logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
«The New York Times» (აშშ): ბიტკოინის კურსის ვარდნის მიუხედავად, საქართველო ფსონს მაინც კრიპტოვალიუტის წარმოებაზე დებს
«The New York Times» (აშშ): ბიტკოინის კურსის ვარდნის მიუხედავად, საქართველო ფსონს მაინც კრიპტოვალიუტის წარმოებაზე დებს
14:50 23.01.2019
„საქართველოში ვირტუალური „ოქროს ციებ-ცხელებაა“ - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა გამალებით ცდილობს ბიტკოინის ანუ კრიპტოვალიუტის მოპოვებაში ლიდერი გახდეს“, - ასე იწყება სტატია, რომელიც აშშ-ის წამყვან გაზეთშია გამოქვეყნებული.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ლიზ ოლდერმანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის Bitfury-ის საქმიანობა საქართველოში, რომელიც 2015 წელს ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიიწვია.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მის საქმიანობას ხელი შეუწყო და შეღავათები მისცა, კარგი პირობები შეუქმნა, - აღნიშნულია სტატიაში, - კომპანია Bitfury ციფრულ ფულს აწარმოებს და ამ მიზნით საქართველოს ჰიდრორესურსებით გამომუშავებულ ელექტროდენს, რომელიც კავკასიის მთებიდან დაშვებულ მდინარეებს მოაქვს, მილიონობით დოლარად აქცევს. ათასობით ქართველი ჩაება „ბიტკოინების მოპოვებაში, გაყიდეს ავტომანქანქბი, ძროხებიც კი და მძლავრი კომპიუტერები შეიძინეს - ასე ჩაერთვნენ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ პროექტში. თუმცა, როგორც ავტორი წერს, ეს ექსპერიმენტი შეიძლება პრობლემებს წააწყდეს, რადგან დღეს ბიტკოინის კურსი მცირდება, წინა წლების მატებისაგან განსხვავებით.

სტატიაში ნათქვამია, რომ პროექტის რეალიზება დიდი რაოდენობის ელექტროდენს მოითხოვს (გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 10%-ს). მსოფლიო ბანკმა საქართველო კრიპტოვალუტის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მწამროებლად მიიჩნია.

სტატიაში საუბარია აგრეთვე იმ სხვა პროექტებზეც, რასაც ამერიკული კომპანია ახორციელებს საქართველოში - მაგალითად, Bitfury დაეხმარა საქართველოს მთავრობას, რომ მიწის რეესტრის დიდი ნაწილი ციფრულად, ბლოკჩეინის სახით გარდაექმნა და ამრიგად, საქართველოს მთავრობა პირველი გახდა, რომელსაც უსაფრთხო ციფრული მონაცემები აქვს. მალე, ალბათ, იგივე მოხდება საგადასახადო სფეროშიც. საქართველო ცდილობს კრიპტოვალიუტის წარმოებაში მალტას, ბერმუდს და სხვა ქვეყნებს გადაუსწროს.

„თბილისის ცენტრში უცხოელ ტურისტებს სასტუმრო „მარიოტი“ ნეონის განათებით ხვდება. მის გვერდით კი კრიპტოვალიუტის ბირჟა მდებარეობს. როცა 2003 წელს ქუჩის პროტესტების შედეგად საბჭოთა ეპოქის ბოლო ლიდერი ხელისუფლებას ჩამოსცილდა, ახალმა მთავრობამ, რომელმაც სიღარიბესთან და კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, ქვეყანა უცხოური ინვესტიციების მისაზიდ ფორპოსტდ გადააქცია. ამჟამად საქართველოში არსებობენ მსხვილი საფინანსო დაწესებულებები, კაზინოები. ერთ-ერთი კერძო კომპანია, რომელმაც რისკზე წავიდა და მზერა პოსტსაბჭოთა ქვეყანას მიაპყრო, Bitfury აღმოჩნდა“, წერს ავტორი და კომპანიის წარმომადგენელს რემი ურუმაშვილს ესაუბრება. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა ქართველი კანონმდებლები, რომ საქართველო კრიპტოვალიუტის ბაზარზე უნდა ყოფილიყო.

„დადიოდა ხმები, რომ ქვეყნის ექს-პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი, საქართველოს ყველაზე მდიდარი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ციფრული ექსპერიმენტი იდუმალი ბენეფიციარი იყო, თურმე კრედიტიც მიუცია Bitfury-სათვის საკუთარი საინვესტიციო ფონდიდან“, - აღნიშნავს ავტორი და იქვე წერს, რომ ბატონმა ივანიშვილმა ინტერვიუზე უარი თქვა.

როგორც რემი ურუმაშვილი აცხადებს, Bitfury არ არღვევს საქართველოს კანონებს, და კრედიტი უკვე დიდი ხანია გადახდილია. ბიძინა ივანიშვილს Bitfury-თან არავითარი კავშირი არ აქვს.

სტატიაში ვრცლადაა აღწერილი კრიპტოვალიუტის შემქმნელი ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს და რომელშიც დამონტაჟებულია თანამედროვე აპარატურა, მძლავრი გამაცივებლებით. ავტორი ესაუბრება ინჟინერ ილია ყორანაშვილს, რომელიც Bitfury-ის მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს. სავარაუდო შეფასებებით, კომპანია ბიტკოინების 5%-ს მოიპოვებს, მაგრამ, ბუნებრივია, სინამდვილეს არავინ არ ამბობს, - აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი Bitfury-ის კონკურენტების პოზიციასაც, მაგალითად, მცირე კრიპტომაინინგური კომპანიის „ოქროს ვერძის“ დირექტორს ვახტანგ გოგოხია ამბობს, რომ იგი მხოლოდ ერთ მეგავატ ელექრტროენენრგიას იყენებს, რომელიც ათასი ბინის გასანათებლად არის საკმარისი, Bitfury კი მუდმივად ხარჯავს 45 მეგავატამდე ენერგიას (ან უფრო მეტსაც).

კრიტიკოსების აზრით, საქართველოს მთავრობა, რომელიც Bitfury-ის მსგავს კომპანიებს ხელს უწყობს, გადასახადების გადამხდელებს ძარცვავს და აიძულებს მათ გადაიხადონ ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიების სასარგებლოდ.

სტატიის ავტორი იმოწმებს ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „Bitfury-ისადმი საქართველოს მთავრობის ხელგაშლილობამ (ანუსასათბურე პირობების შექმნამ) ქვეყანას მილიონობით საგასახადო შემოსავლები დააკლო. „ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მაგრამ რემი ურუმაშვილის თქმით, დეპუტატი არასწორია და მსგავსი საფრთხე არ არსებობს: „პირიქით,Bitfury-მა ბევრი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყქანას და მომავალში გზა გაუკვალა. როცა ჩვენ მსოფლიო რუკაზე მოხვედრის ბილეთი გვაქვს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ“. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ კრიპტოვალიუტა საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვის ერთადერთი გზა არ არის, არსებობს სხვა წყაროებიც, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა