logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
«France 24» (საფრანგეთი): შავ ზღვაზე ნატოს არცერთი ქვეყანა რუსეთს ზედმეტად არ გააჯავრებს
«France 24» (საფრანგეთი): შავ ზღვაზე ნატოს არცერთი ქვეყანა რუსეთს ზედმეტად არ გააჯავრებს
12:50 20.04.2019
ფრანგული გამოცემა, «France 24» შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებს ვრცელ სტატიას უძღვნის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტეფანი ტრიუარის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 3 აპრილს განაცხადა, რომ შავ ზღვაზე სამხედრო ყოფნას გააფართოვებს და იქ დამატებით ხომალდებს გაგზავნის. ვაშინგტონის სამიტზე კი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლისთავს მიეძღვნა, ნატომ შავ ზღვაზე მოქმედებისათვის ზომების სპეციალური პაკეტი მიიღო. ეს ყველაფერი კი 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარმა სამხედრო ინციდენტმა გამოიწვია, როცა რუსეთის გემებმა უკრაინის გემები დააკავეს.

შავი ზღვის რეგიონი: სიტუაცია უარესდება?!


როგორც ვაშინგტონის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი კვენტინ ლოპინო თვლის, აშშ-ის ინიციატივა შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის გაურესებაზე რეაქციას წარმოადგენს:

„რუსეთმა მიზნად დაისახა შავი ზღვის ფლოტის და ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, ამიტომაც მოსკოვი თავისი ტერიტორიის დაცვას უფრო აგრესიულად ეწევა. თავის მხრივ, ვაშინგტონსაც არ სურს ამაზე თვალის დახუჭვა, რადგან შიშობს - ვაითუ რუსეთი მთლიანად შავ ზღვაზე გაბატონდესო. ამრიგად, გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ შავი ზღვა დარჩეს თავისუფალი ნავიგაციის საერთაშორისო ტერიტორიად.

პარიზის სტრატეგიული კვლევების ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი ივ ბოიე თვლის, რომ პრობლემა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხში გამოიხატება:

„ჩვენ უნდა განვაცხადოთ და განვმარტოთ, რომ ამერიკელებს სურთ დაამშვიდონ საქართველო, რუმინეთი და ბულგარეთი. შესაძლოა, ამაში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დახმარების გაწევის იდეაც არის - იგი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, - ამბობს ივ ბოიე. მისი აზრით, რუსეთს სრული უფლება აქვს ამერიკელთა გეგმა პროვოკაციად მიიჩნიოს:

„ეს იგივეა, რომ დათვს კისერზე მოფხანო. თქვენ გგონიათ, რომ მას ესიამოვნება, მაგრამ აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეაქციას მიიღებთ. ფაქტია, რომ ქერჩის სრუტეს და აზოვის ზღვის აკვატორიას დღეს რუსეთი აკონტროლებს. აშშ-ის მოთხოვნა რუსეთის მიმართ [აზოვის ზღვისგან თავი შორს დაიჭირეო] იგივეა, რომ რუსებმა ამერიკელებს მოსთხოვონ - მექსიკის ყურეს მოშორდითო“.

ქერჩის სრუტის სტრატეგიული მნიშვნელობა

ჯერ კიდევ ნოემბრის ინციდენტამდე კიევი და ვაშინგტონი მოსკოვს რამდენიმე თვის განმავლობაში ადანაშაულებდნენ, რომ რუსეთი „წინასწარგანზრახულად უშლის ხელს“ ქერჩის სრუტეში სავაჭრო გემების გავლასო. „ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ქერჩის სრუტე რუსეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა - სრუტეზე გადებული ხიდი ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან ფიზიკურად აკავშირებს. ანუ სრუტის გაკონტროლება ყირიმის ანექსიასაც განამტკიცებს“, - ამბობს კვენტინ ლოპინო.

ქერჩის სრუტეს უკრაინისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს: მისი მეშვეობით უკრაინის გემები აზოვის ზღვაში შედიან, რომლის ნაპირზე უკრაინის რამდენიმე პორტი მდებარეობს - ბერდიანსკი, მარიუპოლი...

„რუსეთი უბრალო ხელწამოსაკრავი რომელიღაც სახელმწიფო არ არის“

შავიზღვისპირა სახელმწიფოებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან - რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი - გასაგები მიზეზების გამო სრული უფლება აქვთ ზღვაში თავიანთი გემები იყოლიონ. არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემების ტრანზიტი შავ ზღვაში რეგულირდება მონტრეს 1936 წლის კონვენციით სრუტეების სტატუსის შესახებ, რომლის მიხედვით, მშვიდობიან დროს ზღვაში თავისუფალი ნავიგაცია უზრუნველყოფილია.

„მონტრეს კონვენციის თანახმად, შავ ზღვაში ამერიკული, ფრანგული, ბრიტანული და გერმანული სამხედრო ხომალდები რეგულარულად დაცურავენ“, - განმარტავს ივ ბოიე.

„2018 წელს შავ ზღვაში შევიდნენ ამერიკული საესკადრო ნაღმოსნები, 2019 წელს კი იქ სამი ფრანგული ხომალდიც შეცურდება, - ამბობს კვენტინ ლოპინო, - მაგრამ სიტუაციის სიახლე გამოიხატება არა იმდენად ხომალდების რაოდენობის გაზრდაში, არამედ იმაში, თუ რამდენად გაუმჯობესდება ნატოს წევრების ხელთ არსებული რესურსების კოორდინირება. მიზანი ის კი არ არის, რომ შავი ზღვის აკვატორიაში რაც შეიძლება მეტი სამხედრო რესურსი იქნეს კონცენტრირებული, არამედ უკვე არსებული ძალების უფრო ეფექტური გამოყენება“.

ივ ბოიეს აზრით, შავი ზღვაზე სამხედრო კონფლიქტის ალბათობა შედარებით მცირეა: „შავ და აზოვის ზღვებში ნატოს არცერთი ქვეყანა რუსეთს ზედმეტ გაჯავრებას არ დაუწყებს. მათ კარგად იციან, თუ ვისთან აქვთ საქმე - რუსეთი რომელიღაც უბრალო ხელწამოსაკრავი ქვეყანა კი არაა, არამედ მსოფლიოში მეორე მძლავრ ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის