logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"ng.ru"(რუსეთი): თბილისი მოსკოვისაგან თავდაცვის მიზნით დასავლეთს მიმართავს
"ng.ru"(რუსეთი): თბილისი მოსკოვისაგან თავდაცვის მიზნით დასავლეთს მიმართავს
11:31 08.11.2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გამოხატული პროტესტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ბორდერიზაციის სამუშაოების განახლების გამო, ამჯერად ქარელის რაიონში, სოფელ ატოცთან, რის შედეგადაც ადგილობრივი ქართველი გლეხები 50 ჰა-მდე საძოვრებს დაკარგავენ, შეიზღუდება აგრეთვე მაცხოვრებელთა მიმოსვლის შესაძლებლობაც. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის მიერ მოპოვებულ წარმატებაზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სოფელ ატოცს ეწვია სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეწვია და განაცხადა, რომ ადამიანების მემოსვლის შეზღუდვა და ტერიტორიის მითვისება დაუშვებელია. იგივე აზრი აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც, თუმცა სიტუაციაზე მათი რეაქცია პოზიტიურ გავლენას მაინც არ ახდენს - მისია მხოლოდ აფიქსირებს ფაქტებს, მოხსენებებს უგზავნის ხელმძღვანელობას, მას საზღვრის გატარების სამუშაოების შეჩერება არ შეუძლია.

რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც თავისი სიტყვა თქვა: განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალურ ნორმებს და პრინციპებს... საოკუპაციო რეჟიმის მოქმედება გამიზნულია დესტაბილიზების მოსახდენადხ, მოსახლეობის უფლებების შესაზღუდად... რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო მოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

ცხადია, შექმნილი სიტუაციით ოპოზიციამაც ისარგებლა: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს არის მოსკოვის რეაქცია პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე: „მოსკოვი გვაფრთხილებს, რა მოჰყვება მეორე ტურს იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გაიმარჯვებს. ეს კრემლის მხრიდან ხელისუფლებისადმი გაწეული დახმარებაა. მოსახლეობა არ შეცდება და ობიექტურ არჩევანს გაკეთებს“, - თქვა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

„ქართული ოცნებიდან“ გაისმა მოწოდება, რომ ოპოზიციას სინდისი უნდა ჰქონდეს და არ დაივიწყოს, თუ ვისი ავანტიურული მოქმედების გამო მოხდა კატასტროფა. „ოცნება“ ოპოზიციას ურჩევს, ნუ ეცდება იაფი დივიდენდების მოპოვებას კონკრეტული დრამატული სიტუაციიდან“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის