logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რაში ჭირდება „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილი?
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რაში ჭირდება „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილი?
10:59 13.09.2018
„28 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთაგან მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, „ქართული ოცნების“ აზრით არჩევნებს მოიგებს და საქართველოს ისტორიაში პირველი არჩეული ქალი-პრეზიდენტი იქნება"-ასე იწყება ბრიტაბული «BBC»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის მმართველი პარტია თავის კანდიდატს კი არ ასახელებს პრეზიდენტად, არამედ მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს. პარტიაში ამბობენ, რომ ამას მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველყოფის მიზნით აკეთებენ. მაგრამ როგორც ოპოზიციაში, ასევე ანალიტიკოსთა წრეებში თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილის „დამოუკიდებლობა“ ნომინალურია. თვითონ განსაჯეთ: იგი 2016 წლის საპარლამენტო აჩევნებშიც „დამოუკიდებელი“ სტატუსით გამოდიოდა, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დახმარებით გახდა პარლამენტის დეპუტატი“, - აღნიშნულია სტატიაში.


პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა მოცემული სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ-დიპლომატიური ბიოგრაფიის მომენტები: კარიერა საფრანგეთის საგარო საქმეთა უწყებაში, საფრანგეთის ელჩად დანიშვნა ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში, მისი საქმიანობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში და თანამდებობიდან გადადგომა (უფრო ზუსტად, „ხელისუფლებიდან ჩამოშორება“). სტატიაში აღნიშნულია, სალომე ზურაბიშვილს 2013 წელსაც სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენა, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა ორმაგი - საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეობის გამო. ამჟამად მას მხოლოდ ერთი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს მოქალაქეობა.

„ბევრი თვლის, რომ მინისტრობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა მის მიერ შეტანილი წვლილი რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში და აქედან გამომდინარე, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიზნით შეთანხმების მიღწევაში. თუმცა, ამის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბრალდებების მთელი ნიაღვარი წამოვიდა - მისი განცხადების გამო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტის კითხვას პასუხი ასეთი სახით გასცა: რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწყო, მაგრამ 2008 წელს საქართველო რუსულ პროვოკაციაზე წამოეგო და ომი ახალი ძალით განახლდაო. სალომე ზურაბიშვილის განცხადება არც ოპოზიციაში არ მოეწონათ და ბევრს - მმართველ პარტიაშიც. მოგვიანებით ექს-მინისტრმა განმარტა, რომ 2008 წელს აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მოქმედებამ წყალი რუსეთის წისქვილზე დაასხა, როცა მათ სამხედრო ნაბიჯი გადადგა. მოსკოვმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად გამოიყენაო, თვლის სალომე ზურაბიშვილი: „ეს იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უდიდესი დანაშაული და ეს ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს. მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა რომ არ ყოფილიყო, მოსკოვს არაფერი გამოუვიდოდა“.
ანალიტიკოსთა მტკიცებით, მართალია, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, მაგრამ ძალიან ძნელია მას „დამოუკიდებელი კანდიდატი“ უწოდო. „სალომე ზურაბიშვილმა ბოლო წლებში თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ იგი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აგრესიული აქტივისტია და „მეოცნებეთა“ ფიცი-მტკიცი - „არჩევნებში ჩვენი კანდიდატი არ მონაწილეობსო“, დამარწმუნებელი არ არის“, - ციტირებს ავტორი ცნობილი ექსპერტის გია ხუხაშვილის ნათქვამს, რომლის მიხედვით, „ოცნება“ ფსევდოდემოკრატიული სპექტაკლის გათამაშებას ცდილობს“.

თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც: პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერტი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ყველაფერში არ დაეთანხმება: „რა იქნება მომავალში, ეს არავინ იცის. მაგრამ იმას კი ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფლიქტური პიროვნებაა, იგი ადვილად უპირისპირდება სხვებს და თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, იგი „ქართული ოცნებისათვის“ საჩუქარი არ იქნება“, - ამბობს პოლიტოლოგი.

„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა „ქართულ ოცნებაში“ ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რადგანაც საბოლოოდ გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, საკითხი ამით დასრულდა“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

მართალია, პრეზიდენტს კონსტიტუციით უფლებები შეზღუდული აქვს და იგი ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენა არ ახდენს, ამის მიუხედავად, ოპოზიცია ამ საპრეზიდენტო არჩევნებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევს.

რაში ჭირდება „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილი?

საქმე იმაშია, რომ მმართველი პარტიისათვის მთავარი პრობლემა მათი კანდიდატის წაგება კი არაა, არამედ ოპოზიციური ბლოკ „ძალა ერთობაშია“-ს (რომელშიც „ნაცმოძრაობაც“ შედის) კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სავარაუდო გამარჯვებაა. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურ ალტერნატივად მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ითვლება, მმართველ პარტიას მათი კანდიდატის გამარჯვების დაშვება არ შეუძლია. თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. შესაძლოა ხანგრძლივი მწვავე პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. გარდა ამისა, შეიძლება მიხეილ სააკაშვილი შეწყალებული იქნას და საქართველოში დაბრუნდეს... და თუ მას ხელები გაეხსნება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - ამბობს გია ხუხაშვილი. ამასთან, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს ოპოზიციაც და სახელისუფლებო ელიტაც ღრმა კრიზისშია და ამიტომ ქართველი ამომრჩეველი, რომელიც არავის ენდობა, უმეტესად ხმას აძლევს არა იმდენად იდეა-პროგრამებს, არამედ გაკეთებულ გზას, გაზით უზრუნველყოფას, დასაქმებას და ა.შ. „შესაბამისად, ამომრჩევლის ირიბად მოსასყიდად რესურსები, რასაკვირველია, ხელისუფლებას და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უფრო მეტი აქვს. მას უპირატესობაც უზრუნველყოფილი ექნება“.

ანალიტიკოსების თვალსაზრისით, რომელი კანდიდატიც არ უნდა ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ვინმე, თუ მას მხარს ხელისუფლება დაუჭერდა, იგი მაინც ფავორიტი იქნებოდა. რაც შეეხება თვითონ „დამოუკიდებელ“ კანდიდატს, მან მმართველი პარტიის გადაწყვეტილება „დემოკრატიულად და ქვეყნისათვის სასარგებლოდ“ მიიჩნია, - ნათქვამია პუბლიკაციის ბოლოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან