logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): საქართველო - ევროპა აზიაში; ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): საქართველო - ევროპა აზიაში; ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
13:31 11.10.2018
გერმანული გამოცემის, «Süddeutsche Zeitung»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ასპექტები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით. მასში ისტორიულ მოვლენათა რესტროსპექტივის მეშვეობით საუბარია საქართველოს კავშირებზე გერმანიასთან და რუსეთთან.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გტავაზობთ ფელიქს შტეფანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:

„საქართველო სამხრეთ კავკასიიაში მდებარეობს, ოთხმილიონიანი მოსახლეობით და მასში გერმანისტიკის სამი ცენტრია განლაგებული - ერთი ბათუმშია, შავი ზღვის ნაპირზე, მეორე - ქუთაისში და მესამე - თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს თბილისის ოფისის წარმომადგენელს, გერმანული ლიტერატურის პროფესორს კოკა ბრეგაძეს აცნობს, რომელიც ქართულ თანამედროვე ლიტერატურაზე საუბრობს.

„გერმანია საქართველოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. შესაძლოა, ასეთი დამოკიდებულება იმით არის განპირობებული, რომ ფაშისტურ ვერმახტს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა არ მოუწყია და საქართველო რუსეთი არ არის. თბილისის საუნივერსიტეტო კვარტალში შეგიძლიათ ჩანთები ნახოთ წარწერით „ჰენრიხ ბიოლის ფონდი“, ხოლო მთავარ ქუჩებში - გერმანული ლუდის „ეტინგერის“ სარეკლამო პლაკატები.

ევროპის დედაქალაქებიდან თუ შევხედავთ, საქართველო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აზიაში მდებარეობს, რომელიც რუსეთს (ჩეჩნეთი და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონები), თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაა მოქცეული. ამის მიუხედავად, საქართველომ თანამედროვე ევროპული ისტორიის განვითარების თავალსაზრისით, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა: ქართველი ინტელექტუალები [ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში] თარგმნიდნენ თომას მანს, წერდნენ წიგნებს ანტონენ არტოს შესახებ და ხსნიდნენ ისეთ დაწყებით სკოლებს, რომლებიც განათლების ჰუმბოლდტისეული იდეალების გატარებას ცდილობდნენ.

XIX საუკუნის უდიდეს ქართველ შემოქმედს ილია ჭავჭავაძე წარმოადგენს, რომელიც ევროპული ენებიდან ქართულ ენაზე თარგმნიდა უილიამ შექსპირსა და იოჰან-ვოლფგანგ გოეთეს. მან დაარსა ეროვნული ბანკი და ხელი შეუწყო უნივერსიტეტის გახსნას. გეორგ ჰეგელის, იმანუილ კანტისა და ჯუზეპე გარიბალდის იდეებით ფრთაშესხმული ილია ჭავჭავაძე სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-გამანათავისუფლებელ მოძრაობას იმ დროს, როცა საქართველო მასიურად განიცდიდა რუსიფიცირების პოლიტიკის სიმძიმეს, როცა შეზღუდული იყო ქართული წიგნების გამოცემა, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება და ლოცვები. დღეს ქვეყნის ბევრი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. ამასთან, ილია ჭავჭავაძეს რომ ახლა რომელიმე თავისი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა ჰქონდეს, იგი, პირველ რიგში, ალბათ, იმას გააუქმებდა, რომელიც გაზეთ „ივერიაში“ იოსებ ჯუღაშვილის - ანტირუსული იდეებით განწყობილი ახალგაზრდა კაცის ლექსების ბეჭდვას ეხება. იმიტომ, რომ იოსებ ჯუღაშვილი, მოგვიანებით, პრორუსული მარქსისტების მხარეზე გადავიდა, ტერორისტული აქტების განხორციელება დაიწყო, საბოტაჟს ეწეოდა, ბანკებს ძარცვავდა და ბომბებს აფეთქებდა, ანუ ზიანს აყენებდა ქართულ ეროვნულ მოძრაობას. „რკინის მუშტების“ გამო იოსებ ჯუღაშვილს მეტსახელად „სტალინი“ („ფოლადისებური“) უწოდეს. იგი რუსეთის ცენტრში წავიდა პოლიტიკური საქმიანობისათვის, მაგრამ , როგორც ერთ პოპულარულ ანეკდოტშია, „უკან წითელი არმიით დაბრუნდა“. ოკუპაცია-გასაბჭოების შემდეგ საქართველო, მდიდარი ქრისტიანულ-კულტურული ტრადიციების სახელმწიფო, თითქმის სრულიად გაქრა ევროპის რუკებიდან...

დღეს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენის საპატიო სტუმარი გახლავთ - წიგნების თაროები ქართული ლიტერატურითაა სავსე. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თითქოს ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...

თავის „ოქროს საუკუნეს“ საქართველომ XI-XII-XIII ასწლეულებში მიაღწია, რომლის შემდეგ ქვეყანა დიდწილად დამპყრობლების უღელქვეშ არსებობდა: XVIII საუკუნიდან მასზე ხან ოსმალეთი, ხან სპარსეთი ბატონობდა. XIX საუკუნეში საქართველო მეფის რუსეთის ნაწილი გახდა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხანმოკლე ოთხწლიანი არსებობის შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა.

როცა 1991 წელს საქართველო, როგორც იქნა, ისევ დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, ქვეყანა ფაქტიურად მოუმზადებელი იყო. 1990-იანი წლები მოსახლეობისათვის მწარე მოგონებად - „ბნელ ათწლეულად“ იქცა (სახელწოდება მეტაფორულია და ელექტროენერგიის ხშირად გათიშვას გულისხმობს). 2008 წელს ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაება. დღეს ბევრი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დაუფიქრებლად იქნა მიღებული და მთლიანობაში, შეიძლებოდა მისი თავიდან აცილებაო. ფაქტი კი ისაა, რომ ომი რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით დასრულდა. ახალი საზღვრების გაყოლებით რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მავთულხლართები გააბეს, რომელსაც პერიოდულად ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში სწევენ - ალბათ იმისთვის, რომ ქართველები გააღიზიანონ“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან