logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
«Daily Beast» (აშშ): საქართველოში გაქცეული საუდელი დები თავშეფარს ითხოვენ, მაგრამ რამდენად დაიცავს მათ ხელისუფლება?
«Daily Beast» (აშშ): საქართველოში გაქცეული საუდელი დები თავშეფარს ითხოვენ, მაგრამ რამდენად დაიცავს მათ ხელისუფლება?
13:22 22.04.2019
ამერიკული გამოცემის, «Daily Beast»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში გადმოცემულია საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დების - ვაფა და მაჰა ალ-სუბაიების თავგადასავალი: სამშობლოდან გამოქცევის მიზეზები, მათი მოქმედება თბილისში, საქართველოსა და საუდის არაბეთის ხელისუფლების სავარაუდო ნაბიჯები და ა.შ. (ავტორი - უილ ქეთქართი, საქართველოს ექს-პრეზიდენტის ექს-მრჩეველი).

სტატიაში აღნიშნულია, რომ არაბი ქალები ქვეყანაში შექმნილ ანტიდემოკრატიულ სისტემას გამოექცნენ - ქვეყანაში, სადაც ქალები შეზღუდულები არიან როგორც ოჯახებში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მათ ყოველ ნაბიჯს მამაკაცები (მამები, ძმები, ქმრები) აკონტროლებენ, მათ არ შეუძლიათ უნებართვოდ პასპორტების აღება, საზღვარგარეთ წასვლა და ა.შ. ბუნებრივია, რომ საუდის არაბეთში ქალების უფლებების დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებია დაინტერესებულნი. ისინი შეძლებისდაგვარად ეხმარებიან და ხელს უწყობენ საუდელ ქალებს, რომ მათ თავი დააღწიონ ისლამურ კონსერვატიულ რეჟიმს, შეძლონ იქიდან წამოსვლა და თავისუფლების მოპოვება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
------------
„საბედნიეროდ, საქართველოს და საუდის არაბეთს ერთმანეთთან უვიზო რეჟიმი აქვთ, ამიტომ ვაფა და მაჰა ალ-სუბაიებმა შეძლეს თბილისში ჩამოსვლა. სამწუხაროდ, უვიზო რეჟიმის არსებობა იმასაც ნიშნავს, მამას, ძმას და ბიძაშვილებს შეუძლიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და გამოქცეული დების იძულებით საუდის არაბეთში დააბრუნონ. ადრეც ასე მოხდა ერთ-ერთი მათი მოგვარის მიმართაც, რომელიც 2018 წელს თბილისში გამოიქცა და საფრანგეთის საელჩოს თავშესაფარი სთხოვა. საელჩომ მას საფრანგეტში წასასვლელად ვიზა მისცა, მაგრამ შემდეგ, ვიზის მიღებიდან ორი დღეც არ იყო გასული, რომ იგი თბილიისდან გაქრა - არ პასუხობდა ტელეფონის ზარებზე, არც სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობდა. სავარაუდოდ, იგი თბილისიდან საკუთარი ოჯახის წევრებმმა მოიტაცეს და არაბეთში დააბრუნეს. ეს ფაქტი ვაფა და მაჰა ალ-სუბაიებისათვის ერთგვარი გაფრთხილებაც არის.

არაბ ქალებს საქართველოს მთავრობისადმი ნდობის საკითხში ეჭვი შეაქვთ და ამ ეჭვს გარკევეული საფუძველიც აქვს. „ჩვენ საქართველოში უსაფრთხოება გარანტირებული არ გვაქვს და ამიტომ [სამომავლოდ] აქედან წასვლა გვსურს“, - აცხადებენ დები. მართლაცდა, საქართველოში ჩამოსული სხვა არაბი ქალების ბედი, რომლებსაც თბილისიდან უკან აბრუნებენ და ალბათ, სამშობლოში ჩასვლისას აპატიმრებენ (აწამებენ კიდეც), მათთვის ეჭვის საფუძველია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბევრ ლაპარაკობს ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ოფიციალური თბილისისათვის მრავალი წლის განმავლობაში ტრადიციად იქცა [კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში] რიგი დესპოტური რეჟიმებისათვის მხარდაჭერა. მათგან ერთ-ერთი საუდიტების სამეფო დინასტიაა.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ საეჭვო როლი შეასრულა 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარებაშიც, რომელიც ქართული პოლიციის ფორმიანმა პირებმა დააკავეს, სცემეს, მანქანის საბარგულში ჩააგდეს, საზღვარზე გადაიყვანეს და აზერბაიჯანის საპყრობილეში ჩასვეს. უცნაურია, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი დღისით-მზისით. ორი წელი გავიდა მომხდარი ფაქტის შემდეგ და საქართველოს ხელისუფლებას ჯერ-ჯერობით კითხვებზე პასუხი არ გაუცია, გამოძიება ხელოვნურად ჩიხშია შესული.

და თუ იმ ფაქტის გამო საქართველოს ხელისუფლებას ნდობა დაკარგა, ახლა როგორ ენდობა ვინმე მთავრობას?
სამწუხაროდ, საქართველო საუდის არაბეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში მარტო არ არის - თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, რომელსაც პრეტენზია აქვს ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის პრიორიტეტზე, მზადაა ამ მხრივ საუდის არაბეთის მიმართ გამონაკლისი გააკეთოს. აბა, ასეთ სიტუაციაში სხვას რა უნდა მოჰკითხო?
(...)
როგორც ვაფა და მაჰა ალ-სუბაიების ერთ-ერთი მეგობარი (ანონიმურობის დაცვით) ამბობს, საქართველოში საუდელი ქალების უსაფრთხოება დაცული არ იქნება, არსებობს მათი გატაცების შესაძლებლობა.

იბადება კითხვა: როგორ შეძლეს ვაფამ და მაჰამ თვითმფრინავის ბილეთების აღება თურქეთის მიმართულებით და გაქცევა? მათი მეგობარი ამაზე არაფერს ამბობს, მას არ სურს იმ მექანიზმის გამოაშკარავება, რომლის მეშვეობითაც ქალები საუდის არაბეთიდან გარბიან. „ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით“, - ამბობს იგი. კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ მამამ ვინმე დაიქირაოს “უძღები შვილების“ მოსაძებნად, ანონიმი მეგობარი პასუხობს: „ყველაფერი შესაძლებელია. ეჭვი არ მეპარება, რომ მამა, ძმა და ნათესავები ყველაფერს გააკეთებენ მოსაძებნად და მანამ არ გაჩერდებიან, სანამ არ იპოვიან. ის ფაქტი, რომ ქალებმა თავიანთი სახე აჩვენეს, იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახი იპოვის, სიკვდილის საფრთხე ემუქრებათ“.

როგორც მაჰა ამბობს, მათ ოჯახში მამაკაცებისაგან ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა იგი ქმარს გაეყარა. ყოფილმა ქმარმა სიმამრი მოატყუა და უთხრა, რომ მაჰა მას ღალატობდა. ამის შემდეგ „სირცხვილის გამო“ მამამ შვილზე ხელი აღმართა.
(...)
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გამოქცეულ დებს თავშესაფარი მისცეს. საქმეში ჩართულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები.

უცნაურია ერთი გარემოება: დები ამტკიცებენ, რომ ოჯახის წევრები საქართველოში იყვნენ და გვეძებდნენო, ქართული პოლიცია კი აცხადებს - ქვეყანაში მათი ოჯახის წევრები არ იყვნენ და არც ახლა არ იმყოფებიანო. საინტერესოა, რის საფუძველზე აცხადებს პოლიცია, რომ ალ-საუბაიების ოჯახის წევრები საქართველოში არ იყვნენ? ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ როცა დებმა საფრანგეთის საელჩოს მიმართეს თავშესაფრისათვის, მათ იქ უთხრეს, რომ ვიღაც მამაკაცებს თქვენი გვარები აინტერესებდათო. საელჩო დარწმუნებული არ იყო იმაში, რომ მამაკაცები საუდის არაბეთიდან იყვნენ, მაგრამ ეს მაინც ცუდი ნიშანია.

როცა საუდის არაბეთს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „მოხიბვლა“ შეუძლია, ესე იგი, არაბ ქალებს მართლაც აქვთ ეჭვის საფუძველი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ენდნონ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, საუდის არაბერტის მიერ საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკაა შენარცულებული ტურიზმის სფეროშიც: მხოლოდ 2017 წელს საქართველოს საუდის არაბეთიდან 60 ათასი ტურისტი ეწვია“. საინტერესოა, რამდენ ქალს აღარ სურდა მათგან უკან დაბრუნება, რამდენი დააბრუნეს იძუილებით და შემდეგ დააპატიმრეს? საქართველოს კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს საუდელი ქალებისათვის საკუთარ სამშობლოში პატიმრობა...

თუ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 2011 წელს მომხდარ მოვლენებს „არაბულ გაზაფხულს“ ვუწოდებთ, მაშინ იმას, რაც საუდის არაბეთის სტამბოლის (თურქეთი) საკონსულოში 2018 წელს მოხდა (ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა) იმას მოწმობს, რომ საუდის არაბეთში „არაბული ზამთარი“ დაიწყო მათთვის, ვინც ტახტის მემკვიდრის მუჰამედ ბინ-სალმანის მიერ ჩამოყალიბებული შავ-ბნელი რეჟიმის პირობებში ცხოვრობს. ოდესღაც იგი, ახალგაზრდა პრინცი, ტექნოკრატი, თავისი ქვეყნის მოდერნიზაციის მომხრე იყო, ამჟამად კი ის თავის ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს.

მუჰამედ ბინ-სალმანი უნიკალურად წინააღმდეგობრივი პიროვნებაა: იგი, ერთი მხრივ, ცდილობს თავისი თავი „პროგრესულ რეფორმატორად“ წარმოსახოს, მეორე მხრივ კი, მისი ჩინოვნიკები ადამიანებს დღისით-მზისით ხოცავენ. პრინცი დღეს დე-ფაქტოდ მართავს საუდის არაბეთს და უფრო მეტ სისასტიკეს იჩენს, ვიდრე მამამისი. ბინ-სალმანის განცხადებები, რომ იგი რეფორმების მხარდამჭერია - სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. იმ ამერიკელმა სენატორმაც კი, რომელიც დონალდ ტრამპის მომხრეა - ლინდსი გრემმაც კი - მუჰამედ ბინ-სალმანი „შხამიანი“ და „მავნე“ ადამიანად შერაცხა. (...)

ობიექტურობა ითხოვს ვაღიაროთ, რომ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე აშშ-ის დუმილი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს არ დაწყებულა. ფაქტები მეტყველებენ, რომ ვაშინგტონი საუდიტების სამეფო დინასტიის ბნელ საქმეებზე თვალს მეორე მსოფლიო ომამდეც ხუჭავდა.

(...)

რაც ყველაზე მეტად სულისშემძვრელია დებთან დაკავშირებულ ისტორიაში, ისაა, რომ მაჰა იძულებული გახდა სამშობლოში მცირეწლოვანი ვაჟი მიეტოვებინა. იგი ტვიტერში წერს: „მცირეწლოვანი ვაჟი მყავს, მაგრამ გარემოების გამო იძულებული გავხდი შვილი მიმეტოვებინა. ჩემთვის აუტანელი იყო ის, თუ როგორ უყურებდა შვილი ჩემს შეურაცხყოფას მამაჩემის მხრიდან... მინდა ვუთხრა ჩემს ვაჟს: იმედი მაქვს, რომ მაპატიებ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. გპირდები, რომ აუცილებლად გინახულებ. მიყვარხარ“.
ვაფამ და მაჰამ შესაძლოა ჯერაც ვერ გააცნობიერეს თავიანთი ნაბიჯი, რომელიც მათ მუჰამედ ბინ-სალმანის რეჟიმის წინააღმდეგ გადადგეს, მაგრამ ისინი ყოველდღიურად უფრო ძლიერდებიან, მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. სიკვდილის მუქარები მათში უკვე შიშს აღარ იწვევს. იგივეს ვერ ვიტყვით მუჰამედ ბინ-სალმანზე, რომლის რეჟიმი და გენდერული აპარტეიდი სუსტდება - ყოველი გაქცეული ქალით და ყოველი სკანდალით“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა