logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The New York Times» (აშშ): თურქეთს უნდა ახსოვდეს, რომ ვაშინგტონი მის შემცვლელს მოძებნის, ანკარა კი უმკაცრეს სანქციებს მიიღებს
«The New York Times» (აშშ): თურქეთს უნდა ახსოვდეს, რომ ვაშინგტონი მის შემცვლელს მოძებნის, ანკარა კი უმკაცრეს სანქციებს მიიღებს
13:58 10.04.2019
ამერიკული გამოცემის, «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულ-გაანალიზებულია თურქეთის პრობლემატიკა, კერძოდ, ანკარის მიერ რუსული და ამერიკული იარაღის (С-400 რაკეტების და F-35 თვითმფრინავების) შესყიდვის საკითხი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სენატორების - ჯეიმს ინჰოფის, ჯიმ რიშის, ჯეკ რიფისა და ბობ მენენდესის ავტორობით გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან:

„თუ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი რუსულ რაკეტებს იყიდის, თურქეთს ამერიკის მხრიდან თავს დაატყდება სრულმასშტაბიანი სანქციები, როგორც ამას აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს. გამოცხადებული სანქციები თურქულ ეკონომიკას უდიდეს ზიანს მიაყენებს, დააფრთხობს უცხოელ ინვესტორებს, რაც, თავის მხრივ, ავნებს თურქეთის აეროკოსმოსურ და თავდაცვით მრეწველობას.

შემდეგ: „ფანტომ-35“-ის ტიპის არცერთი თვითმფრინავი თურქულ ცაში არ იფრენს, მისი მონაწილეობა ამ თვითმფრინავების წარმოებაში შეწყდება. თურქეთი ვერ აწარმოებს F-35-ის ვერცერთ სათადარიგო დეტალს, ვერც რემონტს და ვერც მის მომსახურებას. თურქული კომპანიებისათვის პროგრამა მიუწვდომელი გახდება. ცხადია, გვესმის, რომ თურქეთი დღეს ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ ანკარას ისიც უნდა ახსოვდეს, რომ ვაშინგტონი მის შემცვლელს მოძებნის.

„ფანტომ-35“-ზე უარი თურქეთს ძვირად დაუჯდება: ანკარამ უკვე ჩადო პროგრამაში 1,25 მილიარდი დოლარი და იცოდეს, რომ ამ ფულს უკან არავინ დაუბრუნებს, ის დაკარგული იქნება. თურქეთი ვერ მიიღებს იმ 100 ცალ F-35-ს რომლის ყიდვა უნდოდა და მოუწევს უფრო ძველი და არაეფექტური თვითმფრინავებით დაკმაყოფილდეს. საბოლოოდ დასამარდება რეჯეფ ერდოღანის ოცნებაც თურქეთის მოწინავე სამხედრო მრეწველობის ქვეყნად გადაქცევის თაობაზე... ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები შეჩერდება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს ზიანი მივაყენოთ ჩვენს თურქ მეგობრებს. იმედი გვაქვს, რომ შავ ზღვაზე განმტკიცდება აშშ-თურქეთის თანამშრომლობაც, ასევე სირიის საკითხშიც - ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაში. ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, რომ დავიცვათ თურქეთის ინტერესები, ხაზი გავუსვათ მის პოტენციალს ნატოს ბლოკში.

ასევე კარგად გვესმის, რომ თურქეთს რუსეთთან ურთიერთობაც სურს - სირიის პრობლემის მოგვარებაში, ენერგეტიკის განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმის დარგში და ა.შ. მაგრამ ისიც გვესმის, რომ თუ რეჯეფ ერდოღანი უარს იტყვის რუსული რაკეტების ყიდვაზე, მაშინ მას ვლადიმერ პუტინი საპსუხო დატყმას მიაყენებს რომელიმე ჩამოთვლილ სფეროში. ჩვენ მტკიცედ ვეუბნებით თურქეთს: აშშ დაგეხმარებათ რუსული ქარიშხლის გადატანაში.

ნამდვილად არ არის თურქეთის ინტერესებში კრემლს მადლობა გადაუხადოს С-400 რაკეტების გამო. რეჯეფ ერდოღანს უნდა ახსოვდეს, რომ ვლადიმერ პუტინი მისი მტკიცე მოკავშირე არასოდეს არ იქნება - ისევე, როგორც არ იყვნენ თურქეთის ერთგული მოკავშირეები რუსეთის მეფეები და ბოლშევიკები. ვლადიმერ პუტინის აგრესიამ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ თურქეთის უსაფრთხოებაც დაასუსტა, ახლა კი რუს პრეზიდენტს თავისი თურქი კოლეგის გადაბირებაც სურს რაკეტების მიწოდების ნიადაგზე.

თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს, თურქეთის ინტერესებს დიდი ზიანი მიადგება - მას აღარ ეყოლება დასავლელი მოკავშირეები, მათგან იზოლირებული იქნება, გაიზრდება რუსეთის გავლენა თურქეთზე... მოკლედ, კრემლს რაც მოუნდება, იმას გააკეთებს.

ვლადიმერ პუტინს გარკვეულწილად ეშინია კიდეც თურქეთისა, რომელსაც მტკიცე და სტრატეგიული პოზიციები აქვს დასავლეთში, რომელიც, ვფიქრობთ, ნატოს ერთგული წევრია. ასევე იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი თავისი ხალხისათვის სწორედ ასეთ მომავალს ამოირჩევს და პუტინის ხრიკებს უკუაგდებს. ვფიქრობთ, რომ ანკარა უარს იტყვის С-400-ების შეძენაზე და იყიდის ამერიკულ რაკეტებს - „პეტრიოტებს“, ასევე შეიძენს „ფანტომებსაც“.

------------

ავტორები: ჯეიმს ინჰოფი და ჯიმ რიში - სენატორი-რესპუბლიკელები; ჯეკ რიფი და ბობ მენენდესი - სენატორი-დემოკრატები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ