logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ - ფრანგული გამოცემა
საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ - ფრანგული გამოცემა
13:04 26.03.2020
„რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ერთ-ერთი ასეთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ“ - წერს ფრანგული გამოცემა slate სტატიაში სათაურით „თბილისი: ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?“

სტატიაშია აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ანგარიშში, რომლის 2019 წლის მონაცემების თანახმად საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ხაზგასმულია საჯარო სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის დაჩქარება.

„ეს ეკონომიკური რეალობა, რომელსაც ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, კონკრეტულ გამოძახილს ჰპოვებს ევროპის საბჭოში, რომელსაც საქართველო ამჟამად თავმჯდომარეობს და რომლის წევრიც 1999 წლიდანაა. სწორედ ეს არის დაახლოებისკენ გამიზნული დღის წესრიგის რეალიზაციის ყველაზე მკაფიო გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას და აზიას ბუნებრივი „კარიბჭის“, ანუ საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების მეშვეობით. ეს ასევე ეხება (ადრიატიკის, შავი და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი) „სამი ზღვის ინიციატივის“ პროგრამას, რომელიც დაიწყო დუბროვნიკში 2016 წელს და შემდეგ გაგრძელდა ვარშავაში 2017 წელს.

სხვადასხვა დამოუკიდებელ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გამაოგნებელი და მზარდი პროგრესი წინააღმდეგობაშია ზოგიერთ ევროპულ მედიასაშუალებაში ახლახან გავრცელებულ ნარატივთან, თითქოს ივანიშვილი და ქართული ოცნება ექცევიან მოსკოვის ორბიტაში და უკან იხევენ ევროპასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების ხარჯზე. ამ რეალობის მიღება, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა კიდეც, ხაზს უსვამს მის გონივრულობას და პრაგმატულობას.

რადგან აქ საქმე ასევე გვაქვს ჩვენს უნართან, უზრუნველვყოთ ჩვენი პოზიციონირება ერთგული მოკავშირეების გვერდით როგორც ისტორიულად, ისე საერთო სასიკეთო ინტერესების თვალსაზრისით, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი პოზიციების დაკავება აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი ამ ახალი მარშრუტების გაყოლებაზე, რომლებიც წარმოადგენს გაფართოებული ევროპის ახალ სახეს, რომელიც დღეს ეჭვგარეშე მოიცავს ევრაზიის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ განზომილებას.

ცხადია, რომ ხსენებული არის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ერთ-ერთი ასეთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ“- ამბობს სტატიის ავტორი.

http://www.slate.fr/story/188712/tbilissi-georgie-nouvel-horizon-europeen-porte-eurasie
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა