logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„ვაშინგტონ თაიმსი“ პრემიერ-მინისტრზე: გახარიას რთული გზა ელის წინ, მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის  მხარდაჭერა სჭირდება
„ვაშინგტონ თაიმსი“ პრემიერ-მინისტრზე: გახარიას რთული გზა ელის წინ, მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება
13:06 08.10.2019
გამოცემა „ვაშინგტონთაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში.

სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზეც საუბრობს.

როგორც უცხოური გამოცემა იუწყება, გახარიას წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას:

„ევროპასა და აზიაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება, ხოლო ამ თავსატეხის გაბნეული ფიგურები კავკასიაში იყრის თავს, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

აქ კი საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ქვეყანა წარმოადგენს მოვლენების ეპიცენტრს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მეტი დევს ფსონზე, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის ამბიციური „სარტყლის და გზის“ ინიციატივა მთელ ევრაზიას მოიცავს, ხოლო რეგრესის გზაზე მყოფი რუსეთი ცდილობს, მიუერთდეს ჩინეთის დინამიზმს და, ამავე დროს, არ დათმოს ჰეგემონია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცენტრალური აზია რეფორმების გზით ადასტურებს თავის ეკონომიკურ პოტენციალს, ხოლო თურქეთი „ეთამაშება“ ახალ ხედვებს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ „არაევროპულ“, ევროპის გარეშე მომავალში.

ჩინეთიც და რუსეთიც, ამერიკაც და ევროპაც - ყველა ეძებს სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და სტრატეგიული უპირატესობის მიღწევის გზებს. ყველა ეს ტრაექტორია კი თავს იყრის კავკასიაში, სადაც ყველა წამყვანი მოთამაშე ცდილობს, დაიკავოს პოლიტიკური გავლენის და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებისთვის ხელსაყრელი პოზიცია, სადაც ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძები ერთმანეთს კვეთს.

მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს პოზიციებს სპარსეთის ყურესა და ავღანეთში, ყოფილი საბჭოთა რეგიონები, მათ შორის კავკასია და ცენტრალური აზია, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

ვაშინგტონის ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან დღესაც გართულებულია 1988 წელს დაწყებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. მეორეს მხრივ, პროდასავლური საქართველო, ისრაელთან ერთად, წარმოადგენს ამერიკის ყველაზე ერთგულ და სანდო მეგობარს და მოკავშირეს ფართო რეგიონში.

კავკასიაში განლაგებული საქართველო წარმოადგენს სახმელეთო ხიდს ევროპასა და აზიას, შავ და კასპიის ზღვებს შორის. ათასწლეულების განმავლობაში ქვეყანამ გადაიტანა სპარსელების, ოსმალების, რუსებისა და მონღოლების შემოსევები, და ყოველ ჯერზე ქართველები იგერიებდნენ მჩაგვრელებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო კიდევ ერთხელ აღდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არამდგრად, ფეთქებად გარემოში. საქართველოს სათავეში უდგას სტაბილური და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების განსამტკიცებლად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გზაზე სვლა შესაბამის უნარებს და სიზუსტეს მოითხოვს.

11 სექტემბრის მოვლენებზე ამერიკის პასუხის და ერაყში საომარი მოქმედებების მხარდაჭერის მიზნით საქართველომ ავღანეთსა და ერაყში 3500 მებრძოლი გააგზავნა. 2008 წელს კი რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიკავა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

სწორედ ამაზე მიუთითებდა გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნისას: „საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული - ამაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი“.

ბატონმა გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

ახალ თანამდებობაზე ბატონი გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია ლუფტჰანზაში, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას ბატონმა გახარიამ თავის კომენტარებში ასევე მოუწოდა არსებული ფორმატების „ჭკვიანურად და რაციონალურად“ გამოყენებისკენ რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში. ბატონი გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღვოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინტიტუტები.

ბატონ გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა კი არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ.

1400-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა დიდი ლიდერები, რომლებმაც ერთ მუშტად კრავდნენ ქვეყანას და კრიტიკულ მომენტში ამარცხებდნენ მტერს. იმავე დროის განმავლობაში საქართველოს გადატანილი აქვს შიდა დაპირისპირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. დღესაც შიდა ბრძოლა დომინირებს ქართულ პოლიტიკაში და ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ბატონ გახარიას რთული გზა ელის წინ. მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ამისთვის მას თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება“, - წერს „ვაშინგტონთაიმსი“.




წყარო: washingtontimes.com
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის