logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
«Frankfurter Neue Presse» (გერმანია): თბილისის ავანტიურული არქიტექტურა, სადაც რესტავრაციისას შენობათა ძველ სახეს ყურადღებით არ იცავენ და ამავდროულად, ძველ უბნებში სოკოებივით იზრდება ჩინური პაგოდის მსგავსი კორპუსები
«Frankfurter Neue Presse» (გერმანია): თბილისის ავანტიურული არქიტექტურა, სადაც რესტავრაციისას შენობათა ძველ სახეს ყურადღებით არ იცავენ და ამავდროულად, ძველ უბნებში სოკოებივით იზრდება ჩინური პაგოდის მსგავსი კორპუსები
09:54 30.09.2018
"საქართველოს დედაქალაქმა თანამედროვე სახით გაშენება-აღორძინება მხოლოდ 200 წლის წინ დაიწყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, თბილისი მრავალი არქიტექტურული სტილის მქონე ქალაქს წარმოადგენს, სადაც ევროპული და აზიურიც „ერთად იხარშება“. თუმცა ერთი რამ აქედანვე უნდა ვთქვათ: დედაქალაქის რეკონსტრუქციის დროს ქართველები შენობათა ძველ სახეს ყურადღებით არ იცავენ"-ასე იწყება გერმანული გამოცემის, «Frankfurter Neue Presse»-ს მიერ ქტრისტიან ჰუტერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

ლეგენდის თანახმად, თბილისი 1600 წლის წინათ დაარსებულა. ამ დროის მანძილზე მტრებს ქალაქი 20-ჯერ მაინც დაუნგრევიათ. სულ ბოლოს, 1795 წელს, როცა საქართველოს სპარსელები შემოესივნენ, აღა-მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა და ნაცრად აქცია. ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალაქში დღეს 200 წელზე მეტის ხნის კერძო სახლი აღარ არსებობს. ძალიან ცოტაა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა, ასევე შემორჩენილია მე-5 საუკუნის ციხე-სიმაგრის ნანგრევები. მაგრამ უკვე 1801 წელს, ქალაქის ბოლო დანგრევიდან 6 წლის შემდეგ, ქართველებმა დახმარებისთვის თავიანთ ჩრდილოელ ქრისტიან მეზობლებს - რუსებს მიმართეს, რომლებსაც დიდი ხვეწნა არ დასჭირვებიათ.

დღეს საქართველო, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევასთან დაკავშირებით, კულტურის სამყაროს წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრშია. ამიტომ სწორედ საქართველოს დედაქალაქს ეძღვნება გამოფენა „ჰიბრიდული თბილისი“, რომელიც ფრანკფურტის ხელოვნების მუზეუმშია გახსნილი. აქცენტი იმიტომაა გაკეთებული თბილისზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის (3,7 მილიონი) მნიშვნელოვანი ნაწილი - 1,2 მილიონი ადამიანი თბილისში ცხოვრობს.

საერთოდ, ყოველი ქვეყნის დედაქალაქის არქიტექტურაში ხელისუფლების საქმიანობის დემონსტრირებაც არის წარმოსახული, რომელიც მისი საქმიანობის პოზიტიურ მნიშვნელობაზე მიანიშნებს. თბილისშიც ასეა - აქ ვხედავთ სტალინური კლასიციზმისა და გვიანდელი საბჭოთა მოდერნისტული სტილით აგებულ შენობებს, უკვე ნგრევის პირას მყოფ ძველ დარბაზებს და შედარებით ახალ მუზეუმებს, ევროპული არქიტექტურული სტილის მქონე ადმინისტრაციულ ნაგებობებს. თბილისში მოდერნისტული სტილით აგებული თითქმის 300-მდე შენობაა შემონახული.

ჩვენი ყურადღების ცენტრში მაინც ბოლო 100 წლის მანძილზე აგებული შენობებია - ქვეყნის საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული. მათი გამოსახულება ფოტოებზე კარგად არის შემორჩენილი - როგორც შავ-თეთრზე, ასევე ფერადზეც. ასე, მაგალითად - 1930-40-იან წლების ფოტოსურათებზე ასახულია სტალინური ეპოქის შენობები, რომლებიც შეიძლება მოდერნისტულად ჩაითვალოს, დასავლეთთან კონკურენციის გათვალისწინებით. 1930-იან წლებში თბილისის განაშენიანების პროექტს უშუალოდ ლავრენტი ბერია აკონტროლებდა, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი გახდა. მას, როგორც პროფესიით მშენებელ არქიტექტორს, სურდა თავისი ოცნება განეხორციელებინა - თბილისი იტალიური სტილის მქონე ქალაქად გადექცია. სხვათა შორის, იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია თანამემამულენი იყვნენ.

უფრო საინტერესოა გვიანდელი საბჭოთა პერიოდის შენობებიც - 1960-იან და 80-იან წლებში აგებული. ყველაზე ცნობილია საგზაო მშენებლობის ყოფილი სამინისტროს შენობა, რომელიც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე: ბორცვზე ჩასმულ ხიმინჯებზე მდგარი კორპუსი თითქოსდა ჰაერში მიფრინავს. სხვათა შორის, თავის დროზე, 1975 წელს, ამ პროექტმა დასავლეთში საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ და მის შემდეგ თბილისში მშენებლობა ქაოტურად მიმდინარეობდა - ყველა იმას აშენებდა, რაც სურდა და როგორიც უნდოდა. ასეთი იყო, მაგალითად, პანელის კორპუსებში „კამიკაძე-ლოჯიების“ მოწყობა, ანუ ბალკონ-აივნების საძილე ოთახად გადაქცევა (ბინის მეტი ფართობის მიზნით). ასეთ სარისკო მშენებლობას იმ დროს არავინ კრძალავდა და ამიტომ თითქმის ყველა აკეთებდა.

ბოლო ოცწლეულში ქალაქი მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაფართოვდა. დღეს თბილისში საკმაოდ ბევრი ძველი შენობაა აღდგენილი, თუმცა საკმაოდ ავანტიურულად. მშენებლობაც ხშირად ასევე ავანტიურულად წარმოებს - ძველ შენობებს შორის სოკოებივით იზრდება ახალი, ჩინური პაგოდის მსგავსი მრავალსართულიანი თანამედროვე კორპუსები. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში გერმანელი არქიტექტორები იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის ბერლინის Graft-ს ბიუროდან, რომლებმაც ძველი საბჭოური სასტუმრო თანამედროვედ გადააკეთეს.

ბერლინელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა საქართველოში 7 წლის განმავლობაში 13 მსხვილი პროექტი განახორციელა - აეროპორტებიდან და პოლიციის შენობებიდან დაწყებული, გზებზე დასვენების, ვაჭრობის და კვების ობიექტებით დამთავრებული. ასეთი მიდგომა პოზიტიურია: შენობები ემსახურება როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის