logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
«Deutsche Welle» (გერმანია): „სამეფო კარის თამაშები“ ქართული მანერით
«Deutsche Welle» (გერმანია): „სამეფო კარის თამაშები“ ქართული მანერით
13:55 11.10.2018
გერმანული «Deutsche Welle»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობას - ქართულ პავილიონს და მის განსაკუთრებულ სახეს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ეფიმ შუმანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:

„ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის საპატიო სტუმარს საქართველო წარმოადგენს, რომლის პრეზენტაცია გასაოცარია. თანაც პრეზენტაცია ერთი კი არა, რამდენიმეა. მართლაც კარგად მოფიქრებული იდეაა, რომ ქვეყნის გაცნობა მისი ეროვნული ანბანის მეშვეობით იწყება - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დამწერლობით. წიგნებს, ალბომებს, ტურისტულ პროსპექტებს, ქართული სამზარეულოს კერძებს თითქმის ყველა პავილიონში დაინახავთ. აქ არის სტელები, რომლებიც ქართული ანბანის ასოების მსგავსად არიან წარმოდგენილნი.

გერმანიაში გამოფენა-ბაზრობის გახსნის წინა პერიოდში, სხვადასხვა ფედერალური ფონდების, ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დაახლოებით 160 წიგნია გამოცემული, რომლებიც ქართული ენიდან გერმანულად ითარგმნა! გავრისკავ და მათგან სამს ამოვარჩევ: უდავოდ ძალიან შთამბეჭდავია მე-12 საუკუნის პოეტის შოთა რუსთაველის ცნობილი ეპოსი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მართალია, გერმანულ ენაზე პროზაული სახით არის თარგმნილი, მაგრამ სამაგიეროდ საინტერესოდ და გატაცებით იკითხება, თანაც საოცრად თანამედროვედ ჟღერს, დაახლოებით „სამეფო კარის თამაშების“ მსგავსად, ოღონდ ქართული მანერით.

თანამედროვე მწერლების მიერ 21-ე საუკუნეში დაწერილი წიგნებიდან დავასახელებ ორს, რომერლთა საკმაოდ კარგად გაცნობა მოვასწარი: პირველი - გელა ჩქვანავას რომანი, რომლის სათაური შეიძლება დაახლოებით ასე ითარგმნოს - „დაუმთავრებელი ისტორია“ ან „გადასაწყვეტი საკითხები“. ავტორი სოხუმიდან გახლავთ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე, ბრძოლებში დაჭრილი. ომის თემა მის ერთ-ერთ ადრინდელ წიგნშიც არის განხილული, სახელწოდებით „გლადიატორები“, რომელიც რუსულ ენაზეც ითარგმნა რამდენიმე წლის წინათ. ახალ ნაწარმოებში იგი ომზე ხან ქართული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი რბილი ირონიით წერს, ხან პარადოქსულად შავი იუმორით, მაგრამ ამით ომის სახე სიმპათიური მაინც არ ხდება.

მესამე საინტერესო წიგნი, რომელმაც გერმანული პრესის ყურადღება მიაქცია, ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ გახლავთ. ავტორი ფილმ „გრძელი ნათელი დღეების“ რეჟისორიცაა, რომელშიც ორი გოგონას მეგობრობაა გადმოცემული. ფილმმა საერთაშორისო პროზებიც მიიღო. რაც შეეხება რომანს, მისი მთავარი გმირია 18 წლის ლელა, თბილისში მდებარე კერძო ავტოსადგომის ყარაული. იგი თავს იმითაც ირჩენს, რომ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში ინგლისურ ენას ასწავლის. ნაწარმოებში გადმოცემულია სკოლა-ინტერნატის მცხოვრები მოზარდებისა და ბავშვების ცხოვრება და სამომავლო ბედი - 9 წლის ერთ-ერთ მოზარდი ამერიკელებმა უნდა იშვილონ. მოქმედება ხდება ქალაქის მოწყენილ, უსიხარულო ბეტონის კორპუსებიან საცხოვრებელ მასივში“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის