logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
U.S. Naval Institute: აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე
U.S. Naval Institute: აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე
17:22 23.05.2020
აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე - ნათქვამია U.S. Naval Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე

სტატიის თანახმად, რუსეთი კონცენტრირებულია შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, საზღვრების გაფართოებაზე და, კონფლიქტისთვის მზადების პროცესში, თავისი შესაძლებლობების ამაღლებაზე.

„რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ჰიბრიდული ომისა, რომელიც ბოლო წლებში საინფორმაციო საშუალებებში წამყვან თემად იქცა, რუსეთი განაგრძობს ზღვასა და ჰაერში ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკისთვის თავისუფლად მიმოსვლაში ხელის შეშლას და ემუქრება სავაჭრო მარშრუტებს. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში კი რუსეთის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის დაბრკოლებების შექმნა“ - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ შავი ზღვა, ხმელთაშუაზღვისპირეთის და შუა აღმოსავლეთის გავლით, წარმოადგენს რუსეთის კარიბჭეს მსოფლიოში. მონტროს კონვენციით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების რაოდენობა, რის გამოც შავი ზღვა რუსეთისთვის იდეალური ადგილია წვრთნების მინიმალური დაბრკოლებებით ჩასატარებლად.

„საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანახმად, რუსეთი ხშირად აწესებს შეზღუდვებს შავი ზღვის დიდ სექციებზე, სადაც ატარებს წვრთნებს და ფართო ტერიტორიებზე ზღუდავს წვდომას სატვირთო და სხვა ტიპის ხომალდებისთვის. რუსეთმა მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალები გადატყორცნა რეგიონში და აქცია სამხრეთის სამხედრო ოლქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და უნარიან ოლქად. 2008 წელს, ჰიბრიდული ომის გამოყენებით და რუსეთთან კულტურული კავშირების მქონე სეპარატისტებთან თანამშრომლობით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგად მიღებული გამოცდილებით 2014 წელს განახორციელა ყირიმის ანექსია და მოგვიანებით აგრესია მოლდოვას წინააღმდეგ. ამ კონფლიქტებმა რუსეთს მისცა შესაძლებლობა, გამოეცადა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმები, გამოეყენებინა ახალი ტაქტიკები და შეეფასებინა აშშ-ის და ნატოს მზადყოფნა ჩარევისთვის - ეს კი პოტენციურად წარმოადგენდა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის უფრო რთული ამოცანისთვის მზადებას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, რის გამოც აშშ-ის სუსტმა გაფრთხილებებმა საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გაზარდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრის ალბათობა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯები მკაფიო გზავნილით, რომ კიდევ სხვაგან კონფლიქტს წინააღმდეგობა მოჰყვება. აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე“ - ნათქვამია სტატიაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა