logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„br.az“ (აზერბაიჯანი): მუქარის მიუხედავად, თბილისი ნატოს კურსიდან არ უხვევს
„br.az“ (აზერბაიჯანი): მუქარის მიუხედავად, თბილისი ნატოს კურსიდან არ უხვევს
14:28 03.05.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაზეთ «Бакинский рабочий»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიაში ნატოს პოლიტიკა - ალიანსის მიზნები და გეგმები აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მიმართ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდი პუბლიკაციიდან:

„სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების პოლიტიკა ნატოს მიმართულებით რიგი პარამეტრის მიხედვით ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამოვლინებულა. თავდაპირველად სხვაობა თვალშისაცემი არ იყო, რადგან საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და ნატოსაც რაიმე გამოკვეთილი კურსი არ გააჩნდა. განსაკუთრებულ რთულ სიტუაციაში აზერბაიჯანი მოექცა, რომელსაც ომი ჰქონდა მეზობელ სომხეთთან. იმ დროს ზოგიერთი ხელმძღვანელი გადაჭარბებულ იმედს ამყარებდა რუსეთის მფარველობაზე და აცხადებდნენ, აზერბაიჯანს თავისი არმია არ ჭირდება, რუსი სამხედროები დაგვიფარავენო, მაგრამ ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა ხელისუფლებაში საერთო-ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბრუნების შემდეგ: მან 1994 წლის 4 მაისს ხელი მოაწერა შეთანხმებას აზერბაიჯანსა და ნატოს შორის თანამშრომლობის თაობაზე. ეს იყო ჩარჩო-დოკუმენტი „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.. უფრო ადრე მასზე ხელი ჰქონდა მოწერილი საქართველოს (23 თებერვალს), უფრო გვიან კი შეუერთდა სომხეთიც (5 ოქტომბერს). ამრიგად, ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამაში იქნა ჩართული. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სამივეს განსხვავებული მიდგომები და მიზნები ამოძრავებდა...

საქართველომ გეზი ნატოში გაწევრიანებისაკენ აიღო. თბილისი ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია მიდის. ცხადია, საქართველოს განზრახვის მიმართ დამოკიდებულება როგორც ალიანსის შიგნით, ასევე რუსეთშიც ერთმნიშვნელოვანი არ იყო და არც ახლა არ არის. მოსკოვი, რასაკვირველია, აფრთხილებდა თბილისს და ბრიუსელს. კრემლი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მის ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ბაზების განლაგება რუსეთის უსაფრთხოებისათვის ზიანის მომტანია, ამიტომაც თბილისის მიმართ მოსკოვიდან მუდმივად გამაფრთხილებელი სიგნალები იგზავნებოდა. სიტუაცია გამწვავდა 2007-2008 წლებისათვის, როცა საქართველოში ნატომ ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარება დაიწყო, რაზედაც მოსკოვმა ხისტი რეაგირება მოახდინა. აქვე შევნიშნავთ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთმა თავისი ჯარები [საქართველოს ტერიტორიაზე] - აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთში შეიყვანა, ნატომ საქართველოსთვის რაიმე ქმედითი დახმარების გაწევა ვერ მოახერხა. გამოდის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების არჩევანი ტერიტორიული მმთლიანობის შენარჩუნება-აღდგენის გარანტია არ არის.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღესაც სამხედრო მუქარების წინაშე დგას, რასაც ბევრი ექსპერტი აღიარებს. თუმცა, ამის მიუხედავად, თბილისი ნატოს კურსიდან არ უხვევს. მისი სწრაფვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ კვლავ რუსეთის გაღიზიანებას იწვევს და მოსკოვთან ურთიერთობას ამწვავებს. ამ ფონზე კიდევ უფრო აბსურდული და უპერსპექტივო ჩანს სომხეთ-ნატოს ურთიერთობა. ერევანი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრია, ნატოსაკენ ცქერა დაიწყო და ალიანსთან ურთიერთობის გაფართოება სურს.

სომხეთი წარუმატებლად ცდილობს ორ სკამზე ჯდომას: რამდენიც არ უნდა აცხადოს ერევანმა - ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მინდაო, კრემლის თანხმობის გარეშე ბრიუსელთან მისი რაიმე თანამშრომლობა გამორიცხულია...

რაც შეეხება აზერბაიჯან-ნატოს თანამშრომლობას, ურთიერთობა კონსტრუქციულად მიმდინარეობს, რაიმე წინააღმდეგობების გარეშე. აზერბაიჯანელი სამხედროები ნატოს ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობენ, ეხმარებიან ავღანეთის არმიას... აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის კურსი ნატოსთან კონტაქტებს ამტკიცებს, იმავდროულად კი ბაქო თავისი პოლიტიკით რეგიონის დიდი სახელმწიფოების გაღიზიანებას არ იწვევს. თავის მხრივ, ალიანსი იწონებს თანამშრომლობის ასეთ ფორმას და აზერბაიჯანისადმი რაიმე პრეტენზიას არ გამოთქვამს. სწორედ ნატო-აზერბაიჯანის ურთიერთდამოკიდებულების ასეთი სპეციფიკა თვისობრივად განხვავდება ნატო-საქართველოს და ნატო-სომხეთის ურთიერთობისაგან“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის