logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„kaspiy“(აზერბაიჯანი): მოსწონს ერევანს, მაგრამ არ მოსწონთ ბაქოს და ანკარას
„kaspiy“(აზერბაიჯანი): მოსწონს ერევანს, მაგრამ არ მოსწონთ ბაქოს და ანკარას
16:31 06.02.2019
„რუსეთში დღეს ბევრი აცხადებს, რომ „საქართველო მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის ჩვენი ქვეყნის წინაშეო“. მცდარია თუ არა ასეთი თავლსაზრისი, ამას დრო გვაჩვენებს. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მოსკოვმა და თბილისმა დაასრულეს პროცედურები, რომლებიც საჭიროა 2011 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების („საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ“) პრაქტიკული რეალიზებისათვის. დოკუმენტში დაშვებულია იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - საქონლით ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის იქნეს გამოყენებული“, - ასე იწყება აზერბაიჯანულ გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებული სტატია.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში გადმოცემულია „დერეფნების“ საკითხზე საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკების ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები - მხარეთა განცხადებები (ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სახით), შვეიცარიულ კომპანიასთან დადებული კონტრაქტები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების პოზიციები და ა.შ.

„2011 წლის შეთანხმების რეალიზებით სომხეთიც არის დაინტერესებული“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამას რუსული მხარეც ადასტურებს. სომხეთს სურს, რომ რუსეთისაკენ (და პირიქით) ტვირთების გადასაზიდად, საქართველოს სამხედრო გზის გარდა - რომელიც ხშირად არის ბლოკირებული კლიმატისა და რთული რელიეფის გამო - ალტერნატიული მარშრუტიც ჰქონდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ [აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი] ორი მარშრუტი დატვირთული იქნება. მაგრამ ეს გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ საქართველო დათანხმდება ტვირთების გადატანას სოხუმისა და ცხინვალისაკენ.

„შეთანხმება მხარეებს დერეფნების ავტომატურად გახსნას არ ავალდებულებს. მასში მხოლოდ მონიტორინგის მექანიზმის შესრულების ვალდებულებაა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პოზიციის მიხედვით, შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს: „ჩვენ ვიმოქმედებთ დოკუმენტის პირობების მკაცრი დაცვით“. ეს ნიშნავს, რომ სრულიად სავარაუდოა ისეთი სიტუაცია წარმოიქმნას, როცა SGS-ის თანამშრომლები მარტის თვიდან შესაბამის პუნქტებში მუშაობას შეუდგებიან, მაგრამ ტვირთების მოძრაობა არ დაიწყება. მით უმეტეს, რომ 2011 წლის შეთანხმების ინტერპრეტირებას რუსი და ქართველი მხარეები სხვადასხვანაირად ახდენენ: მოსკოვი გამოდის იქიდან, რომ დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები უკვე საბაჟო საზღვრების სტატუსი ექნებათ (რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა), საქართველო კი თვლის, რომ ორივე რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ქართული მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ შეთანხმების პირობები ასე იქნას გაგებული: საკითხის ამგვარად დასმა პრინციპულად არასწორია. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი უკვე წინასწარ ჩიხში შევა. ჩვენ არ შევდივართ პოლიტიკურ დებატებში და ყველანაირად გვერდს ვუვლით მწვავე და ბასრ კუთხეებს, რადგან გვესმის და ვაცნობიერებთ - დოკუმენტის ფასი სწორედ მის ნეიტრალურ სტატუსშია. თუ ახლა საკითხების დასმას დავიწყებთ, ეს პოლიტიკურად მოუქნელი ნაბიჯი იქნება და საეჭვოა ასე მიზანს მივაღწიოთ“, - ხაზს უსვამს ზურაბ აბაშიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ „დერეფნების“ გახსნა საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია კიდევ ორი ქვეყნისათვის - საქართველოს უახლოესი პარტნიორებისათვის - აზერბაიჯანისა და თურქეთისათვის. საეჭვოა, რომ ბაქო და ანკარას სომხეთის დასახმარებლად დამატებითი გზების გახსნა მოეწონოთ - იმ სომხეთისათვის, რომელსაც აზერბაიჯანის მიწები აქვს ოკუპირებული და თვალი თურქეთის ტერიტორიებზეც უჭირავს. როგორ დააღწევს თავს თბილისი ასეთ სიტუაციას, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის