logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
«Voice of Amerika» (აშშ): რატომ ყიდულობს თბილისი მოსკოვისგან ელექტროენერგიას სოხუმისათვის?
«Voice of Amerika» (აშშ): რატომ ყიდულობს თბილისი მოსკოვისგან ელექტროენერგიას სოხუმისათვის?
14:44 05.03.2019
აშშ-ის სამთავრობო რადიოსადგურის Voice of America-ს რუსულენოვანი სამსახურის «Голос Америки»-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება აფხაზეთის სეპარატისტული „რესპუბლიკის“ ელექტროენერგიით უზრუნველყოფის შესახებ. მასალაში მოცემულია როგორც ოფიციოზის, ასევე ოპოზიციის თვალსაზრისები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:
--------------
„საქართველოს ოპოზიციამ ქვეყნის ხელისუფლება აფხაზეთისათვის რუსეთიდან ელექტრონერგიის შესყიდვის გამო გააკრიტიკა. როგორც ცნობილია, ახლახან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორსა და რუსეთის კომპანია „ინტერ რაო“-ს გაფორმდა მოკლევადიანი კონტრაქტი იმ ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად, რომელშიც აფხაზეთი მოექცა, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაკლების გამო.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაცმოძრაობაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, გადასახადის გადამხდელების ფულით, რუსეთში ნაყიდი ელექტრონერგიით დახმარებას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს უწევსო. ოპოზიცია კონტრაქტის ტექსტის განსაჯაროებას ითხოვს: „მაშინ როცა რუსეთი აფხაზეთში ოკუპაციას აღრმავებს, აძლიერებს თავის ინფრასტრუქტურას, ცნობილი ხდება, რომ საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემას სუბსიდირებს. სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ კონტრაქტის ყველა დეტალი“, - ამბობს „ნაციონალი“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მარტის თვეში აფხაზეთი უზრუნველყოფილი იქნება 45 მლნ.კილოვატ-საათის ელექტროენერგიით, რომელიც მის მიერ წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 20%-ს შეადგენს. რეგგიონი დენს ელექტროგადამცემი ხაზით - „სალხინოს“ მეშვეობით მიიღებს, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილს შეადგენს [მაგრამ მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე].

აღსანიშნავია, რომ კავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 1300 მეგავატს შეადგენს, მდებარეობს როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზეც. 1992 წელს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ასე გადანაწილდა: 40% - აფხაზეთს, 60% - საქართველოს. თუმცა, როგორც ქართული მხარე აცხადებს, ბოლო წლებში აფხაზეთი უფრო მეტს იღებს, ვიდრე საქართველო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აფხაზეთში დენის მოხმარება ყოველწლიურად 5-9%-ით იზრდება.

„სწორი გადაწყვეტილება“

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისი ამგვარად მოტივირებს: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი მაინც ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად ითვლება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად პასუხისმგებელია ერთნაირად იზრუნოს თავის ყოველ მოქალაქეზე.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე თავის კომენტარში, ოპოზიციის ბრალდების პასუხად, ამბობს, რომ საქართველო ელექტროენერგიას აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებს კი არ აწვდის, არამედ აფხაზეთის მოსახლეობას.

„ჩვენ ელექტროენერგიას აფხაზეთის მოსახლეობას ვაწვდით. აფხაზები ჩვენი ხალხია, აფხაზეთი კი - ჩვენი ტერიტორია. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება სავსებით სწორია“, - განაცხადა რევაზ არველაზემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ თანახმაა ოპოზიციის მოთხოვნაზე - გამოქვეყნდეს „ინტერრაო“-სთან დადებული კონტრაქტის ტექსტი, რომელიც, მისი აზრით, პარლამენტთან უნდა იყოს შეთანხმებული.

„არაფექტური პოლიტიკა“


როგორც პოლიტოლოგი გიორგი შაშიაშვილი თვლის, თუ საზოგადოებას აინტერესებს, მაშინ ხელისუფლებამ „ინტერრაო“-სთან დადებული კონტრაქტის ტექსტი უნდა გამოაქვეყნოს, თუმცა იგი ეჭვობს, რომ მოკლევადიან კონტრაქტში რაიმე სენსაციური (საიდუმლო) მომენტი იყოს დამალული. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პრობლემა იმაში კი არაა, თუ როგორ ფორმდება დოკუმენტები, არამედ იმაში, რომ მთავრობის მიერ აფხაზეთ- სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელებული პოლიტიკაში „თანმიმდევრობა და ლოგიკა არ ჩანს“.

რაც შეეხება აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხს, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ენგურჰესის რემონტის ფასს იხდის, აფხაზეთს ზამთრობით ელექტროენერგიას აწვდის, თანაც პრაქტიკულად უფასოდ (ტარიფი ძალზე დაბალია, მაგრამ აფხაზები ფულს მაინც არ იხდიან), თბილისი მაინც აგრძელებს აფხაზეთისთვის დამატებითი ელეტრონერგიის შესყიდვის მრავალწლიან ტრადიციას. თანაც აფხაზური მასმედია დენით უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე საერთოდ თვალს ხუჭავს.

„კეთილი ნების გამოვლენის ყველა ეს ფაქტი, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის საზარალოა, იმავდროულად არაფექტურიცაა. საქართველო ისეთი მდიდარი არ არის, რომ აფხაზეთის რეგიონის სუბსიდირება ასე მასშტაბურად მოახდინოს. ესე იგი, გამოდის, რომ ეს [კარგი] მიზნის მისაღწევად კეთდება, მაგრამ გადის წლები და მიზანი არ ხორციელდება, „ურემი ისევ იქ დგას“, სადაც ადრე იყო. იქნებ ცენტრალურ ხელისუფლებას დაფიქრება მართებს, რომ რაღაც პირიქით გააკეთოს, ან სხვანაირად?“, - ამბობს პოლიტოლოგი «Голос Америки»-ს კორესპონდენტთან საუბარში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის