logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ng.ru“: რუსეთი საქართველოში გავრცელებული სასიკვდილო ვირუსით შეშფოთებულია
„ng.ru“: რუსეთი საქართველოში გავრცელებული სასიკვდილო ვირუსით შეშფოთებულია
15:01 15.01.2019
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებასთან დაკავშირებულ სიტუაციას და გადმოცემულია ის ძალისხმევა, რასაც რუსეთის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ - რუსეთის ტერიტორიაზე ვირუსის შეღწევის თავიდან აცილების მიზნით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1-ის გავრცელების გამო რუსეთმა გააძლიერა სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რის შედეგადაც უამინდობით გამოწვეული ავტომანქანების რიგი შეიძლება კიდევ უფრო გადიდდეს, რადგანაც შემოწმება დროს მოითხოვს. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, დაავადების მასშტაბი მცირდებაო, მაგრამ ფაქტია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც მატულობს. როგორც „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენელი, ფატიმა ბეგუზაროოვა ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში, „ჩვენ ვაცნობეთ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებს, რომ გააძლიერონ კონტროლი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საზღვარზე გადმოდიან. აუცილებელია მათი შემოწმება, რადგან, ვირუსის საინკუბაციო პერიოდის გათვალისწინებით, ადამიანი შეიძლება საქართველოში დაავადდეს, ავადმყოფის ნიშნები კი მას რუსეთში გამოაჩნდეს“.

რუსეთი საქართველოსთან ჯერ-ჯერობით საზღვარს არ ხურავს, მაგრამ რაც შეეხება „ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“, მათ უკვე მიიღეს რადიკალური ზომები და საზღვრებზე მოძრაობა აკრძალეს, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მოსახლეობის ანტიგრიპული პრეპარატებით მომარაგების თაობაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება უფასოდ უზრუნველყოფს ავადმყოფ ადამიანებს მედიკამენტებით, კერძოდ „ტამიფლუს“ პრეპარატით.

შექმნილი სიტუაციის გამო საზოგადოების წარმომადგენელებმა მზერა ისევ რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიას მიაპყრეს: ობივატელს კითხვა უჩნდება - რატომ მეორდება ყოველწლიურად გრიპის სასიკვდილო ვირუსის გავრცელება? სანამ ლაბორატორია გაიხსნებოდა, გრიპის ასეთი აფეთქებები ხომ არ ყოფილაო...

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება შეუსვენებლივ უარყოფს ამ ეჭვებს: „დაავადების კონტროლის ეროვნული ცემტრი“ (ასე ჰქვია ლაბორატორიას ოფიციალურად) სამეცნიერო დაწესებულებაა, იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა მითითებას და საუბარი იმაზე, რომ ცენტრში რაღაც ექსპერიმენტები ტარდებაო, სრული აბსურდია.

როფოგორც ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს, ლაბორატორია გამჭვირვალედ მუშაობს და არავინ არაფერს არ მალავს. „გამჭვირვალეობა ჩვენი მუშაობის მუდმივი პირობაა. შემოწმების მიზნით რუსი სპეციალისტებიც იყვნენ მოწვეულები, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, თუმცა კარგი იქნებოდა საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და ამით თუ ბოლო არ მოეღებოდა ჭორების გავრცელებას, შემცირდებოდა მაინც“.

ამასთან, რუსი პოლიტოლოგი ალექსი მარტინოვი დარწმუნებულია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. „დოკუმენტები ლუგარის ლაბორატორიის საეჭვო საქმიანობაზე არაერთხელ იქნა გავრცელებული როგორც საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრის იგორ გიორგაძის, ასევე ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევის მიერაც“, - უთხრა ალექსეი მარტინოვმა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს. „ლუგარის ლაბორატორია თითქოსდა კეთილი მიზნებისთვის გაიხსნა და მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურება, მაგრამ მაშ რატომ მატულობს დაავადების რაოდენობა? შეიძლება ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ მაინც საეჭვო ხასიათი აქვს. რაც შეეხება ქართული მხარის მოწოდებას - მოდით და ნახეთ, რას ვაკეთებთ, ლაბორატორიის უსაფრთხოებაში თვითონ დარწმუნდითო, ეს მოწოდება, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ - სადაა გარანტიები, რომ რუს ექსპერტებს ქართველები ყველაფერს აჩვენებენ და არა მარტო იმას, რასაც თვითონ ჩათვლიან საჩვენებლად?“, - ამბობს პოლიტოლოგი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა