logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„iz.ru“(რუსეთი): რით აკვირვებს მზიური აჭარა რუსეთიდან ჩასულ სტუმრებს? რეპორტაჟი ახალი ტურისტული საქართველოდან
„iz.ru“(რუსეთი): რით აკვირვებს მზიური აჭარა რუსეთიდან ჩასულ სტუმრებს? რეპორტაჟი ახალი ტურისტული საქართველოდან
14:36 03.01.2019
„საქართველო რუსი ტურისტებისათვის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების სამეულში შევიდა მომავალი 2019 წლისათვის. საერთოდ კი, კავკასიის ამ მიმზიდველ რესპუბლიკაში დასვენებისა და მოგზაურობის მსურველთა ზრდა წინა წლებში დაიწყო. კერძოდ, რუსები ძალიან დაინტერესდნენ აჭარით - საქართველოს შავიზღვიპირა ავტონომიით. აჭარა მხოლოდ ლეგენდარული ხაჭაპური და წითელი ღვინო არაა, რაშიც ჩვენი კორესპონდენტი ივან პეტროვი თვითონ დარწმუნდა საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეში ყოფნისას“, - ასე იწყება რუსული გამოცემის, «Известия»-ს მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია, რომელშიც ავტორი თავის გიდთან - ბათუმელ როსტომ ქიქავასთან ერთად ათვალიერებს ქალაქ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს, ეცნობა მის ისტორიას, მთიან აჭარას, ადგილობრივ ტრადიციებს და თავის შთაბეჭდილებებს გაზეთის მკითხველს უზიარებს.

„ეროვნული სამზარეული, სუფრა, ცეკვა-სიმღერა, მდიდარი ისტორია - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამიერკავკასიის უძველესი სახელმწიფოს ყოველი მცხოვრებისთვის ძვირფასია, მაგრამ დღეს ქართველთა სიამაყე სხვა რამეშიც გამოსჭვივის - დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთა ახალ ხედვებში და თვითშეგნებაში, ეკონომიკურ წარმატებებში.

„ჩვენს ქვეყანაში დღეს კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე“, - მეუბნება როსტომი. საქართველოში არ არიან „გაიშნიკები“ - ყოფილი ავტოინსპექტორების ფუნქციას პოლიციის პატრული ასრულებს, რომლებთაც ჩასაფრებების მოწყობა აკრძალული აქვთ. პატრული მუდმივად მოძრაობს... მოსახლეობა ძალიან აკურატულია - ცდილობენ ქალაქი არ დაანაგვიანონ და ნაკლებად ისარგებლონ პოლიეთილენის ბოთლებით...

ბათუმური ფასები რუსებს გააკვირვებთ. ერთი ქართული ლარი დაახლოებით 25 რუსულ რუბლს უდრის. ასე რომ, ხარჯები სრულიად ნორმალურია. უფრო მოსახერხებელია საბანკო ბარათით გადახდა. პროდუქტების ფასები მაღაზიებში რუსულის მსგავსია და ძალიან ხშირად ბევრად იაფი, განსაკუთრებით ხილი, ბოსტნეული და ღვინო. „ბორჯომი“ კი ოთხჯერ იაფია! (...)

ჩემს მიერ გაგონილი ხმები, რომ საქართველო საბოლოოდ გადაიქცა ინგლისურენოვან ქვეყნადო, აჭარაში ყოფნის პირველი დღეებიდანვე გაიფანტა. ბათუმელებს რუსულ ენაზე საუბარიც შეუძლიათ და ხუმრობაც, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც do not speak russian („რუსულად არ ლაპარკობენ“). თუ „რუსო ტურისტო“ ისეთ მაღაზიაში შევა, სადაც იშვიათად, მაგრამ მაინც ვერ გაუგებენ, მაშინ ისეთ ადამიანს მიუყვანენ, რომელსაც რუსული ენაზე განმარტების მიცემა შეუძლია. დღეს საქართველოში ძალიან ბერი სკოლაა, სადაც რუსულ ენას არა მარტო ასწავლიან, არამედ მის ცოდნას უღრმავებენ. ტელევიზორებში რამდენიმე ჩვენი არხის ყურება შეიძლება, რუსული „კირილიცა“ მოჩანს მაღაზიების აბრებზე, კიოსკებში კი საკმაოდ მრავალფეროვანი რუსული პერიოდული პრესას დაინახავთ. ასე რომ, იმის შიში, თითქოსდა თქვენ აჭარაში ყოფნისას ვერავის ვერაფერს გააგებინებთ, უსაფუძვლოა. ამას ადასტურებენ ადგილობრივი ტურბიზნესის წარმომადგენლებიც.

[ქართველი და რუსი ხალხების კავშირს] განაპირობებს არამარტო ისტორიული და კულტურული სიახლოვე, არამედ ეკონომიკური ინტერესებიც: რუსი მოგზაურები საქართველოსათვის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს“, - ხაზს უსვამს ავტორი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მრჩევლის, კომპანია Adjaratour-ის გენერალური დირექტორის ირაკლი თავართქილაძის ნათქვამს იმოწმებს: „2017 წელს საქართველოს ნახევარი მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, ხოლო უკვე მიწურულ 2018 წელს ეს ციფრი 15%-ით გაიზარდა“.

წყარო: region.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა