logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
„kommersant“(რუსეთი): აისახება თუ არა „ღორის გრიპის“ გავრცელება საქართველოს ტურისტულ სფეროზე? ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია
„kommersant“(რუსეთი): აისახება თუ არა „ღორის გრიპის“ გავრცელება საქართველოს ტურისტულ სფეროზე? ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია
15:47 10.01.2019
„საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია იმ მოსალოდნელი ზარალით, რომელიც შეიძლება ტურისტულ სფეროს მიადგეს „ღორის გრიპის“ გავრცელების გამო“, - წერს რუსული გაზეთი „კომერსანტი“.

„საქართველოში უკვე ათზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა გრიპის ვირუსით (H1N1), რომელსაც მოსახლეობაში „ღორის გრიპს“ უწოდებენ. ქვეყნის ხელისუფლება აღიარებს, რომ აღნიშნული ვირუსით უკვე რამდენიმე ათასი მცხოვრებია დასნებოვნებული, მაგრამ მაინც ამტკიცებს, რომ ეპიდემიაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ამის მიუხედავად, საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების უმრავლესობა სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ხოლო სასკოლო არდადეგები განზრახულია მანამდე გაგრძელდეს, სანამ გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია არ დასტაბილურდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში H1N1-ით 7 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული. თუმცა, როგორც «КоммерсантЪ»-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ეპიდემიის გამოცხადება ნაადრევია: „ეპიდემიოლოგიური ზღურბლი - 500 ავადმყოფია 100 ათას მცხოვრებზე, დღეს კი საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა 256 ადამიანია ასი ათას მცხოვრებზე“.

პაატა იმნაძე გაზეთის კორესპონდენტს უყვება, თუ რა ზომებს ირებს საქართველოს ხელისუფლება გრიპის დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი ამბობს, რომ სახელმწიფო საცავიდან გამოიყო პრეპარატ „ტამიფლუს“ დამატებითი რაოდენობა, რომელიც ერთადერთ ქმედით სამკურნალო საშუალებად ითვლება „ღორის გრიპის“ წინააღმდეგ და რომელიც მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას უფასოდ მიეწოდება. თუმცა ბოლო დღეებში „ტამიფლუს“ თბილისის აფთიაქებში იშვიათად თუ იპოვის ადამიანი. „ეს აჟიოტაჟური მოთხოვნის ბრალია“, - ამბობს პაატა იმნაძე. საერთოდ კი, პრეპარატი საკმაოდ ძვირია - ათი ცალი აბი თითქმის ასი ლარი ღირს - დაახლოებით 37 დოლარი, მაშინ როცა სრულფასოვანი მკურნალობისთვის 20 აბია საჭირო.

ქვეყნის ხელისუფლება აშკარად შეშფოთებულია იმით, რომ ვაითუ „ღორის გრიპმა“ ტურისტული ინდისტრია დააზარალოსო და თუ ეს მოხდება, საბიუკეტო შემოსავლები, ბუნებრივია, შემცირდება: გასულ წელს 3,7 მილიონიანმა საქართველომ 8 მილიონი ტურისტი მიიღო (რუსეთიდან - ერთი მილიონი). «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტის კითხვაზე, ხომ არ ემუქრება რუს ტურისტებს საფრთხე „ღორის გრიპის“ გავრცელების გამო, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ ამ ვირუსის გავრცელების დონე თითქმის ისეთივეა, როგორც თურქეთში ან ჰოლანდიაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით.

იმავდროულად პაატა იმნაძემ „აბსოლუტური ტყუილი“ და „ბოროტგანზრახული საინფორმაციო პროვოკაცია“ უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმებს, თითქოსდა გრიპის ვირუსის გამოჩენა რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიის მუშაობასთან არის დაკავშირებულიო (სხვათა შორის, ბოლო ხანებში „აშშ-ის არმიის კუთვნილი ობიექტის“ საფრთხეზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც საკმაოდ ხშირად აცხადებდა). პაატა იმნაძემ საუბარში აღნიშნა, რომ ლაბორატორია ამჟამად ამერიკას კი არ ეკუთვნის, არამედ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს). „ჩვენ ღია ვართ ყველა დაინტერესებულ მხარისათვის. ჩვენს ცენტრში არაერთხელ ყოფილან რუსეთიდანაც“, - ხაზი გაუსვა პაატა იმნაძემ.

როგორც «КоммерсантЪ»-ს რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის წარმომადგენელმა ირინა ტიურინამ განუცხადა, რუს ტურისტებს საქართველოში „ღორის გრიპით“ დაავადების საფრთხე არ ემუქრებათ: „წინა ეპიდემიების გამოცდილება ადასტურებს, რომ გრიპის გავრცელების აფეთქებები ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობაში ხდება და როგორც წესი, არატურისტულ დასახელბულ პუნქტებში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებებში მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებია ნახსენები, ტურისტებზე ინფორმაცია არ არის. რასაკვირველია, ტურისტები ფრთხილად უნდა იყვნენ, მაგრამ სიტუაცია რუსეთის მოქალაქეებს არ ემუქრება“.
-----------
საქართველოში „ღორის გრიპის“ გავრცელებაზე მეზობელი თურქეთის მასმედიაც წერს. პრესა შეშფოთებულია ადამიანების სიკვდილიანობის ზრდით. გაზეთ «Gumhuriyet»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოში „ღორის გრიპით“ გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება“ ხაზგასმულია, რომ დაავადებული ადამიანებიდან ყველაზე მეტი თურქეთის მოსაზღვრე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გარდაიცვალაო... (წყარო: http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/1195297).




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article