logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
«Milliyet» (თურქეთი): „თურქეთის განვითარება საქართველოს განვითარებასაც ნიშნავს“
«Milliyet» (თურქეთი): „თურქეთის განვითარება საქართველოს განვითარებასაც ნიშნავს“
11:36 19.11.2018
თურქული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახულია თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში აკრედიტებული საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის ყოფნა ართვინში და მისი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ართვინის გუბერნატორ ილმაზ დორუკთან, ამ თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა 16 ნოემბერს.

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ავთანდილ მიქაცაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, თურქეთის განვითარება და კეთილდღეობის ზრდა საქართველოსათვის სასიხარულოა: „ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ. თურქეთს მეგობარ და მოძმე ქვეყნად ვთვლით. ასევე სასიხარულოა ჩვენთვის მოძმე თურქეთის ქალაქ ართვინში ყოფნა. ეს ძალიან საამაყოა“.

როგორც ავთანდილ მიქაცაძემ განაცხადა, „ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. საქართველო და თურქეთი - ორი ქვეყანაა, ერთი ოჯახი და ამიტომ მისი განმტკიცება თითოეული ჩვენი ქვეყნის საზრუნავია. მე ადრეც ვყოფილვარ ართვინში და ვხედავ, რომ ქალაქი უფრო და უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდება. ეს ძალიან მახარებს. ეს ნიშნავს, რომ თურქეთიც ვითარდება, რაც კარგია საქართველოსთვისაც... ჩვენ ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებაში“.

თავის მხრივ, ართვინის გუბერნატორმა ილმაზ დორუკმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და თურქეთი ერთმანეთისათვის მეზობლებიც არიან, მეგობრებიც და ძმებიც. „ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაციები, ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ მიზნით სამომავლოდაც ყველაფერს გავაკეთებთ“.

სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ ავთანდილ მიქაცაძემ და ილმაზ დორუკმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა