logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): იმიგრანტები მსოფლიოში - რას ფიქრობს ხალხი
«Radio Voice of America» (აშშ): იმიგრანტები მსოფლიოში - რას ფიქრობს ხალხი
13:13 20.04.2019
მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ იმიგრანტები მათი ქვეყნისთვის არის ძალა და არა ტვირთი. ამ თემაზე მოსახლეობის პოზიციებით და დამოკიდებულებით, აშშ-ის კვლევითი ორგანიზაცია "პიუ" დაინტერესდა.

მკვლევარებმა იმიგრანტების შესახებ მოქალაქეები 18 ქვეყანაში გამოკითხეს და გაირკვა, რომ იმიგრანტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჭარბობს.

იმიგრანტებს, როგორც ძალად აღიქვამენ: კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, მექსიკაში, ესპანეთში საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. საწინააღმდეგო პოზიცია ჭარბობს სამხრეთ აფრიკაში, პოლონეთში, რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში და უნგრეთში. ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ იმიგრანტები მათ ქვეყნებს ტვირთად აწევს.

მიუხედავად იმისა, რომ იმიგრანტებს 18 ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი ძალად აღიქვამს, ამავე ქვეყნებში ფიქრობენ, რომ მათი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი იმიგრანტების დეპორტაცია უნდა მოხდეს. 18 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული მოქალაქეების 60% არალეგალთა დეპორტაციას ემხრობა, 35 კი არა.

ყველაზე მეტად დეპორტაციას ემხრობიან: საბერძნეთში, რუსეთში, შვედეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, უნგრეთში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და კანადაში. საფრანგეთში არალეგალთა დეპორტაციას 50% ემხრობა, თუმცა დეპორტაციის წინააღმდეგია 48%.

არალეგალთა დეპორტაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ერთ პროცენტიანი სხვაობაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გამოკითხულთა 47 პროცენტი ფიქრობს, რომ არალეგალურად ქვეყანაში მყოფი პირების დეპორტაცია არ უნდა მოხდეს, 46 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ უსაბუთოთ ქვეყანაში მყოფი პირების დეპორტაცია უნდა მოხდეს.

რაც შეეხება მექსიკას, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ უსაბუთო ადამიანების ქვეყნიდან გაძევება არ უნდა მოხდეს, დეპორტაციას 43 პროცენტი ემხრობა.

[NDI-ის მიერ საქართველოში 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამომსვლელი იმიგრანტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს. წყარო: http://tbl.ge/3fys]

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, ყველაზე მეტი იმიგრანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, შემდეგ კი გერმანიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის