logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
«La Diplomatie» (საფრანგეთი): სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალები“ „დასავლური აქცენტის“ გამო საყვედურობენ
«La Diplomatie» (საფრანგეთი): სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალები“ „დასავლური აქცენტის“ გამო საყვედურობენ
17:10 04.01.2019
ფრანგული გამოცემის, «La Diplomatie»-ს მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში განხილულია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია, მისი წინასაარჩევნო კამპანიის გარემოებები, ქვეყნის მეთაურად არჩევა და სხვა ფაქტები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„თვალი გავადევნოთ სალომე ზურაბიშვილის - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი იმიგრანტების ასულისა და ყოფილი ფრანგი დიპლომატის გზას, რომელიც გასული 2018 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე იქნა არჩეული. რა თქმა უნდა, საქართველოში პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობით როლს ასრულებს და რეალური ხელისუფლება მთავრობის მეთაურს - პრემიერ-მინისტრს აქვს, მაგრამ ფრანგი ქალი-დიპლომატისათვის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავება განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს და ყურადღებას იმსახურებს.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად, 2018 წლის 28 ნოემბერს, ხმების 59,5%-ით იქნა არჩეული. ეს არის იმ ადამიანის გამარჯვება, რომელიც მტკიცე ევროპელად ითვლება და რომელსაც სურს, რომ მისი ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. საქართველო ევროკავშირისთვის დადებით სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა ქვეყანაში პოპულისტური ჯგუფების რაოდენობა მატულობს.

საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლინდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული [საკმაოდ არაკორექტული] ქმედებები: ოპონენტი ნაციონალისტები მას ქართულად საუბრის დროს „დასავლური“ აქცენტის გამო საყვედურობდნენ. მიზეზი - 2018 წლამდე საქართველოს ახალი პრეზიდენტი საფრანგეთის მოქალაქე იყო, პარიზში დაბადებული, 1921 წელს საქართველოდან ემიგრირებულთა ოჯახში.

Science-Po-ს (პოლიტიკის სწავლების ინსტიტუტის) დამთავრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ხანგრძლივ დიპლომატიურ კარიერას იწყებს. დიპლომატის გზამ იგი წაიყვანა აშშ-ში, რომში, ჩადში, ბრიუსელში, პარიზში... მოკლედ, დიპლომატიური დავალებების შესაბამისად.

2003 წელს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ იგი საქართველოს მთავრობის წევრი - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება და საქართველოს მოქალაქეობას იღებს. თუმცა რადგანაც იგი დაუპირისპირდა იმ დროს საკმაოდ ძლიერ პიროვნებას მიხეილ სააკაშვილს, მასთან დაძაბულმა ურთიერთობამ მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება გამოიწვია.

მაგრამ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქვეყნისადმი სამსახურზე უარი არ უთქვამს. მან დაარსა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ხოლო 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად იქნა არჩეული. მოგვიანებით მან საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე არჩევის მიზნით წამოაყენა. ქვეყნის მეთაურად ბალოტირების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა - საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნისამებრ, რომელიც პრეზიდენტის ორმაგ მოქალაქეობას გამორიცხავს.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა