რუსეთში ღვინის მოყვარულ ტურისტებს შორის გამოკითხვა ჩატარდა იმის შესახებ,თუ რომელი ქვეყნის ღვინოს ანიჭებენ
უპირატესობას.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ღვინის მოყვარული ტურისტების უმრავლესობა - 28% მიიჩნევს, რომ ქართული ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა.
ქართული ღვინის შემდეგ მოდის იტალიური ღვინო, რომელიც რუსი მოგზაურების 25%-ს მოსწონს. მესამე ადგილზე კი ფრანგული ღვინოა მოწონების 18%-ით.