logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
«Il Caffè Geopolitico»(იტალია): მიმდინარე წელს საქართველო სერიოზული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდება
«Il Caffè Geopolitico»(იტალია): მიმდინარე წელს საქართველო სერიოზული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდება
14:07 05.03.2019
იტალიური გამოცემა, «Il Caffè Geopolitico» საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას ვრცელ სტატიას უძღვნის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პოლიტოლოგ მათია ბალდონის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:

2019 წელი საქართველოში მრავალრიცხოვანი კითხვებით და მომავლის იმედებით დაიწყო. თბილისს უკვე ათ წელზე მეტია მოსკოვთან რთული დამოკიდებულება აქვს: სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ყოყმანობს სტატუს-ქვოს, ნორმალიზების იმედებს და ნატო-ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერ სწრაფვას შორის. ალბათ, საინტერესოა გავიგოთ - რა წინაპირობები არსებობს სერიოზული დიალოგის დაწყებისათვის, საქართველო-რუსეთს შორის არსებული რთული პრობლემების მოსაგვარებლად?

თბილისი „ორ ცეცხლს შორის“

მიმდინარე წელს საქართველო რიგი სერიოზული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდება: ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ინსტიტუციონალური რეფორმები, განამტკიცოს დემოკრატიული სისტემა და თან ისე, რომ ლავირება მოახდინოს ძლიერ პროევროპულ სწრაფვასა და რუსეთთან ურთთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას შორის. ქვეყნის ახალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შუამავლის რთული როლის შესრულება მოუწევს. მისი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება, რომელსაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, იმ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა, რომ იგი შედარებით უფრო ნაკლებად „მეომრულ“ პოზიციას დაიკავებს მოსკოვთან ძნელ დიალოგში. უფრო უარესი იქნებოდა, მის ადგილზე გრიგოლ ვაშაძე რომ ყოფილიყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიის წარმომადგენელია. პრინციპში, კაცმა რომ თქვას, რუსეთთან დიალოგისთვის მომენტი საკმაოდ ხელსაყრელია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა დაუყონებლივ „დაამშვიდა“ “ენთუზიასტები“ და განაცხადა, რომ სერიოზული და ეფექტური დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა - პირველ რიგში აუცილებელია, რომ სტრატეგიული პარტნიორების (ანუ ევროკავშირის და ნატოს) მხრიდან მხარდაჭერაში დავრწმუნდეთო.

უკიდურესად თავშეკავებულადაა გამოხატული კრემლის რეაქციაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებისადმი: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინმა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღიარეს, რომ ქართველი და რუსი ხალხები ერთმანეთთან სიახლოვე და იმავდროულად ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის შექმნილ დიდ დისტანციას. თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე დაახლოების პროცესმა სულაც ვერ მოახდინა გავლენა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ლიდერებზე, რომელთა ბაგეთაგან პროპაგანდისტული განცხადებები და მოსკოვის მიმართ ხოტბა-დიდება ისმის. თბილისის მიმართ კი ისინი ყოველგვარი კავშირების გაწყვეტის პოლიტიკას აგრძელებენ. ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას თქმით, სეპარატისტული რეგიონების საკითხი უკიდურესად რთულია და მას, ერთი მხრივ, ურთიერთობის რამდენიმე დონე (საქართველო-აფხაზეთი, საქართველო სამხრეთ ოსეთი, საქართველო-რუსეთი) განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი - გლობალური დონე (რუსეთი-დასავლეთი). ქვეყნის მასშტაბისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური წონის გათვალისიწინებით, საქართველოს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს პრობლემების შეზღუდული რაოდენობა, ამიტომაც, კორნელი კაკაჩიას აზრით აუცილებელია შუამავლობა იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებსაც რუსეთთან კარგ ურთიერთობა აქვთ. მათ შეუძლიათ ისარგებლონ თავიანთი პოლიტიკური გავლენით, რათა სტატუს-ქვო მკვდარი წერტილიდან დაიძრას. ამ საკითხით დაინტერესებული ყველა მხარისათვის აშკარაა, რომ თბილის-სოხუმ-ცხინვალს შორის ურთიერთობის აღდგენა, მართლაც წინასწარი პირობაა ყოველი იმ პროექტისათვის, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება და რომელიც მუდმივად ორ ცეცხლს შუა იმყოფება: ნატო-ევროკავშირში გაწევრიანებასა და მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს შორის.

სავაჭრო ურთიერთობები: არის თუ არა შანსები?

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნება კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance-ს მონიტორინგი განახორციელოს სავაჭრო ტვირთბრუნვის პროცესზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) გავლით იწარმოებს. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ პროცესებთან. საქმე იმაშია, რომ საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან ერთადერთი სახმელეთო გზა აკავშირებს, რომელიც ზემო ლარსის საკონტროლო-გამსვლელ პუნქტზე გადის. „საქართველოს სამხედრო გზა“, რომელზეც მუდმივად მოძრაობს დიდტვირთიანი მძიმე და მსუბუქი ავტოტრანსპორტი, წელიწადში ხშირადაა ბლოკირებული უამინდობისა და რთული რელიეფის გამო. გზაზე მოძრაობის შეფერხების გამო ზარალდება სომხეთი, რომელიც ბევრად არის დამოკიდებული კრემლზე. მართლაცდა სომხეთი, პატარა კავკასიური რესპუბლიკა, საქართველოს სამხრეთი მეზობელი, რუსეთთან მხოლოდ სამხედრო გზით არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან მოყოლებული, თბილისში იწყება და ვლადიკავკაზში მთავრდება.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას მოწმობს ქართველი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვები, რომელთა მიხედვით, საქართველო რჩება სატრანზიტო ქვეყნად რუსული გაზის სომხეთში ტრანსპორტირების საკითხშიც. მართალია, საქართველო საკუთარ თავს აზერბაიჯანული გაზით უზრუნველყოფს, მაგრამ იმავდროულად თბილისი უარს არ ამბობს ენერგეტიკული გზაჯვარედინის როლის შესრულებაზე რეგიონში. ამ რთულ სცენარში სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული იმით, რომ მუდმივად „უბიძგოს“ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს სატრანზიტო შეთანხმების რეალიზებისაკენ, სეპარატისტული რეგიონებზე გავლით. ამ საკითხის დელეგირება მესამე ნეიტრალური მხარისათვის (შვეიცარული კომპანიისათვის) შესაძლოა ის დადებითი ფაქტორი გახდეს, რომელიც მხარეთა შერიგების პროცესზე კეთილ გავლენას მოახდენს, თუმცა ამისთვის მრავალი სხვა ბარიერის გადალახვაც იქნება საჭირო.

თბილის-მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობების [რთულ] ხასიათს უმთავრესად ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განსაზღვრავს: რუსეთის მიერ აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო „რესპუბლიკების“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ამასთან, ქართული მხარე თვლის, რომ ხსენებული რეგიონები რუსეთის მიერაა ოკუპირებული. როგორც ჩანს, ამ საკითხში კომპრომისის მიღწევის გარეშე ყველანაირი მოლაპარაკება საბოლოოდ მაინც ჩიხში შევა. სამწუხაროდ, სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს წარმატებები პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში პოზიტიურ როლს ვერ ასრულებს. პირიქით - შესაძლოა სიტუაცია უფრო გაუარესდეს კიდეც. როგორც თვითონ კორნელი კაკაჩია თვლის, გულუბრყვილობა იქნებოდა თბილისი მოსკოვთან დამოკიდებულებაში მხოლოდ სავაჭრო კავშირების იმედზე იყოს. მხარეთა შორის ძალთა თანაფარდობა ისეთია, რომ ეკონომიკური ფაქტორი რუსეთის ხელში შეიძლება იმ რბილი ძალის ინსტრუმენტი გახდეს, რომლითაც მოსკოვმა საქართველოზე გავლენა მოახდინოს.

საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფო აღარაა

ამასობაში კი ევროპა საქართველოს ინვესტირებას ახდენს. 2019 წელს ევროკომისიამ თბილისს, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, 3,5 მილიარდი ევრო გამოუყო ქვეყანაში 18 ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების მიზნით, რომელთა შორის სატრანსპორტო სფერო პრიორიტეტულად ითვლება: თბილისმა მთავარი ყურადღება მას უნდა დაუთმოს და მოდერნიზება განახორციელოს. პროექტებს შორის არის ანაკლიის მასშტაბური ნავსადგურის მშენებლობა, რომელსაც დამფუძნებლები სიმბოლურად „ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ ნავსადგურს“ უწოდებენ. გეგმის მიხედვით, ანაკლია შავი ზღვის უდიდესი საერთაშორისო პორტი უნდა გახდეს. მისი ღირებულება, ზოგიერთი მონაცემემით, დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. ინვესტორები ძირითადად უცხოელები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ანაკლიის პორტით „ტრასეკას“ (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) სავაჭრო მარშრუტს „ახალი სუნთქვა“ გაეხსნება - მრავალრიცხოვანი ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივით, ევროპიდან აზიაში და პირიქით. ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის არსებობა ბოსფორის სრუტით კონტეინერმზიდი დიდი გემების მიღების საშუალებას იძლევა, ბოსფორის სრუტის გავლით. იმადროულად სწორედ ეს გარემოება აღიზიანებს რუსეთს, რადგან პერსპექტივაში საქართველოს ნატოს დიდი სტრატეგიული სამხედრო ხომალდების მიღების შესაძლებლობაც ექნება.

კრემლი ჯერ-ჯერობით დუმს, მაგრამ მას ანაკლიის პორტის პროექტი კატეგორიულად არ მოსწონს. სამაგიეროდ, მას მხარს უჭერს ჩინეთი. სწორედ ჩინეთი გახდა საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი, რომელმაც კავკასიურ ქვეყანასთან ვაჭრობის მოცულობა, 2002 წელთან შედარებით, თითქმის 40-ჯერ გააფართოვა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ერთი ჩინური „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი“ ანაკლიის მშენებლობის ღირებულების 25%-ს აფინანსებს. თბილისმაც, თავის მხრივ, ჩინური წარმოების 28 მატარებელი შეიძინა და დათანხმდა ჩინეთთან თანამშრომლობას ენერგეტიკული ქსელისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.

საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების იმ პოზიტიურ ასპექტებს შორის, რომლებიც მოსკოვისათვის მოსაწონი შეიძლება იყოს, უმთავრესად არის თბილისის აწონილ-დაწონილი და პრაგმატული ურთიერთობის გაგრძელება თეირანთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა აშშ-ის ხისტ პოზიციას ირანთან მიმართებით.

ენერგეტიკულ სექტორში (სამხრეთკავკასიური გაზსადენი) აზერბაიჯანთან და თურქეთთან წარმატებული სამმხრივი თანამშრომლობა იმის დემონტრირებას ახდენს, რომ საქართველო, როგორც იქნა, ნატოსა და ევროკავშირის დახმარებით, პოსტსაბჭოთა ორბიტის გარეთ იმყოფება. ქვეყანამ შეძლო ის, რომ მას უკვე თავისი, საკმაოდ ავტონომიური და მრავალფეროვანი სივრცე აქვს აზია-ევროპას შორის გზაზე მანევრირებისათვის. საერთოდ კი, წინააღმდეგობების ურთიერთშეთავსება, ისტორიულად, კავკასიის ბუნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის