logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„Euronews“: ვაშაძის გამარჯვება და სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნება არასტაბილურობას გამოიწვევს
„Euronews“: ვაშაძის გამარჯვება და სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნება არასტაბილურობას გამოიწვევს
19:42 27.11.2018
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი არჩევნებში კენჭს არ იყრიან, არჩევანი ფაქტობრივად მათ შორის კეთდება – საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით Euronews-ი სტატიას აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილია, აღნიშნული პარტია კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დაფუძნებულია, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად არის გასამართლებული.

სტატიის ავტორი წერს, რომ არჩევნებში ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ საქართველოში დაბრუნებას შეეცდება.

„ვაშაძე დიდი ალბათობით სააკაშვილი პოლიტიკას გააგრძელებს, ნატო-სა და ევროკავშირისკენ კურსს, ასევე შეიწყალებს მოქმედი მთავრობის მიერ გასამართლებულ პირებს, ასევე სააკაშვილს. ეს მისთვის რისკის უდიდესი ელემენტია“ – ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს საკითხებში ექსპერტს, მაქს ფრასს.

Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, ამასთანავე საბჭოთა კაშირის დროს მოსკოვში დიპლომატიური კარიერა ჰქონდა, რაც არ ნიშნავს, რომ ვაშაძე პრორუსული ორიენტაციისაა, თუმცა მისი კავშირები ქართველების ნაწილს აღაშფოთებს.

სტატიის მიხედვით, არჩევნებში ფავორიტი ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილია, რომელიც სავარაუდოდ გაიმარჯვებს.

ზურაბიშვილის განცხადებამ, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან, უთანხმოება გამოიწვია.
„მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი და უხეში გამონათქვამები. ზურაბიშვილისთვის დამახასიათებელია კომენტარები, რომელიც ყოველთვის არ შეესაბამება მთავრობის პოლიტიკას. ზურაბიშვილი სავარაუდოდ მოიგებს და შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილია”, – აცხადებს მაქს ფრასი.

Euronews-ი ყურადღებას ამახვილებს არჩევნების შემდგომ საქართველოს საგარეო კურსის მიმართულებაზე.

სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პერიფერიაზე სხვა ქვეყნები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის გავლენისთვის ბრძოლის ადგილია, საქართველოს ვითარება განსხვავებულია.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს, თუმცა სრულ წევრობაზე ოფიციალური თხოვნა ჯერ არ წარუდგენია.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, საქართველო ნატო-სკენ და ევროკაშირისკენ კურსს შეცვლის”, – აღნიშნულია სტატიაში.

Euronews-ის სტატიაში საუბარია ოქტომბერში კორუფციულ სქემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ავტორის აზრით, ბრალდებების დამტკიცებამ შესაძლოა, ზურაბიშვილის პოპულარობაზე იმოქმედოს, რადგან მმართველი პარტიის მიერ არის მხარდაჭერილი.

სტატიაში მოყვანილია ექსპერტ, მაქს ფრასის პროგნოზი არჩევნების შემდგომ პერიოდში. ფრასი აცხადებს, რომ ვაშაძის გამარჯვება და სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნება, უფრო მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს, რადგან მას ბევრი ოპონენტი ჰყავს, ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში კი ვითარება სავარაუდოდ უფრო სწრაფად დასტაბილურდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა