logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
„კომსომოლსკაია პრავდა“: მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ
„კომსომოლსკაია პრავდა“: მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ
14:11 10.10.2018
რუსული გამოცემა, «Комсомольская правда» ვახტანგ კიკაბიძის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მომღერალმა და მსახიობმა საქართველოს დატოვება არ გამორიცხა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ დიმიტრი სტეშინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას:

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნები - რუსეთი და საქართველო - ერთმანეთთან ისევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ვახტანგ კონსტანტინოვიჩს ქართული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე უთქვამს: „საქართველო რუსეთთან ისევ ომის მდგომარეობაშია, თუმცა იმავე დროს ბევრი ქართველი რუსეთს მხარს უჭერს, რაც სამშობლოს ღალატია. თუ ასე გაგრძელდება, საქართველოდან წავალ, ბევრი ასე გააკეთებს“.

საქართველოში ოქტომბრის ბოლოს პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. არის იმის ალბათობა, რომ ქვეყნის ახალი მეთაური რუსეთთან დამოკიდებულებას როგორმე დაარეგულირებს. საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი ხანია მოგვარებულია: ტურისტული ბიზნესი ყვავის. სულ რარაც ერთი თვის წინ საკუთარი თვალით ვნახე, რომ თბილისში იმდენი ტურისტია ჩასული რუსეთიდან, რომ ტევა არ არის - როგორც იტყვიან, „ბეწვიც კი არ ჩავარდება“. რუსი ტურისტების მიმართ ქართველთა დამოკიდებულებაც კეთილია, პატივისცემით ეპყრობიან. საქართველოში წასასვლელად არავითარი ვიზა საჭირო არაა. ყველა გრძნობს, რომ რუსი სტუმრები - ეს ფულის ნაკადს ნიშნავს ქვეყნისათვის. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყოფით დონეზე ქართულ-რუსული დაპირისპირება თავისთავად განეიტრალდა.

პოლიტიკას რაც შეეხება, არანაირი წინსვლა არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობას კვლავ არ სურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ჩვენს ქვეყანასთან დიალოგს მხოლოდ მცირერიცხოვანი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აწარმოებს. თუმცა ეს ჯერ-ჯერობით... შემთხვევითი არაა, რომ ვახტანგ კიკაბიძემ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, როგორც ჩანს, არჩევნებში გაიმარჯვებს, „პრორუსი ქალი“ უწოდა. მას წარმატების დიდი შანსები აქვს. ოპონენტები სალომეს „კრემლის აგენტად“ მიიჩნევენ. მათ ავიწყდებათ, რომ 28 ოქტომბერს არჩევნებში პრეზიდენტს ქართველი ხალხი აირჩევს და არა პარლამენტში მჯდომი რუსოფობები ან მხოლოდ ვახტანგ კიკაბიძე. ქართველი ხალხი რუსეთთან მეგობრობის არჩევანს გააკეთებს.
რასაკვირველია, ვახტანგ კიკაბიძეს, რომელიც ცნობილია თავისი ანტირუსული გამონათქვამებით, ეს ყველაფერი საშინლად არ მოსწონს, მაგრამ რა ქნას, ისიც არ იცის. მის განცხადებაში საქართველოდან წასვლის თაობაზე სასოწარკვეთა გამოსჭვივის.

ან იქნებ ჟურნალისტებმა მას არასწორად გაუგეს? რაღაც მოუგონეს?

„კომსომოლკადან“ ლეგენდარულ მიმინოს დავურეკეთ. ვახტანგ კონსტანტინოვიჩი მოწყენილი იყო:

- აბა, მე საქართველოდან სად უნდა წავიდე? აქ ხომ ჩემი სამშობლოა.

- საქართველო რომ პრორუსული გახდეს?

- შეიძლება გახდეს კიდეც, მაგრამ მე ამქვეყნად უკვე აღარ ვიქნები...

„კომსომოლკამ“ ვახტანგ კონსტანტინოვიჩს ჯანმრთელობა უსურვა (იგი ბოლო დროს ავადმყოფობს) და უთხრა, რომ რუსეთში, ყველაფრის მიუხედავად, იგი უბრალო ადამიანებს ძველებურად უყვართ და აფასებენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან