logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უცხოური მედია: საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც კარს გაუღებს უცხოელ ტურისტებს
უცხოური მედია: საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც კარს გაუღებს უცხოელ ტურისტებს
11:50 20.05.2020
„ტურიზმის აღდგენა ევროპაში: საქართველო ჩვენს გონებაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ უცხოური გამოცემა TTG, სადაც ავტორი ისაბელ ქონვეი წერს რომ ამ უძველეს ქვეყანას COVID-19-სგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სტატიის ავტორის თქმით, ქვეყანა მზადაა უცხოელი ტურისტებისთვის თავისი კარი გახსნას.

„საქართველო, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო მედიამ მომხიბლავ ტურისტულ ლოკაციად ცნო, ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც თვეების განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, გახსნის თავის კარს უცხოელი ტურისტებისთვის. უძველეს ქვეყანას, რომელიც სუბტროპიკული შავი ზღვიდან გაშლილია ველური ბუნებით მდიდარ კარპატების ალპურ მაღალმთიან რეგიონამდე, COVID-19-სგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყნის წარმატებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდვების ადრეულ ეტაპზე მოხსნის იმედი გააჩინა. დედაქალაქი თბილისი, ცნობილი როგორც ღვინის დამზადების აკვანი, მნიშვნელოვანი გაჩერება იყო ცნობილ აბრეშუმის გზაზე, რაც ასახულია ბაზრებში, მუზეუმებსა და ძეგლებში. საქართველო, ასევე, ცნობილია კარგი საკვებით, „კვალს აცდენილი“ თავგადასავლებითა და ეკომეგობრული ტურიზმით.

დედაქალაქში არსებული მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა კორონავირუსული შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ 2020 წელს ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებდა ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესებს და სესხის გაცემით დაეხმარებოდა იმ სასტუმროებს, რომლებმაც დიდი ინვესტიცია ჩადეს ტურიზმის განვითარებაში. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) დაადასტურა, რომ საქართველომ გადადგა „ძალიან ფრთხილი და წარმატებული ნაბიჯები“, რათა საქართველო პირველი ქვეყანა ყოფილიყო მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისოდ გახსნიდა ტურიზმის ინდუსტრიას“, - წერს ავტორი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა