logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): ამის შემხედვარე მაკკეინი საფლავში გადაბრუნდებოდა-თბილისი შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო მიმართულების ვექტორად იქცეს
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): ამის შემხედვარე მაკკეინი საფლავში გადაბრუნდებოდა-თბილისი შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო მიმართულების ვექტორად იქცეს
13:29 14.09.2018
„ახლა ჩვენ ყველა ქართველები ვართ“, - გამოაცხადა ჯონ მაკკეინმა მაშინ, როცა პატარა, მაგრამ დემოკრატიულ კავკასიურ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის რუსეთი შეიჭრა. დასავლეთს თითიც კი არ გაუნძრევია. ათი წლის შემდეგ ბევრი ქართველისთვის სამწუხარო იყო ამერიკელი სენატორის გარდაცვალება. ეს ფაქტი მათთვის თითქოსდა ამერიკული ეპოქის დასასრულს ნიშნავს: „ძალიან დამწუხრებულნი ვართ მისი გარდაცვალების გამო. ის იყო ერთ-ერთი ჩვენთაგანი, ჩვენს გვერდით მდგომი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, - ჯონ მაკკეინი ასახიერებდა ყოველივე იმას, რაც ჩვენ გვიყვარს ამერიკაში - პრინციპულობას, იდეალების სამსახურს და სიმტკიცეს“.

სტატიას აღნიშნულ თემაზე ბრიტანული გამოცემა «Financial Times»-ი, ედვარდ ლუისის ავტორობით აქვეყნებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით:

საქართველოს ასეთ დამოკიდებულებას სენატორის გარდაცვალებისადმი თითქმის მთელ ევრაზიაში იზიარებენ - რუსეთის იმ მეზობლებში, რომლებიც პროამერიკულ ქვეყნებს წარმოადგენენ. ყოველთვის, როცა მოსკოვი მათი თავდაცვის უნარის შემოწმებას ცდილობდა - ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ ირიბად, „ჰიბრიდული ომის“ მეშვეობით - მათ ჯონ მაკკეინის იმედი ჰქონდათ, რომელიც რუსეთის საფრთხეზე ხმამაღლა აცხადებდა. ახლა კი ის წავიდა და გაურკვეველია, რომელი ამერიკელი საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწე გააგრძელებს მის საქმეს. საეჭვოა, რომ დონალდ ტრამპი ამ ქვეყნების ბედის მიმართ რაიმე ინტერესს გამოავლენს. ბარაკ ობამამ ჯონ მაკკეინი საპრეზიდენტო არჩევნებში მაშინ დაამარცხა, როცა სენატორი საქართველოს მხარს უჭერდა. ბარაკ ობამა დემოკრატიას მხოლოდ სიტყვით ემსახურებოდა, მაგრამ საქმით ბევრს არაფერს აკეთებდა, დონალდ ტრამპს კი [დემოკრატიის დაცვაზე] საერთოდ პრეტენზია არ აქვს.

ყოველივე ამის შედეგად ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ჯონ მაკკეინის მსგავსი ადამიანები აშშ-ის პოლიტიკაში აღარ დაბრუნებიან. შესაბამისად, პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები [და რუსეთის ევროპული სატელიტები] სულ უფრო მეტად ხდებიან ნაკლებად დემოკრატიულები. ვიქტორ ორბანის „ნეოლიბერალური“ უნგრეთი ცდილობს ევროპულ ფასეულობებს ძირი შიგნიდან გამოუთხაროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ევროპარლამენტმა უნგრეთის მოქმედება დაგმო, მას პოლონეთის სახით ერთგული მომხრე ჰყავს. ანტიემიგრანტული ნაციონალიზმი მთელ ევროპაში იზრდება.

საქართველო ამ შემთხვევაში ერთგვარი ტესტის როლს ასრულებს. 10-12 წლის წინ ეს ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის მოდელად განიხილებოდა („ვარდების სახალხო რევოლუციის“ შემდეგ). მის მაგალითს სხვებმაც მიბაძეს, მაგალითად, უკრაინამ. აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს სურდა, რომ ორივე ნატოში გაწევრიანებულიყვნენ.

დღეს საქართველოს პოლიტიკა მისი მეზობელი დათვის პოლიტიკას ემსგავსება. უკრაინისაგან განსხვავებით, სადაც რამდენიმე ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ოლიგარქი მაინც არის, საქართველოში მხოლოდ ერთია - ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონება (4,6 მილიარდი დოლარი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის მესამედს შეადგენს. მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი რუსეთშია მოპოვებული. მისი 50 მილიონიანი რკინა-ბეტონ-მინის სასახლე თბილისს ციხე-სიმაგრესავით გადმოჰყურებს და მთელ ჰორიზონტზე დომინირებს. მას ხშირად ადარებენ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ერთ-ერთი ფილმის ბოროტი პერსონაჟის სახლს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკას აკონტროლებს. მისი პარტია „ქართული ოცნება“ მთავრობაში ყველა დონეზე გავლენას ახდენს. ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე ოცნება ისე შორსაა როგორც არასდროს. ამ კვირაში სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ოლიგარქის ფავორიტს წარმოადგენს, განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთის ჯარების შეჭრის პროვოცირება თვითონ საქართველომ მოახდინაო. მან ამაში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის „გიჟი და ჭკუაარეული“ პრეზიდენტი იყო, რომელიც საკუთარ ხალხს, თანამოქალაქეებს ბომბავდა, შემდეგ კი მოსკოვს ჩააბარაო. ასეთი კომენტარები კარგი საჩუქარი აღმოჩნდა კრემლის პროპაგანდისტებისთვის. ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილი. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, მას ბიძინა ივანიშვილთან რამდენჯერმე კონფლიქტი ჰქონდა.

განა ვინმეს შეუძლია რეგიონში მიმდინარე ოლიგარქიზმის პროცესების შეჩერება? საქართველოს მწუხარება ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო ვარსკვლავ-ზოლებიანი დროშისადმი გამომშვიდობებას ჰგავს. დღეს აქ სხვები კონკურირებენ: რუსეთის გარდა, არის თურქეთი, რომელმაც თავის დროზე ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულებაში საკმაო წარმატებას მიაღწია, თუმცა ორგანიზაციაში მაინც არ მიიღეს. მას შემდეგ თურქეთი რეჯებ ერდოღანის არალიბერალურ დემოკრატიულ რეჟიმში აღმოჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულება თურქეთთან ისეთია, რომ შეიძლება ანკარამ ნატოში თავისი წევრობა ეჭვქვეშ დააყენოს. აშშ-ის სანქციების გამო რეჯებ ერდორანი რისკზე მიდის და რუსეთისაგან ჰაერსაწინაღმდეგოო დაცვის სისტემას - „ს-400“ რაკეტების კომპლესს ყიდულობს, რც საფრთხის წინაშე აყენებს ნატოელი და თურქი სამხედროების ერთმანეთთან თანამშრომლობას.

დღეს მთელ რეგიონში საკმაოდ არასასიამოვნო და ნეგატივით დატვირთული ფრაზა ისმის - „ერდოღანიზაცია“, რაც ყველა იმ ქვეყნას გულისხმობს, რომლებიც ოდესღაც დასავლურ ორბიტაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ახლა იძულებულნი არიან საკუთარ თავზე თვითონ იზრუნონ.

როგორი ბედი ექნება საქართველოს? დღეს ეს საკმაოდ გაურკვეველია. ჯონ მაკკეინი მარტოდმარტო იყო საქართველოს იმედების სიმბოლო, რომ ამერიკა მისი ძალისხმევით საქართველოს დაეხმარებოდა. სენატორი მუდამ ხაზს უსვამდა ქართველების „გაბედულ დემოკრატიას“, მათ შემართებას. დღეს საქართველოს უკვე რამდენიმე „საქმრო“ გამოუჩნდა - თურქეთი, ჩინეთი, რუსეთიც და სხვებიც. ამ კვირაში რუსეთი „ცივი ომის“ დასრულების დროიდან უდიდეს სამხედრო მანევრებს ატარებს, რომელშიც პირველად მონაწილეობენ ჩინელი ჯარიკაცები. საქართველო ჩინეთს საკუთარ თავს ლოჯისტიკური ჰაბის სახით სთავაზობს - ჩინური ინციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ჩარჩოებში, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს. იმის ნაცვლად, რომ საქართველო დასავლეთისთვის აზიაში გასასვლელი დემოკრატიული ჭიშკარი იყოს, თბილისი შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო მიმართულების ვექტორად იქცეს. ამის შემხედვარე ჯონ მაკკეინი საფლავში გადაბრუნდებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
Pleas creat article