ბელარუსული მასმედია საქართველოში გრიპის გავრცელების თემატიკას ეხმიანება. გაზეთი «Белорусские новости»
აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში და საქართველოში ხალხი გრიპით იხოცება. ემუქრება თუ არა იგივე ბელარუსს?“ (ავტორი - ელენე სპასიუკი).
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში და უკრაინაში შექმნილი სიტუაცია გრიპის ვირუსის გავრცელების თაობაზე (კიევში გარდაცვლილა ერთი ადამიანი). როგორც ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ინა კარაბანი აცხადებს, ის, რაც საქართველოში და უკრაინაში ხდება, ბელარუსში არ მოხდება, რადგან წინასწარი პროფილაქტიკური სამუშაოები უკვე ჩატარებულია - მოსახლეობა აცრილია.
მისი თქმით, „მე ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა ადამიანები უარს აცხადებენ და ამბობენ - რად გვინდა აცრები, რა საჭიროა? ალბათ, 13 გარდაცვლილი ქართველიც ასე ფიქრობდა... მოკლედ, ვაქცინაცია აუცილებელია“.