logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
«ParsToday» (ირანი): აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას ძალიან ავნებს
«ParsToday» (ირანი): აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას ძალიან ავნებს
15:03 03.05.2019
ირანის ისლამური რესპუბლიკის რადიოსადგურმა «Iran Russian Radio // ParsToday» სარედაქციო კომენტარი გაუკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგების თაობაზე, რომელიც მან „ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. რადიოკომენტარში, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან ერთად, ყურადღება ეთმობა ქართული ოპოზიციის რეაქციასაც: ციტირებულია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თვალსაზრისი („სალომე ზურაბიშვილი წყალს ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს, რომელიც ასევე გამოდის საქართველოში აშშ-ის ბაზების განლაგების წინააღმდეგ“).

„საინტერესოა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზის მშენებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკას ძალიან ავნებს: იმიტომ, რომ ამერიკული ბაზის არსებობა კონფლიქტის ალბათობას კი არ ამცირებს, არამედ უფრო აძლიერებს. შესაბამისად, ბაზების განლაგებით გამოწვეული [რთული] სიტუაცია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების დაბანდებას მკვეთრად შეამცირებს. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს ბაზის მუდმივი არსებობა ქვეყანას საფრთხეს უქმნის და საზიანოა კულტურის თვალსაზრისითაც: გაიზრდება დამნაშავეობა და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების სხვა უკანონო ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.

როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი მაიკლ ალენი აღნიშნავს, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზის არსებობა არა მარტო იმპერიული კოლონიალიზმის გამოვლენაა, არამედ ზიანს ააყენებს ბაზის მიმღები ქვეყნის ეკონომიკას, ზრდის მის ხარჯებს. გარდა ამისა, მატულობს დაძაბულობის დონე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც... მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველოს ხელმძღვანელის მიერ გამოხატული უარი აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების იდეის მიმართ შესაძლოა დადებითად აისახოს კავკასიის რეგიონისა და მსოფლიოს სტაბილურობაზე“, - ხაზგასმულია ირანის ისლამური რესპუბლიკის რადიოს კომენტარში..

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო