logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
«Forbes» (აშშ): დედა საქართველოსთვის -როგორ გახდა ქვეყნის მეთაური ქართველი ემიგრანტების შვილიშვილი
«Forbes» (აშშ): დედა საქართველოსთვის -როგორ გახდა ქვეყნის მეთაური ქართველი ემიგრანტების შვილიშვილი
11:39 05.12.2018
გავლენიანი გამოცემა «Forbes», საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

2003 წელს სალომე ზურაბიშვილმა - სტაჟიანმა ფრანგმა დიპლომატმა, ჩააწყო თავისი ბარგი ბებიის ნაქონ დიდ სკივრში და საქართველოში გაემგზავრა. მან დატოვა პარიზი იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას დაისახა - საფრანგეთის ელჩად ყოფნა საქართველოში. 1921 წელს - მას შემდეგ, რაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, სალომე ზურაბიშვილის ბებია და ბაბუა იძულებულნი გახდნენ სამშობლოდან ემიგრაციაში წასულიყვნენ. ისინი საფრანგეთში ერთი ხის სკივრით ჩავიდნენ, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მათი შვილიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი - დიპლომატიურ მივლინებებში თან წაიღებს. სალომე ოჯახში ერთადერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა - მისი ბაბუა ივანე ზურაბიშვილი, ასი წლის წინათ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრი იყო. სამწუხაროდ, იმ დროს რესპუბლიკამ მხოლოდ რამდენიმე წელს იარსება.

დედამისი ზეინაბ კედია დიასახლისობდა, ხოლო მამა - ლევან ზურაბიშვილი, განათლებით ინჟინერი, პარიზში, საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა. გარდა ამისა, სამუშაოსაგან თავისუფალ დროს იგი საფრანგეთში არსებულ ქართულ დიასპორაშიც თავმჯდომარეობდა, რომელიც თვითონვე ჩამოაყალიბა. ლევან ზურაბიშვილის დახმარებით და ხელშეწყობით პარიზში ქართული ეკლესიაც აშენდა. საქართველოსგან მოშორებით მყოფი მშობლები ცდილობდნენ თავიანთი შვილებისათვის ისტორიული სამშობლოსადმი სიყვარული ჩაენერგათ. საქართველოს მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა მამამისმა: ბავშვობაში სალომე არა მარტო ქართველ დისიდენტთა სტატიებს თარგმნიდა ფრანგულ ენაზე, არამედ მონაწილეობდა იმ საპროტესტო აქციებშიც, რომლებიც პარიზში საბჭოთა ლიდერების ვიზიტების წინააღმდეგ იმართებოდა ხოლმე. გარდა ამისა, სალომეზე იმოქმედა თვით ევროპულ დედაქალაქში ცხოვრებამაც ცივი ომის წლებში. იგი დაინტერესებული იყო ისტორიით, ლიტერატურით, საზოგადოებრივი განწყობებით და ამიტომ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ) განაგრძო.

დასავლური გავლენა და ოჯახი

1974 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა სამსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო.დიდი ხნის განმავლობაში იგი სხვადასხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საფრანგეთის ინტერესებს იცავდა მანამ, სანამ იგი სამინისტრომ თავის ისტორიულ სამშობლოში სამუშაოდ არ გაგზავნა. 2003 წელს სალომეს დიდი ხნის ოცნება აუსრულდა - იგი წინაპრების ქვეყანაში საფრანგეთის ელჩის რანგში დაბრუნდა. იმ დროისთვის იგი უკვე 51 წლისა იყო, ორჯერ გათხოვილი, ორი შვილით (...) პირველი მეუღლე ირანელი ქართველი გორჯესტან გუგუშვილი იყო, მასთან სალომეს ორი შვილი შეეძინა, მეორე - ჯანრი კაშია, დასავლეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც სალომესათვის „მთელი ცხოვრების სიყვარული“ იყო. სამწუხაროდ, ჯანრი კაშია მეუღლის პოლიტიკური კარიერის ტრიუმფს ვერ მოესწრო, იგი 2012 წელს გარდაიცვალა.

დაბრუნება სათავეებთან

ძნელია იმის თქმა, თუ რატომ გაგზავნეს სამშობლოში ელჩად სწორედ სალომე ზურაბიშვილი. დიპლომატიის დაუწერელი კანონების თანახმად, ელჩს არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, სადაც იგი დიპლომატად იგზავნება. სალომემ ამ პრაქტიკის შეცვლა როგორღაც მოახერხა. მართალია, საქართველოში საფრანგეთის ელჩად მან მცირე ხანს იმუშავა - ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილი მთავრობაში მიიწვია და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. „საქართველოს ასეთი მაღალი კლასის დიპლომატი არასდროს არ ჰყოლიაო“, - ამბობდა მიხეილ სააკაშვილი.

მინისტრის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებას რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანა წარმოადგენს. თუმცა ქართული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის პოსტზე იგი დიდხანს არ ყოფილა: ერთი წლის შემდეგ სალომე თანამდებობიდან გადააყენეს - იმდროინდელ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალთან - პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან კონფლიქტის გამო. სალომე ზურაბიშვილის აზრით, ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ქვეყანაში „კლანური დიქტატურის“ შექმნას ცდილობდა, ეჭვი ეპარებოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრის კომპეტენტურობაში, რომელსაც მუშაობის სერიოზული, ევროპული გამოცდილება ჰქონდა.

როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი თვლის, ორი ქალბატონის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ საგარეო საქმეთა უწყების მეთაური ისწრაფვოდა ელჩების საქმიანობა მთლიანად მის კონტროლქვეშ ყოფილიყო, რომლებიც არცთუ ისე იშვიათად მინისტრის ბრძანებებს ეურჩებოდნენ და უფრო მეტად პარლამენტიდან მიღებული მითითებებით ხელმძღვანელობდნენ. ამ ბრძოლაში გამარჯვებას სალომემ ვერ მიაღწია, პარალელურად კი პრეზიდენტთან ურთიერთობის გაურესებაც დაიწყო... იგი საქართველოში კიდევ რამდენიმე წელი დარჩა, შემდეგ კი, როცა ადგილობრივი ხელისუფლების პატიოსნებაში ეჭვი შეეპარა, ქართული პოლიტიკა დროებით დატოვა

გზა პარიზისკენ და უკან

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს პარიზში „გადასახლება“ მოუწყო: იმ ხანებში მან მოასწრო მუშაობა გაეროს წარმომადგენლობაში (ირანის პრობლემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელად). „განდევნის“ პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა - ორი წლის შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდა და მხარი დაუჭირა მმარტველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკურ სცენაზე მოულოდნელად გამოსულ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. 2013 წელს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობაც სურდა, მაგრამ რადგანაც მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, რეგისტრირებაზე უარი განუცხადეს.

ხუთი წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კვლავ სცადა ბედი პრეზიდენტად არჩეულიყო - ამჯერად იგი კარგად მოემზადა და საფრანგეთის მოქალაქეობაც კი დატოვა. ამ არჩევნებს ისტორიულს უწოდებენ რამდენიმე მიზეზის გამო:

- ეს იყო პრეზიდენტის უკანასკნელი არჩევნები, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის გზით ჩატარდა. მომდევნო პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს;

- პირველად ქვეყნის ისტორიაში, მმართველ პარტიას „ქართულმა ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია და მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ ოპონენტს;

- პირველად ისტორიაში, ქვეყნის მეთაურის პოსტი ქალმა დაიკავა.

სალომე ზურაბიშვილისათვის, რომლის მთავარ მოწინააღმდეგეს საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენდა, საკმაოდ რთული იყო მოსახლეობის ნდობის მოპოვება: მან ცუდად იცის ქართული ენა და ხალხის წინაშე გამოსვლა იოლი არ იყო. საბოლოო ჯამში, მან არჩევნების მეორე ტურში ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილისათვის მხარი შემთხვევით არ დაუჭერია - ოლიგარქი ცდილობს საკუთარ ხელში ჰქონდეს ხელისუფლება როგორც მმართველი პარტიის, ისე პრეზიდენტის პოსტის მეშვეობით. მილიარდერისათვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მისაღები აღმოჩნდა: პრეზიდენტი დამოუკიდებელი ვერ იქნება, რადგან მას არ ჰყავს თავისი პარტია, ანუ ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქი კვლავ მოახდენს გავლენას სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე თვითონ სალომე ზურაბიშვილი კი დარწმუნებულია, რომ ქალ-პრეზიდენტს შეუძლია უფრო მომთმენი და მიმტევებელი იყოს მამაკაცთან შედარებით, რომლებიც მზად არიან რადიკალური ზომების მიღებაზე. სწორედ ამიტომაა ქალი-პრეზიდენტი საინტერესო ხალხისათვის. სახელმწიფოს ახალი მეთაური ერთ-ერთ თავის მთავარ მისიად ქვეყანაში ქალთა როლის ზრდასა და მათ უსაფრთხოებას თვლის. მთავარი პოლიტიკურ ამოცანა - საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ თანამეგობრობაში. „ამისათვის ახალგაზრდებთან მუშაობაა საჭირო. კარგია, როცა ისინი საზღვარგარეთ სწავლობენ და ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ მათ სწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებაც უნდა უნდოდეთ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. მას სურს თავისი სახელმწიფოსათვის დედის როლი შეასრულოს - იყოს მზრუნველი და მფარველი იმ ქვეყნისა, რომელსაც, მისი აზრით, წინ დიდი მომავალი ელოდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
Pleas creat article