ-თემური წყობილებაა - ისე, როგორც რამდენიმე ათასი წლის წინათ... პრინციპში, რუსეთშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ უფრო ცივილიზებული ფორმით. და საერთოდ, რისთვის ვიბრძოდით აფხაზებისთვის საქართველოს წინააღმდეგ? ახლა აფხაზეთი ჩვენთვის უსახელურო ჩემოდანივითაა...“.
„რატომ არიან აფხაზები და სამხრეთ ოსები რუსეთის მოქალაქეები? მათ პასპორტებს ვაძლევთ, ისინი კი ჩვენს თანამემამულეებს ავიწროვებენ, ბინებს ართმევენ...“, - წერს ერთ-ერთი მკითხველი სოციალურ ქსელში, რომელსაც მეორე პასუხობს: „როგორადაც საკუთარ თავს აჩვენებ, ისე მოგექცევიან. რუსების ადგილზე არაბები, ამერიკელები, ჩინელები ან თურქები რომ იყვნენ, აფხაზები „სმენაზე“ გაიჭიმებოდნენ. რუსები კი ყოველთვის ასე იქცევიან - მილიარდებს სხვებს ატენიან, საბოლოოდ კი მაინც მოტყუებულნი რჩებიან. ვიღაც აფხაზებისათვის წელს ვიწყვეტავთ, დამოუკიდებლად ვაღიარებთ, დონბასში კი ჩვენიანების აღიარებაზე უარს ვამბობთ. რუსებში თვითგანადგურების ვირუსია გავრცელებული“.
„აფხაზები ყოველთვის თავის ნებაზე იყვნენ. საბჭოთა პერიოდში ხშირად ვისვენებდი გუდაუთაში, გაგრაში, ახალ ათონში, დავდიოდი სოხუმში. სამოთხისებრი ბუნება, კარგი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ (აფხაზებს ხომ ფულს ვიხდიდით!), მაგრამ წესრიგი მაინც არ იყო. რას იზამ, ასეთი ხალხია და უნდა მოვითმინოთ... აფხაზეთში ხომ ჩვენი სამხედრო ბაზებია, ის ცვენი ფორპოსტია ამ რეგიონში“.

http://www.kp.ru/daily/26668/3690107/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: თუ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს, ამის შემდეგ მსჯელობა შეგვიძლია
11:11 04.08.2017
თბილისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა
ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
11:20 04.08.2017
საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს.
ინტერვიუ
დენიელ კოჩი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის განხორციელებული ოკუპაცია უნდა დაგმოს
11:01 31.07.2017
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს
ინტერვიუ
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ
ინტერვიუ
ინტერვიუ ტომას მელიასთან: ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს
12:10 17.07.2017
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე და