logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
«Newsweek» (აშშ): საქართველო - ევროპული კულტურის ახალი ცენტრი
«Newsweek» (აშშ): საქართველო - ევროპული კულტურის ახალი ცენტრი
13:36 16.03.2019
გავლენიანი ამერიკული გამოცემა, «Newsweek»-ი საქართველოს შესახებ ჯორჯ უენის ავტორობით ვრცელ მასალას აქვეყნებს, სადაც ავტორი საქართველოში ყოფნის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს გადმოსცემს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

უეჭველია, გამჭრიახმა და თავგადასავლები მოყვარულმა მოგზაურმა უკვე დაიწყო 2019 წლის მარშუტების შედგენა. თუ თქვენ მშვენიერი ღვინოებისა და უძველესი კულტურის დამფასებლები ბრძანდებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მიმზიდველ ქვეყანას საქართველოს რესპუბლიკა წარმოადგენს. უნდა ინახულოთ არამარტო თბილისი და ბათუმი, რომლებსა მოგზაურთა რადარზე ავანგარდული ადგილი აქვთ დაკავებული, არამედ წინანდალიც, რომელიც ქართული მეღვინეობის აკვნად ითვლება.

როგორც ენოლოგი (ღვინის დამზადების სპეციალისტი) ენდრიუ ჯეფორდი ირწმუნება, „დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 8 ათასი წლის წინ არსებული მეღვინეობის მეთოდები არა მარტო დავიწყებული არ არის, არამედ ამჟამადაც საუკეთესო მდგომარეობაშია“.

საქართველო, რომელიც ყოფილი საბჭოთა სატელიტი რესპუბლიკა იყო, დღეს ისეთი გაბედულია, როგორც არასდროს - ქვეყანა მზად არის თავისი ვროპული ფესვები უფრო ღრმად გაიდგას: მისი დედაქალაქი თბილისი კავკასიურ ბერლინს ემსგავსება. აქედან 70 კილომეტრის მოშორებით, კახეთში, ახალი კულტურული მექა - აღორძინებული წინანდალი თავის უფლებების დემონსტრირებას ახდენს.

საქართველოსთვის წინანდალი იგივეა, რაც ბილბაო ესპანეთისათვის. იმ როლს, რასაც ბილბაო ასრულებს ხელოვნებისათვის, საქართველოში იგივეს წინანდალი შეასრულებს - აქ 2019 წლის სექტემბერში პირველად გაიმართება კლასიკური მუსიკის ფესტივალი.

მოგზაური საქართველოში ნამყოფად არ ჩაითვლება, თუ მას ხევსურული ცეკვა არ უნახავს - ქართული ტრადიციული ცეკვა, რომელიც ხევსურეთის მთიან რეგიონში უხსოვარ დროს დაიბადა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენი მოგზაურობა თბილისიდან უნდა დაიწყოს, რომელიც თანამედროვე ჰიპსტერებთან ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. მხედველობაში გვყავს Gen-Z მოგზაურები, რომლებთაც იზიდავს მოკირწყლული ქუჩები, შუა საუკუნეების ეკლესია-ტაძრები და ყველაფერი ისტორიული. მათ ისიც მოეწონებათ, რომ თბილისი ტურისტებით მაინცდამაინც გადატვირთული არ არის: შეუძლიათ თავისუფლად ისადილონ კაფე-რესტორნებში, დრო ატარონ გვიან ღამემდე, მიირთვან ჭაჭა - ღვინის პროდუქტებისაგან გამოხდილი და ბრენდად ქცეული სასმელი, რომელსაც ქართველები სიამოვნებით გეახლებიან. ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარებაც ლეგალურია, კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველო კანაბისის მოყვარულთა რადარზეც გაჩნდეს.

თბილისის, როგორც კავკასიური დედაქალაქის ემბლემად ბევრი ღირსშესანიშნაობა შეიძლება ჩავთვალოთ. მათგან ერთ ერთი მეოთხე საუკუნის ციხე-სიმაგრე ნარიყალაა, რომლის ნახვის შემდეგ თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც თბილისელები აკეთებენ - ეწვიეთ გრიშაშვილის ქუჩაზე არსებულ ცნობილ გოგირდის აბანოებს, სადაც მასაჟისა და ორთქლის გამაჯანსაღებელი თვისებით ისიამოვნებთ.

მას შემდეგ, რაც აბანოში გონების, სხეულისა და სულის აღორძინებას დაასრულებთ, დააგემოვნეთ ქართული კერძები. ყველა თქვენი სურვილი გათვალისწინებული იქნება.

თბილისური 50-საათიანი შთაბეჭდილებების შემდეგ - წინანდალში, კახეთის ცნობილ მამულში ხართ - ქართული კულტურისა და რომანტიზმის მხარეში. ყველა ადგილობრივი მოგიყვებათ ლეგენდას, რომლის თანახმად, მსოფლიოში ვაზის ნაყოფი პირველად სწორედ აქ დაიწურა და პირველად ღვინო სწორედ აქ მომზადდა. ალექსანდრე დიუმამ წინანდალს „ედემის ბაღი“ უწოდა, ალექსანდრე პუშკინი კი აქ ხშირი სტუმარი იყო. შეიძლება ითქვას, წინანდალი მე-11 საუკუნის ევროპაში კულტურის საკვანძო ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო მე-19 საუკუნეში პოეტმა, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ წინანდალი ქართული კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათთ, თუ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში სამომავლოდ წინანდალსაც იხილავთ.

აქ თქვენ ნახავთ თვალწარმტაც სასახლეს, მზრუნველობით მოვლილ ბაღს, მის ახლოს მდებარე კანიონებს და ფიჭვთა ტევრებს, რომლებიც საქართველოს ლაჟვარდოვან ზეცაში ხანჯლებადაა აზიდული. კახეთში დატკბებით ქართული არქიტექტურის არატიპიური კახური გამოვლენით, იტალიურ სტილში რესტავრირებული ვილებით, ახლახან გახსნილი სასტუმრო Radisson Collection-ით და თანამედროვე საკონცერტო დარბაზებით, მათ შორის ამფითეატრით, რომელსაც მოძრავი სახურავი აქვს.

წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი ცენტრი იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მის ახლო-მახლო აგებული, სრულიად ახალი საკონცერტო დარბაზები, სადაც 40-მდე კონცერტი ჩატარდება. ფესტივალის მუსიკალური დირექტორია ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც, უეჭველია, თავისი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მხურვალე მხარდამჭერია, მტკიცედ ამბობს, რომ „წინანდლის მამულის აღორძინება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და ქართული კულტურის ცენტრად გადაქცევას - ისე, როგორც ეს მე-19 საუკუნეში იყო“.

წინანდლის 21-ე საუკუნის რენესანსი „სილქროუდ ჯგუფის" („აბრეშუმის გზის“) დამაარსებლის გიორგი რამიშვილის სახელთანაა დაკავშირებული: „ჩვენ ამ პროექტის რეალიზება 2007 წელს დავიწყეთ. უკვე ვხედავთ შედეგს, რომ ახალი წინანდალი უფრო მეტად აღრმავებს და აფართოებს თავის დიდებული და სახელოვანი წარსულის ტრადიციებს“, - ამბობს გიორგი რამიშვილი Newsweek-თან საუბარში, - ეს, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპის ერთ-ერთი კულტურული ცენტრის როლის აღდგენას და განმტკიცებას“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის